1800 წლიდან მოყოლებული ინგლისელებს ყველაზე მეტად მკვლელობები აინტერესებდათ ლიტერატურაში და სწორედ იქ იქმნებოდა ამ ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებები. წარმოგიდგენთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან ბრიტანულ კრიმინალურ ნოველას.
სადღესასწაულო ღამე - დოროთი ელ სეიერსი (1935)
ოქროს ხანის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი დოროთი ელ სეიერსი გახლდათ, რომელიც მნიშვნელოვან სოციალურ კომენტარებს აკეთებდა თავისი ისტორიების საშუალებით. ”სადღესასწაულო ღამე” ფემინისტური ტრიუმფი და შესანიშნავი გასართობია.
ეტიუდი მეწამულ ფერში - არტურ კონან დოილი (1887)
პირველივე გვერდებზე მკითხველი ეცნობა შერლოკ ჰოლმსის მთავარ მახასიათებლებს: მის ანალიტიკურ პერსონაჟს, საქმისადმი თავდადებას და მის სამეცნიერო ტექნიკას. მკითხველი მას ხედავს ლაბორატორიაში, სადაც სისხლის იდენტიფიკაციისთვის ახალ ქიმიკატს იგონებს. შემდეგ დოქტორ უოთსონს იცნობს. 1900 წელს არტურ კონან დოილს მობეზრდა ჰოლმსი და მოკლა კიდეც, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნით, იძულებული გახდა მკვდრეთით აღედგინა პერსონაჟი.
შავი სახლი - ჩარლზ დიკენსი (1852)
”შავი სახლი” მისტიკურ მკვლელობაზე არაა, სიუჟეტში მკვლელობა ხდება, მაგრამ ის ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების გასაკრიტიკებლადაა მოთხრობილი. თუმცა ნოველა ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნამუშევარია.
როჯერ ეკროიდის მკვლელობა - აგატა კრისტი (1926)
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მკითხველისთვის ჰოლმსი და ისეთი პერსონაჟები, როგორიც ჯონ ჰენი იყო, ზედმეტად ძალადობრივი საკითხავი გახდა. პოპულარობა ამ დროს უფრო ქალი ავტორების ნაზმა დეტექტივებმა მოიპოვა. კრისტიმ ძალადობა და საშინელება სუფთა წყლის გასართობად აქცია და ამ ნოველით მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
ლედი ოდლის საიდუმლო - მერი ელიზაბეტ ბრედონი (1861)
ძალიან ჩამთრევი დეტექტივი მკითხველის თმას ყალყზე აყენებსო, ასე წერდნენ 1861 წელს ბრედონის წიგნზე. ის ”სენსაციური ნოველების” კატეგორიას განაკუთვნეს. ასე იმ ნოველებს უწოდებდნენ, რომელშიც ქალი პერსონაჟები სახიფათო, შეშლილი მკვლელები იყვნენ.
მომზადებულია huffingtonpost.com-ს მიხედვით.