მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონია საქართველოს, "გრუზიას" ნაცვლად, "ჯორჯიად" მოიხსენიებს
იაპონია საქართველოს, "გრუზიას" ნაცვლად, "ჯორჯიად" მოიხსენიებს

ია­პო­ნია სა­ქარ­თვე­ლოს, "გრუ­ზი­ას" ნაც­ვლად, ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში "ჯორ­ჯი­ად" მო­იხ­სე­ნი­ებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ტო­კი­ო­დან იუ­წყე­ბა, ამის შე­სა­ხებ ტო­კი­ო­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­სა და სა­გა­რეო სა­კი­თხებ­ში ია­პო­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრ მი­ნო­რუ კი­უ­ჩის შო­რის გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა, თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რომ ია­პო­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტი შე­სა­ბა­მი­სი სა­კი­თხის გან­ხილ­ვას 2015 წლის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე და­ი­წყებს.

"დღეს ით­ქვა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რამ - 2015 წლის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე ია­პო­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტი გა­ნი­ხი­ლავს სა­კითხს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა "გრუ­ზია", რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით რჩე­ბა, გა­და­კეთ­დეს და ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი იყოს, რო­გორც "ჯორ­ჯია". ვფიქ­რობ, კი­დევ ბევ­რი სხვა კარ­გი სი­ურპრი­ზი მოყ­ვე­ბა ამ ვი­ზიტს", - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზიტს, ფხა­ლა­ძე მას "მნიშ­ვნე­ლო­ვანს" უწო­დებს."დღეს და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი ია­პო­ნი­ა­ში, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ქვეყ­ნის პირ­ველ პირს ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი პროგ­რა­მა ექ­ნე­ბა, მათ შო­რის შეხ­ვდე­ბა იმ­პე­რა­ტორს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და ა.შ. იმე­დი გვაქვს, რომ შეხ­ვედ­რებ­ზე და­ის­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბი. უკვე შედ­გა პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა სა­გა­რეო სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრთან, რომლთა­ნაც ვი­სა­უბ­რეთ ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, მათ შო­რის აფხა­ზეთ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე. ერთ-ერთი თე­მაა რუ­სეთ-აფხა­ზეთს შო­რის გა­სა­ფორ­მე­ბე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი ამ სა­კითხს და ზო­გა­დად, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, აქამ­დეც, ყო­ველ­თვის მთა­ვარ ად­გილს უთ­მობ­და და ცდი­ლობ­და, რომ ის უპირ­ვე­ლე­სი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი ყო­ფი­ლი­ყო. ია­პო­ნი­ა­შიც ასე იქ­ნე­ბა", - გან­მარ­ტა თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

იაპონია საქართველოს, "გრუზიას" ნაცვლად, "ჯორჯიად" მოიხსენიებს

იაპონია საქართველოს, "გრუზიას" ნაცვლად, "ჯორჯიად" მოიხსენიებს

იაპონია საქართველოს, "გრუზიას" ნაცვლად, ოფიციალურ დოკუმენტებში "ჯორჯიად" მოიხსენიებს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ტოკიოდან იუწყება, ამის შესახებ ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საგარეო საკითხებში იაპონიის სახელმწიფო მინისტრ მინორუ კიუჩის შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რომ იაპონიის პარლამენტი შესაბამისი საკითხის განხილვას 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.

"დღეს ითქვა ძალიან საინტერესო რამ - 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე იაპონიის პარლამენტი განიხილავს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ოფიციალური სახელწოდება "გრუზია", რომელიც იაპონიაში ჯერჯერობით რჩება, გადაკეთდეს და ოფიციალურ დოკუმენტებში მოხსენიებული იყოს, როგორც "ჯორჯია". ვფიქრობ, კიდევ ბევრი სხვა კარგი სიურპრიზი მოყვება ამ ვიზიტს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, ფხალაძე მას "მნიშვნელოვანს" უწოდებს."დღეს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის პირველ პირს ძალიან დატვირთული პროგრამა ექნება, მათ შორის შეხვდება იმპერატორს, პრემიერ-მინისტრს და ა.შ. იმედი გვაქვს, რომ შეხვედრებზე დაისმება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თემები. უკვე შედგა პირველი შეხვედრა საგარეო საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, რომლთანაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე. ერთ-ერთი თემაა რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება. პრეზიდენტი ამ საკითხს და ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, აქამდეც, ყოველთვის მთავარ ადგილს უთმობდა და ცდილობდა, რომ ის უპირველესი განხილვის საგანი ყოფილიყო. იაპონიაშიც ასე იქნება", - განმარტა თენგიზ ფხალაძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა