მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შტეფან ფულე - რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერებაა საჭირო
შტეფან ფულე - რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერებაა საჭირო

რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ შე­თან­ხმე­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბაა სა­ჭი­რო - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სარ­მა გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, შტე­ფან ფუ­ლემ ლუქ­სემ­ბურ­გში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან მაია ფან­ჯი­კი­ძეს­თან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ფუ­ლეს თქმით, რუ­სე­თის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა ლუქ­სემ­ბურ­გში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თემა იყო. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა კო­ლე­გებს ევ­რო­კავ­ში­რი­დან მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმ რის­კე­ბი­სა და საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც ეს შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"და­ფიქ­სირ­და კი­დევ უფრო მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ; შევ­თან­ხმდით პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე; მე­სა­მე, ასე­ვე შევ­თან­ხმდით, რომ ამ­გვა­რი ტი­პის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბას, არა­მედ იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ლე­გი­ტი­მურ მის­წრა­ფე­ბებს, უარ­ყო­ფილ უნდა იქ­ნას ჩვენს მიერ და ხე­ლი­დან არ უნდა გა­ვუშ­ვათ ჩვე­ნი აზ­რის მტკი­ცედ და­ფიქ­სი­რე­ბის არც ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და შტე­ფან ფუ­ლემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ უნდა გაძ­ლი­ერ­დეს თა­ნაქ­მე­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში ცხოვ­რო­ბენ.

ლუქ­სემ­ბურ­გში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის თანმშრომ­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე და პრი­ო­რი­ტე­ტულ სა­კი­თხებს, მათ შო­რის რი­გის სა­მი­ტის მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს.

ევ­რო­კო­მი­სა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­დევ ერთხელ გა­მო­ი­ხა­ტა ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის მზა­ო­ბა. "მი­ვე­სალ­მეთ პირ­ველ სექ­ტემ­ბერს ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის დრო­ე­ბით ამოქ­მე­დე­ბას და გა­მოვ­ხა­ტეთ მხარ­და­ჭე­რა. ჩვე­ნი მხრი­დან არ­სე­ბობს მტკი­ცე მზა­ო­ბა იმი­სა, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რის შეს­რუ­ლე­ბა, რათა სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­და­ვი­დეს სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მე­ო­რე ეტაპ­ზე და უფრო მალე შეს­რულ­დეს ის მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევ­რო­კავ­ში­რის სივ­რცე­ში თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს", - გა­ნა­ცხა­და შტე­ფან ფუ­ლემ.

შტე­ფან ფუ­ლეს კო­მენ­ტარს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

შტეფან ფულე - რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერებაა საჭირო

შტეფან ფულე - რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერებაა საჭირო

რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერებაა საჭირო - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ ლუქსემბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ფულეს თქმით, რუსეთის მიერ შეთავაზებული შეთანხმება ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებს ევროკავშირიდან მიაწოდა ინფორმაცია იმ რისკებისა და საფრთხეების შესახებ, რასაც ეს შეთანხმება ითვალისწინებს.

"დაფიქსირდა კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; შევთანხმდით პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერების საჭიროებაზე; მესამე, ასევე შევთანხმდით, რომ ამგვარი ტიპის ინიციატივები, რომლებიც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას, არამედ იქ მცხოვრები ადამიანების ლეგიტიმურ მისწრაფებებს, უარყოფილ უნდა იქნას ჩვენს მიერ და ხელიდან არ უნდა გავუშვათ ჩვენი აზრის მტკიცედ დაფიქსირების არც ერთი შესაძლებლობა", - განაცხადა შტეფან ფულემ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა გაძლიერდეს თანაქმედება იმ ადამიანებთან, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ.

ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროკავშირის თანმშრომლობის მიმდინარე და პრიორიტეტულ საკითხებს, მათ შორის რიგის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს.

ევროკომისარის ინფორმაციით, კიდევ ერთხელ გამოიხატა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა. "მივესალმეთ პირველ სექტემბერს ასოცირების შესახებ შეთანხმების დროებით ამოქმედებას და გამოვხატეთ მხარდაჭერა. ჩვენი მხრიდან არსებობს მტკიცე მზაობა იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას ყველა პროცედურის შესრულება, რათა საქართველოს მიეცეს შესაძლებლობა გადავიდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპზე და უფრო მალე შესრულდეს ის მიზანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის სივრცეში თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობს", - განაცხადა შტეფან ფულემ.

შტეფან ფულეს კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა