პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერის სახლთან დაკავებული ექვსი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
პრემიერის სახლთან დაკავებული ექვსი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სახ­ლთან გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი შვი­დი პი­რი­დან ექ­ვსი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მათი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საქ­მის გან­ხილ­ვა 22 ოქ­ტომ­ბრის­თვის გა­და­ი­დო.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პრო­ცე­სის გა­და­დე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა წარ­სად­გე­ნი სა­სა­მარ­თლო­ში და და­სა­კი­თხია ბევ­რი მოწ­მე. დღეს კი, ვი­ნა­ი­დან სა­მუ­შაო დრო ამო­ი­წუ­რა, პრო­ცე­სი ვერ დას­რულ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მიერ წარ­დგე­ნილ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ის ბრალ­დე­ბე­ბი, რაც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლებს წა­რუდ­გი­ნეს, რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. დაც­ვის მხა­რის თქმით, მათ გა­აჩ­ნი­ათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მათი მხრი­დან დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­მა რო­მეო სა­ჯა­ი­ამ, რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. რო­მეო სა­ჯა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი და­კა­ვე­ბის ერ­თა­დერ­თი მო­ტი­ვი არის ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ იგი ახა­ლა­ი­ე­ბის ად­ვო­კა­ტია.

"ეს და­კა­ვე­ბა იყო პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ იმის გამო, რომ ვარ ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ე­ბის ად­ვო­კა­ტი. კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას ჩემი მხრი­დან ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს მსგავ­სი რამ. ეს პო­ლი­ცია კი არა, მი­ლი­ცი­აა, რო­მე­ლიც გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო აკა­ვებს ადა­მი­ა­ნებს", - გა­ნა­ცხა­და რო­მეო სა­ჯა­ი­ამ.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა უარ­ყო "ტა­ბუ­ლას" ფო­ტოგ­რაფ­მა ალექ­სან­დრე გი­ორ­გა­ძემ, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის რა­ცი­ის ამოც­ლას ედა­ვე­ბი­ან. რო­გორც გი­ორ­გა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მას შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს რა­ცია თავ­ზე და­ე­ცა. "ამის შემ­დეგ ვკი­თხუ­ლობ­დი, ვისი იყო ეს რა­ცია და ვთქვი, ამა­საც მე და­მაბ­რა­ლე­ბენ-თქო, მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა", - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე გი­ორ­გა­ძემ.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის გან­ხილ­ვა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 22 ოქ­ტომ­ბერს, 15.00 სა­ათ­ზე გა­ნახ­ლდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მეშ­ვი­დე და­კა­ვე­ბულ პირს, ლე­ვან კვა­რა­ცხე­ლი­ას, მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხილ­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პრემიერის სახლთან დაკავებული ექვსი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პრემიერის სახლთან დაკავებული ექვსი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული შვიდი პირიდან ექვსი სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 22 ოქტომბრისთვის გადაიდო.

როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის გადადების მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ ბევრი მტკიცებულებაა წარსადგენი სასამართლოში და დასაკითხია ბევრი მოწმე. დღეს კი, ვინაიდან სამუშაო დრო ამოიწურა, პროცესი ვერ დასრულდა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას საპატრულო პოლიციის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ადვოკატის განცხადებით, ის ბრალდებები, რაც პოლიციელებმა დაკავებულებს წარუდგინეს, რეალობას არ შეესაბამება. დაცვის მხარის თქმით, მათ გააჩნიათ მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ საპროტესტო აქციაზე მათი მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

გათავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ, რომელიც საპროტესტო აქციის დროს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. რომეო საჯაიამ აღნიშნა, რომ მისი დაკავების ერთადერთი მოტივი არის ის გარემოება, რომ იგი ახალაიების ადვოკატია.

"ეს დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვარ ბაჩო და დათა ახალაიების ადვოკატი. კანონის დარღვევას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ. ეს პოლიცია კი არა, მილიციაა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამო აკავებს ადამიანებს", - განაცხადა რომეო საჯაიამ.

გათავისუფლების შემდეგ წარდგენილი ბრალდება უარყო "ტაბულას" ფოტოგრაფმა ალექსანდრე გიორგაძემ, რომელსაც პოლიციელისთვის რაციის ამოცლას ედავებიან. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, მას შეხლა-შემოხლის დროს რაცია თავზე დაეცა. "ამის შემდეგ ვკითხულობდი, ვისი იყო ეს რაცია და ვთქვი, ამასაც მე დამაბრალებენ-თქო, მსგავსი რამ არ მომხდარა", - აღნიშნა ალექსანდრე გიორგაძემ.

ადმინისტრაციული საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 22 ოქტომბერს, 15.00 საათზე განახლდება.

რაც შეეხება მეშვიდე დაკავებულ პირს, ლევან კვარაცხელიას, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კვარაცხელიასთვის აღკვეთის ღონისძიების განხილვა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა