პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წაბილწეს თუ არა სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი ყარათუბნელებმა
წაბილწეს თუ არა სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი ყარათუბნელებმა

ყა­რა­თუ­ბან­ში მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე სამი ახალ­გაზ­რდის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მამა, 74 წლის ტი­ხო­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, სო­ფე­ლი უკვე მე­ო­რედ და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, თა­ნა­სოფ­ლე­ლებს მე­უღ­ლის საფ­ლა­ვის დარ­ბე­ვა­სა და წა­ბილწვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ორი წლის წინ გარ­და­მეც­ვა­ლა მეღ­ლე და ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, საფ­ლა­ვის ქვა წა­აქ­ცი­ეს, კარი ჩა­მოგ­ლი­ჯეს და საფ­ლა­ვი წა­ბილ­წეს", - აცხა­დებს "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს­თან" ტი­ხო­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ყა­რა­თუბ­ნე­ლებ­მა მისი ნაკ­ვე­თე­ბიც და­არ­ბი­ეს, მო­სა­ვა­ლი და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კა კი გა­ა­ნად­გუ­რეს. "ღო­ბე­ე­ბი შე­მოხ­სნეს ნაკ­ვეთს, იქ აღარც სი­მინ­დი და­ტო­ვეს, აღარც ლო­ბიო და კვა­ხი. ყა­ნა­ში ოთა­ხი მქონ­და ჩად­გმუ­ლი, ია­რა­ღე­ბი და შე­სა­წამ­ლი აპა­რა­ტი იყო შიგ, ოთა­ხიც და­არ­ბი­ეს და და­ახ­ლო­ე­ბით 2.000 ლა­რის სა­ქო­ნე­ლიც გა­მი­ნად­გუ­რეს", - ამ­ბობს კუბ­ლაშ­ვი­ლი.

ტი­ხო­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფე­ლი მისი სახ­ლის გა­დაწ­ვა­საც აპი­რებს: "არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, სი­კე­თის მეტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი მი­კე­თე­ბია. ახ­ლაც მი­კავ­შირ­დე­ბი­ან სოფ­ლი­დან და თა­ნაგ­რძნო­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ. არაფ­რით არ ვა­მარ­თლებ ჩემი შვი­ლის საქ­ცი­ელს, მაგ­რამ 44 წლის კაცი, რომ წყო­ბი­ლე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს აშ­კა­რაა".

იხი­ლეთ ვრლად

სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

წაბილწეს თუ არა სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი ყარათუბნელებმა

წაბილწეს თუ არა სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი ყარათუბნელებმა

ყარათუბანში მარიამობის დღესასწაულზე სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის მამა, 74 წლის ტიხონე კუბლაშვილი, რომელსაც ტრაგედიის შემდეგ, სოფელი უკვე მეორედ დაატოვებინეს, თანასოფლელებს მეუღლის საფლავის დარბევასა და წაბილწვაში ადანაშაულებს.

"ორი წლის წინ გარდამეცვალა მეღლე და ეს ამბავი რომ მოხდა, საფლავის ქვა წააქციეს, კარი ჩამოგლიჯეს და საფლავი წაბილწეს", - აცხადებს "სამხრეთის კარიბჭესთან" ტიხონე კუბლაშვილი.

მისი თქმით, ყარათუბნელებმა მისი ნაკვეთებიც დაარბიეს, მოსავალი და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა კი გაანადგურეს. "ღობეები შემოხსნეს ნაკვეთს, იქ აღარც სიმინდი დატოვეს, აღარც ლობიო და კვახი. ყანაში ოთახი მქონდა ჩადგმული, იარაღები და შესაწამლი აპარატი იყო შიგ, ოთახიც დაარბიეს და დაახლოებით 2.000 ლარის საქონელიც გამინადგურეს", - ამბობს კუბლაშვილი.

ტიხონე კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელი მისი სახლის გადაწვასაც აპირებს: "არავისთვის არაფერი დამიშავებია, სიკეთის მეტი წლების განმავლობაში არაფერი მიკეთებია. ახლაც მიკავშირდებიან სოფლიდან და თანაგრძნობას გამოხატავენ. არაფრით არ ვამართლებ ჩემი შვილის საქციელს, მაგრამ 44 წლის კაცი, რომ წყობილებიდან გამოიყვანეს აშკარაა".

იხილეთ ვრლად

სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა