რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მძღოლი, რომელიც "ვნუკოვოს" აეროპორტში თოვლის საწმენდ მანქანას მართავდა, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. "ამ დროისთვის უკვე დადგენილია, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
თოვლის გამწმენდი მანქანის მძღოლი საავამდყოფოში იმყოფება. გუშინ საღამოს მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტში ფრანგი ბიზნესმენის კუთვნილმა კერძო თვითმფრინავმა ავიაკასტროფა განიცადა. თვითმფრინავი თოვლის საწმენდ მანქანას შეეჯახა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ოთხივე მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ფრანგული ნავთობკონცერნ "ტოტალის" დირექტორი კრისტოფ დე მარჟერი.