ამჟამად ისინი ქვეყნებს მართავენ, კანონებს იღებენ და მთავარსარდლები არიან. ოდესმე დაინტერესებულხართ, რა არის საუკეთესო სამუშაო, სანამ ქვეყნის პირველი პირი გახდები? ახლა შეგიძლიათ ამ კითხვაზე პასუხი მიიღოთ. ხორვატიის პრეზიდენტი კლასიკური მუსიკის კომპოზიტორი იყო
სანამ პოლიტიკით დაკავდებოდა, ივო იოსიპოვიჩმა ბევრი კლასიკური ნამუშევარი შექმნა და ხორვატიაში მუსიკალურ ფესტივალსაც უძღვებოდა. იოსიპოვიჩი 2010 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. მან განაცხადა, რომ თავისუფალ დროს არ შეწყვეტდა მუსიკის წერას. პრეზიდენტი ოპერაზე მუშაობდა, რომელიც ჯონ ლენონის სიკვდილს ეძღვნებოდა. სამწუხაროდ, იოსიპოვიჩმა მოგვიანებით აღიარა, რომ პრეზიდენტის მოვალეობები არ აძლევდა საშუალებას, მუსიკალური საქმიანობა გაეგრძელებინა.
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი მხატვარი იყო
ედი რამა პარიზში ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ალბანეთში დაბრუნებული კულტურის მინისტრი გახდა. 49 წლის ასაკში რამა ქალაქ ტირანას მერი გახდა და კომუნისტური ხანის ნაცრისფერი შენობები ვარდისფრად, ყვითლად, მწვანედ და იასამნისფრად გადააღებინა.
რამა აგრეთვე ყოფილი კალათბურთელია. ”არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკოსი ვარ. ვიტყოდი, რომ ისევ არტისტი ვარ და ვცდილობ პოლიტიკა ცვლილების ინსტრუმენტად გამოვიყენო”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თურქეთის პრეზიდენტი მისი წინამორბედის პირადი სტომატოლოგი იყო
პრეზიდენტი გურბანგულ ბერდიმუხამედოვი 2006 წელს გახდა თურქეთის ლიდერი. პრეზიდენტობამდე ის წინა პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის პირადი დანტისტი იყო. ბერდიმუხამედოვი 1997 წელს ჯანდაცვის მინისტრი გახდა.
მადაგასკარის ყოფილი პრეზიდენტი დიჯეი იყო
ანდრი რაჯოელინას საკუთარი რადიო სადგური ჰქონდა, სანამ 2009 წელს პრეზიდენტი გახდებოდა.
ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პირადი მცველი იყო
ბოიკო ბორისოვი კარატეს ინსტრუქტორად და მეხანძრედ მუშაობდა, სანამ კერძო დაცვის სისტემას დააარსებდა. ბორისოვი ბულგარეთის ყოფილი მეფის, სიმეონ საქსე კობურგ გოთას პირად მცველად მუშაობდა. 2009 წელს ბორისოვი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს და ზედმეტსახელად ბეტმენი დაარქვეს. ამჟამად ყოფილი მინისტრი ბულგარეთის საფეხბურთო კლუბში თამაშობს.
სლოვენიის პრეზიდენტი მოდელი იყო
სლოვენიის პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი მოდელად მუშაობდა, რომ კოლეჯში სწავლის ფული გადაეხადა. მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები პრეზიდენტს ზედმეტსახელად ”ბარბის თოჯინას” ეძახიან.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მღვდელი იყო
როდესაც 20 წლის იყო, ტონი ებოტი კათოლიკური ეკლესიის მღვდელი გახლდათ, თუმცა სამი წლის შემდეგ ეკლესიიდან წამოვიდა. შემდეგ ის მოკრივე გახდა. 56 წლის პოლიტიკოსს, აგრესიული პოლიტიკური სტილის გამო, ზედმეტსახელად ”გიჟი ბერი” შეარქვეს.
მომზადებულია huffingtonpost.com-ს მიხედვით.