მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმართვა ჟურნალისტებს მკვლელობების გაშუქების გამო" - რა საფრთხეს შეიცავს დანაშაულზე ხშირად ინფორმირება
"მიმართვა ჟურნალისტებს მკვლელობების გაშუქების გამო" - რა საფრთხეს შეიცავს დანაშაულზე ხშირად ინფორმირება

ჟურ­ნა­ლის­ტი მაია კვარ­ცხა­ვა ("ამე­რი­კის ხმა") სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მკვლე­ლო­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­ლე­გებს მი­მარ­თავს. მი­მარ­თვას რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

"მი­მარ­თვა ჟურ­ნა­ლის­ტებს მკვლე­ლო­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბის გამო. ებო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ასო­შა­ი­ტედ პრეს­მა" რჩე­ვე­ბის სია გა­მოს­ცა, თუ რო­გორ უნდა გა­შუქ­დეს მე­დი­ა­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ისე, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ზედ­მე­ტი პა­ნი­კა არ დავ­თე­სოთ.

ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო ქა­ლე­ბის მკვლე­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ "ვერ­ტე­რის სინ­დრომს" (უკავ­შირ­დე­ბა გო­ე­თეს რო­მანს "ახალ­გაზ­რდა ვერ­ტე­რის ვნე­ბა­ნი") და ინ­ფორ­მა­ცი­ას ისე­თი ზედ­მე­ტად სენ­სა­ცი­უ­რი დრა­მა­ტი­ზი­რე­ბით არ გა­დავ­ცემთ, რომ უნე­ბუ­რად მათი გან­მე­ო­რე­ბი­თი და მი­ბაძ­ვი­თი ალ­ბა­თო­ბაც გავ­ზარ­დოთ. სე­რი­ო­ზულ სა­ინ­ფორ­მა­ციო-ფსი­ქო­ლო­გი­ურ შე­ტე­ვას­თან გვაქვს საქ­მე და ეს მარ­თლა ძა­ლი­ან სა­ში­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს, თუ უკვე არ არის. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში დამ­ნა­შა­ვე­ო­ბის მსგავ­სი ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­ის შემ­თხვე­ვებს "ქო­ფი­ქეთ­საც" (copycat) უწო­დე­ბენ. "ქო­ფი­ქე­თის ეფექ­ტი" არის კრი­მი­ნა­ლის­ტი­კა­ში და ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის და თვით­მკვლე­ლო­ბის სენ­სა­ცი­უ­რი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბით შექ­მნი­ლი ტენ­დენ­ცია, რო­მე­ლიც მათ შემ­დგომ იმი­ტა­ცი­ა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ის პირ­ვე­ლად დე­ვიდ ფი­ლიპს­მა, ამე­რი­კელ­მა სო­ცი­ო­ლოგ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. 1947-1968 წლე­ბის მკვლე­ლო­ბა­თა სტა­ტის­ტი­კის შეს­წავ­ლის შემ­დეგ მან ნახა, რომ ყო­ვე­ლი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლოდ 58-ით მეტი ადა­მი­ა­ნი იკ­ლავ­და თავს, ვიდ­რე სხვა დროს. ალ­ბათ ბევ­რს სმე­ნია მერ­ლინ მონ­როს, ან სერ­გეი ესე­ნი­ნის თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მომ­ხდა­რი სუ­ი­ცი­დის მა­სობ­რი­ვი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ.

ღმერ­თმა ნუ ქნას და თუ კი­დევ მოხ­და ცო­ლის მოკ­ვლის ფაქ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­საძ­ლოა თითო აგუ­რი ამ უაღ­რე­სად კომ­პლექ­სურ პრობ­ლე­მა­ში და კოშ­მა­რულ და­ნა­შა­ულ­ში ჩვე­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­დე­ბუ­ლიც იყოს. ამი­ტომ უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ვიდ­რე სხვე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, ჩვენ წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეც დავ­ფიქ­რდეთ და ცოტა ფრთხი­ლად გა­ვა­შუ­ქოთ მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი. ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ჩაფ­ლუ­ლებს ხში­რად გვა­ვი­წყდე­ბა, რომ უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია და სი­ტყვის სა­ხით ხელ­ში შე­იძ­ლე­ბა და­ტე­ნი­ლი პის­ტო­ლე­ტი გვე­ჭი­როს.

მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის.

პა­ტი­ვის­ცე­მით, მაია ქვარ­ცხა­ვა", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

პოსტს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძეც ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ჟურ­ნა­ლის­ტებს, ისე რო­გორც სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს იშ­ვი­ა­თი ფუ­ფუ­ნე­ბის გარ­და, სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლით, თვი­თონ­ვე უწევთ, სა­სარ­გებ­ლო "რე­ცეპ­ტებს", ნორ­მა­ლურ ქვეყ­ნებ­ში დიდი ხნის წინ აპ­რო­ბი­რე­ბულს და დად­გე­ნილს, და­მოწ­მე­ბულს, არა­ვინ სთა­ვა­ზობს. ან კი ვინ შე­წუხ­დე­ბა რომ შეს­თა­ვა­ზოს, როცა თა­ვად სა­ხელ­მწი­ფო დი­დე­ბუ­ლე­ბი (უმე­ტე­სად ყო­ფი­ლე­ბი) თვი­თონ დარ­ბი­ან შეკ­ვე­თი­ლი სტა­ტი­ე­ბით და ქმნი­ან დე­მო­რა­ლი­ზე­ბულ გა­რე­მოს. ამ ფონ­ზე, ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კი­დევ კარ­გად ერ­კვე­ვი­ან მოვ­ლე­ნებ­ში და არ­ჩე­ვენ ცუდს კარ­გის­გან. რას ვი­ზამთ, ისევ თვი­თონ, ჩვენ თვი­თონ უნდა აღ­ვიქ­ვათ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც, ექი­მებ­მაც, მუ­შებ­მაც, პე­და­გო­გებ­მაც, ყვე­ლამ.. რომ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი მხო­ლოდ არაპრო­ფე­სი­ო­ნალს ეჩ­ვე­ნე­ბა რომ აწყობს, ეჩ­ვე­ნე­ბა ნიშ­ნავს, - ეშ­ლე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ვის არ შე­იძ­ლე­ბა აწყობ­დეს. ერთი და თა­ნაც არც ისე დიდი ოჯა­ხი ვართ სა­ქარ­თვე­ლო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი ერ­თნა­ი­რად გვე­ხე­ბა", - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"მიმართვა ჟურნალისტებს მკვლელობების გაშუქების გამო" - რა საფრთხეს შეიცავს დანაშაულზე ხშირად ინფორმირება

"მიმართვა ჟურნალისტებს მკვლელობების გაშუქების გამო" - რა საფრთხეს შეიცავს დანაშაულზე ხშირად ინფორმირება

ჟურნალისტი მაია კვარცხავა ("ამერიკის ხმა") სოციალურ ქსელში მკვლელობების გაშუქებასთან დაკავშირებით კოლეგებს მიმართავს. მიმართვას რეკომენდაციას უწევს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

"მიმართვა ჟურნალისტებს მკვლელობების გაშუქების გამო. ებოლასთან დაკავშირებით "ასოშაიტედ პრესმა" რჩევების სია გამოსცა, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მედიაში ვირუსის გავრცელება ისე, რომ მოსახლეობაში ზედმეტი პანიკა არ დავთესოთ.

ოჯახური ძალადობის გამო ქალების მკვლელობებთან დაკავშირებითაც კარგი იქნება თუ ჟურნალისტები გავითვალისწინებთ "ვერტერის სინდრომს" (უკავშირდება გოეთეს რომანს "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი") და ინფორმაციას ისეთი ზედმეტად სენსაციური დრამატიზირებით არ გადავცემთ, რომ უნებურად მათი განმეორებითი და მიბაძვითი ალბათობაც გავზარდოთ. სერიოზულ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ შეტევასთან გვაქვს საქმე და ეს მართლა ძალიან საშიში შეიძლება იყოს, თუ უკვე არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამნაშავეობის მსგავსი ჯაჭვური რეაქციის შემთხვევებს "ქოფიქეთსაც" (copycat) უწოდებენ. "ქოფიქეთის ეფექტი" არის კრიმინალისტიკაში და ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი ძალადობრივი მკვლელობის და თვითმკვლელობის სენსაციური პუბლიკაციებით შექმნილი ტენდენცია, რომელიც მათ შემდგომ იმიტაციაში გამოიხატება. ის პირველად დევიდ ფილიპსმა, ამერიკელმა სოციოლოგმა აღმოაჩინა. 1947-1968 წლების მკვლელობათა სტატისტიკის შესწავლის შემდეგ მან ნახა, რომ ყოველი გახმაურებული თვითმკვლელობის შემდეგ პირველი ორი თვის განმავლობაში საშუალოდ 58-ით მეტი ადამიანი იკლავდა თავს, ვიდრე სხვა დროს. ალბათ ბევრს სმენია მერლინ მონროს, ან სერგეი ესენინის თვითმკვლელობის შემდეგ მომხდარი სუიციდის მასობრივი შემთხვევების შესახებ.

ღმერთმა ნუ ქნას და თუ კიდევ მოხდა ცოლის მოკვლის ფაქტი საქართველოში, შესაძლოა თითო აგური ამ უაღრესად კომპლექსურ პრობლემაში და კოშმარულ დანაშაულში ჩვენი, ჟურნალისტების დადებულიც იყოს. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, ვიდრე სხვების მოვალეობებზე ვისაუბრებდეთ, ჩვენ წილ პასუხისმგებლობაზეც დავფიქრდეთ და ცოტა ფრთხილად გავაშუქოთ მსგავსი მოვლენები. ყოველდღიურობაში ჩაფლულებს ხშირად გვავიწყდება, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაკისრია და სიტყვის სახით ხელში შეიძლება დატენილი პისტოლეტი გვეჭიროს.

მადლობა ყურადღებისთვის.

პატივისცემით, მაია ქვარცხავა", - წერს ჟურნალისტი.

პოსტს ნათია ფანჯიკიძეც ეხმაურება.

"ჟურნალისტებს, ისე როგორც სხვა პროფესიის ადამიანების დიდ ნაწილს იშვიათი ფუფუნების გარდა, საკუთარი თავის განვითარება მხოლოდ საკუთარი ძალით, თვითონვე უწევთ, სასარგებლო "რეცეპტებს", ნორმალურ ქვეყნებში დიდი ხნის წინ აპრობირებულს და დადგენილს, დამოწმებულს, არავინ სთავაზობს. ან კი ვინ შეწუხდება რომ შესთავაზოს, როცა თავად სახელმწიფო დიდებულები (უმეტესად ყოფილები) თვითონ დარბიან შეკვეთილი სტატიებით და ქმნიან დემორალიზებულ გარემოს. ამ ფონზე, ჩვენი ჟურნალისტები კიდევ კარგად ერკვევიან მოვლენებში და არჩევენ ცუდს კარგისგან. რას ვიზამთ, ისევ თვითონ, ჩვენ თვითონ უნდა აღვიქვათ, ჟურნალისტებმაც, ექიმებმაც, მუშებმაც, პედაგოგებმაც, ყველამ.. რომ არაპროფესიონალიზმი მხოლოდ არაპროფესიონალს ეჩვენება რომ აწყობს, ეჩვენება ნიშნავს, - ეშლება. სინამდვილეში არავის არ შეიძლება აწყობდეს. ერთი და თანაც არც ისე დიდი ოჯახი ვართ საქართველო. საბოლოო ჯამში ყველას ყველაფერი ერთნაირად გვეხება", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს