ფილმში მოქმედება 1988 წელს ხდება. სახლში, სადაც ოჯახი და ორი პატარა გოგონა ცხოვრობს. სახლში უჩვეულო და საშიში მოვლენები ხდება.
გოგონები სისხლიანი მერის სულის გამოძახებას ცდილობენ და ყველაფერს, რაც სულის გამოძახებას ახლავს, ვიდეოკამერით იღებენ.
ამგვარად ვითარდება მოვლენები საშინელებათა ფილმების მოყვარულთათვის საყვარელი ფილმის - "პარანორმალური მოვლენების" მესამე ნაწილში.
ფილმის ჩვენება კინოთეატრებში 20 ოქტომბრიდან დაიწყება.