Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს სოლოლაკი და ხარფუხი - თბილისის უბნების უცნობი დეტალები
რას ნიშნავს სოლოლაკი და ხარფუხი - თბილისის უბნების უცნობი დეტალები

ვაგ­რძე­ლებთ თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ი­დან ეპი­ზო­დე­ბის მო­თხრო­ბას... ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ველ უბანს მისი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი აქვს, ფაქ­ტია და მკი­თხვე­ლის­თვი­საც სწო­რედ ამის შეხ­სე­ნე­ბა გვინ­და.

გა­ბა­ან­თხე­ვი - ნა­წი­ლობ­რივ ამოვ­სე­ბუ­ლი ხე­ვია თბი­ლის­ში, ვე­რე­ზე, ლურჯ მო­ნას­ტერ­სა და ვე­რის ბაღს შო­რის. XVIII სა­უ­კუ­ნე­ში ვერე გა­ბაშ­ვი­ლე­ბის მა­მუ­ლი იყო და ხე­ვის სა­ხე­ლიც ამ გვარ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ლურ­ჯი მო­ნას­ტრის მიმ­დე­ბა­რე მი­წე­ბი რა­ფი­ელ და­ნი­ბე­გაშ­ვილს, ხოლო ხე­ვის გა­დაღ­მა ტე­რი­ტო­რია მღვდელ გამდლიშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. ახ­ლან­დე­ლი ვე­რის ბა­ღის დიდ ნა­წილ­ზე ერთ დროს სა­საფ­ლაო იყო. 1973 წელს ხე­ვის რთულ რე­ლი­ეფ­ზე ჭად­რა­კის სა­სახ­ლე (არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი, ღუ­დუ­შა­უ­რი) აშენ­და.

ლეღვთა­ხე­ვი - და­ბა­ხა­ნა, და­ბა­ღხა­ნა, ძვე­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთი ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წი­ლი ძვე­ლი ქა­ლა­ქის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე­ობ­და (ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის მი­და­მო­ებ­საც მო­ი­ცავ­და). სა­ხე­ლი ამ ად­გი­ლებ­ში ლეღ­ვის ხის სიმ­რავ­ლის გამო ეწო­და. წყა­რო­ებ­ში პირ­ვე­ლად 1429 წელს მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. ლეღვთა­ხე­ვი გა­მო­ყოფ­და თბი­ლი­სის უძ­ვე­ლეს უბანს, კა­ლას სა­კუთ­რივ ქა­ლა­ქის­გან (ახ­ლან­დე­ლი აბა­ნო­ე­ბის უბა­ნი). გვი­ან­დე­ლი ფე­ო­და­ლუ­რი ხა­ნის წყა­რო­ებ­ში გვხვდე­ბა აგ­რეთ­ვე ლეღვთა­ხე­ვის სხვა სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი: წავ­კი­სის­ხე­ვი, სა­ლა­ლა­კის­ხე­ვი (მდი­ნა­რე წავ­კის­წყლის ანუ სა­ლა­ლა­კის­წყლის სა­ხე­ლის მი­ხედ­ვით) და და­ბა­ხა­ნა (ლეღვთა­ხევ­ში გა­მომ­დი­ნა­რე გო­გირ­დის წყალ­ში მე­ტყა­ვე-და­ბა­ღე­ბი ტყავს ამუ­შა­ვებ­დნენ, აქე­და­ნაა - სა­ხელ­წო­დე­ბაც და­ბა­ხა­ნა). XIX სა­უ­კუ­ნე­ში ლეღვთა­ხევ­ში ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი გა­შენ­და. 2012 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და ლეღვთა­ხე­ვის რე­კონ­სტრუქ­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

სო­ლო­ლა­კი (იგი­ვე სა­ლა­ლა­კი) - თბი­ლი­სის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი უბა­ნია სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ გა­ნა­პი­რა მხა­რეს (მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე). ის­ტო­რი­უ­ლად ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მთის კალ­თის გა­რე­უბ­ნის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იყო. უჭი­რავს სო­ლო­ლა­კის ქე­დის და­სავ­ლეთ და მთაწ­მინ­დის ქე­დის სამ­ხრე­თის კალ­თებს შო­რის მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, ახ­ლან­დე­ლი კო­ჯრის, ლ. ასა­თი­ა­ნის, ამაღ­ლე­ბის, ჭონ­ქა­ძი­სა და გ. ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩე­ბის მი­და­მო­ე­ბი.

არა­ბე­ბის ბა­ტო­ნო­ბის ხა­ნა­ში "ცი­ხის ბა­ღის" მო­სარ­წყა­ვად არხი (არა­ბუ­ლად "სულუ-ლაჰ") აღად­გი­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სუ­ლუ­ლაჰ ეწო­და მთის კალ­თას, რო­მელ­ზეც ეს უბა­ნია გა­შე­ნე­ბუ­ლი, ხოლო XIX სა­უ­კუ­ნი­დან კი თა­ვად უბანს ასე და­ერ­ქვა. ტო­პო­ნი­მი - "სო­ლო­ლა­კი" XIX სა­უ­კუ­ნე­ში გაჩ­ნდა. ამ ად­გი­ლის ად­რინ­დე­ლი სა­ხე­ლი "ავა­ნა­ან­თხე­ვი" იყო. აქ იყო ქარ­თველ წარ­ჩი­ნე­ბულ­თა ბა­ღე­ბი. სო­ლო­ლა­კის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა XIX სა­უ­კუ­ნის I ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყო. 1847-1851 წლებ­ში გა­და­ი­ხუ­რა სო­ლო­ლა­კის ხე­ვის ერთი მო­ნაკ­ვე­თი. აქვე აიგო ქარ­ვას­ლა (ამ შე­ნო­ბა­ში იყო თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი სა­ო­პე­რო თე­ატ­რი, 1847 წელს შე­ნო­ბა და­იწ­ვა).

ხარ­ფუ­ხი - თა­ბო­რის მთის აღ­მო­სავ­ლეთ კალ­თა­ზე, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე ერთ-ერთი ძვე­ლი უბა­ნია. XIX სა­უ­კუ­ნემ­დე უბანს სე­ი­და­ბა­დი ეწო­დე­ბო­და.

XII სა­უ­კუ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო და მისი დე­და­ქა­ლა­ქი და­მან­გრე­ველ შე­მო­სე­ვებს გა­ნიც­დი­და, რის გა­მოც ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რია შემ­ცირ­და. ამი­ტომ შე­თხე­ლე­ბუ­ლა ქა­ლა­ქის ძვე­ლი შე­მად­გე­ნე­ლი უბა­ნი და XVII სა­უ­კუ­ნი­დან იგი უკვე თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბა­ნია "სე­ი­და­ბა­დად" წო­დე­ბუ­ლი. მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შაჰ-აბას I-ის მემ­კვიდ­რეს, შაჰ-სე­ფის ჩა­უ­სახ­ლე­ბია მაჰ­მა­დი­ან­თა ტომი - სე­ი­დე­ბი. ამი­ტომ უბან­მა თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­კარ­გა და სე­ი­დე­ბის უბა­ნი - სე­ი­და­ბა­დი და­ერ­ქვა.

უბ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე და­სა­ხე­ლე­ბა -ხარ­ფუ­ხი - სომ­ხუ­რია და ად­გილ­მა სა­ხე­ლი მი­ი­ღო თა­ბო­რის მთის ძირ­ში, გორ­ხა­ნის ახ­ლოს (თათ­რე­ბის სა­საფ­ლაო) მდგა­რი სა­კულ­ტო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მქო­ნე ქვის გამო, რო­მელ­ზეც ხატი იყო მის­ვე­ნე­ბუ­ლი. ხარ­ფუ­ხი სომ­ხურ ენა­ზე ხვე­ლას, სურ­დოს, გა­ცი­ვე­ბას ნიშ­ნავს. თბი­ლი­სელ მარ­თლმა­დი­დებ­ლებს იმ ქვას­თან გან­სა­კურ­ნებ­ლად, სურ­დო­შეყ­რი­ლი და ყი­ვა­ნახ­ვე­ლი­ა­ნი ბავ­შვე­ბი მიჰ­ყავ­დათ. შე­სა­წი­რად ქსო­ვი­ლის­გან შე­კე­რი­ლი თო­ჯი­ნა მიჰ­ქონ­დათ, რო­მელ­საც მხარ­ზე პა­ტა­რა ხურ­ჯი­ნი ჰქონ­და გა­და­კი­დე­ბუ­ლი. ხურ­ჯინ­ში შაქ­რის ნა­ტე­ხე­ბი ელა­გა. ამ გა­სამ­რჯე­ლო­თი წმინ­და ხა­ტის გუ­ლის მო­გე­ბას ცდი­ლობ­დნენ...

ლალი ფა­ცია

მომ­ზა­დე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას ნიშნავს სოლოლაკი და ხარფუხი - თბილისის უბნების უცნობი დეტალები

რას ნიშნავს სოლოლაკი და ხარფუხი - თბილისის უბნების უცნობი დეტალები

ვაგრძელებთ თბილისის ისტორიიდან ეპიზოდების მოთხრობას... ჩვენი დედაქალაქის ყოველ უბანს მისი განვითარების შესახებ რომ ძალიან საინტერესო ამბავი აქვს, ფაქტია და მკითხველისთვისაც სწორედ ამის შეხსენება გვინდა.

გაბაანთხევი - ნაწილობრივ ამოვსებული ხევია თბილისში, ვერეზე, ლურჯ მონასტერსა და ვერის ბაღს შორის. XVIII საუკუნეში ვერე გაბაშვილების მამული იყო და ხევის სახელიც ამ გვართანაა დაკავშირებული, თუმცა ლურჯი მონასტრის მიმდებარე მიწები რაფიელ დანიბეგაშვილს, ხოლო ხევის გადაღმა ტერიტორია მღვდელ გამდლიშვილს ეკუთვნოდა. ახლანდელი ვერის ბაღის დიდ ნაწილზე ერთ დროს სასაფლაო იყო. 1973 წელს ხევის რთულ რელიეფზე ჭადრაკის სასახლე (არქიტექტორები ალექსი-მესხიშვილი, ღუდუშაური) აშენდა.

ლეღვთახევი - დაბახანა, დაბაღხანა, ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული ნაწილი ძველი ქალაქის სამხრეთით მდებარეობდა (ბოტანიკური ბაღის მიდამოებსაც მოიცავდა). სახელი ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო ეწოდა. წყაროებში პირველად 1429 წელს მოიხსენიება. ლეღვთახევი გამოყოფდა თბილისის უძველეს უბანს, კალას საკუთრივ ქალაქისგან (ახლანდელი აბანოების უბანი). გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდება აგრეთვე ლეღვთახევის სხვა სახელწოდებები: წავკისისხევი, სალალაკისხევი (მდინარე წავკისწყლის ანუ სალალაკისწყლის სახელის მიხედვით) და დაბახანა (ლეღვთახევში გამომდინარე გოგირდის წყალში მეტყავე-დაბაღები ტყავს ამუშავებდნენ, აქედანაა - სახელწოდებაც დაბახანა). XIX საუკუნეში ლეღვთახევში ბოტანიკური ბაღი გაშენდა. 2012 წელს განხორციელდა ლეღვთახევის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

სოლოლაკი (იგივე სალალაკი) - თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს  (მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე). ისტორიულად ამავე სახელწოდების მთის კალთის გარეუბნის შემადგენელი ნაწილი იყო. უჭირავს სოლოლაკის ქედის დასავლეთ და მთაწმინდის ქედის სამხრეთის კალთებს შორის მდებარე ტერიტორია, ახლანდელი კოჯრის, ლ. ასათიანის, ამაღლების, ჭონქაძისა და გ. ლეონიძის ქუჩების მიდამოები.

არაბების ბატონობის ხანაში "ციხის ბაღის" მოსარწყავად არხი (არაბულად "სულუ-ლაჰ") აღადგინეს. მოგვიანებით სულულაჰ ეწოდა მთის კალთას, რომელზეც ეს უბანია გაშენებული, ხოლო XIX საუკუნიდან კი თავად უბანს ასე დაერქვა. ტოპონიმი - "სოლოლაკი" XIX საუკუნეში გაჩნდა. ამ ადგილის ადრინდელი სახელი "ავანაანთხევი" იყო. აქ იყო ქართველ წარჩინებულთა ბაღები. სოლოლაკის განაშენიანება XIX საუკუნის I ნახევარში დაიწყო. 1847-1851 წლებში გადაიხურა სოლოლაკის ხევის ერთი მონაკვეთი. აქვე აიგო ქარვასლა (ამ შენობაში იყო თბილისის პირველი საოპერო თეატრი, 1847 წელს შენობა დაიწვა).

ხარფუხი - თაბორის მთის აღმოსავლეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთ-ერთი ძველი უბანია. XIX საუკუნემდე უბანს სეიდაბადი ეწოდებოდა.

XII საუკუნიდან საქართველო და მისი დედაქალაქი დამანგრეველ შემოსევებს განიცდიდა, რის გამოც ქალაქის ტერიტორია შემცირდა. ამიტომ შეთხელებულა ქალაქის ძველი შემადგენელი უბანი და XVII საუკუნიდან იგი უკვე თბილისის გარეუბანია "სეიდაბადად" წოდებული. მის ტერიტორიაზე შაჰ-აბას I-ის მემკვიდრეს, შაჰ-სეფის ჩაუსახლებია მაჰმადიანთა ტომი - სეიდები. ამიტომ უბანმა თავისი სახელი დაკარგა და სეიდების უბანი - სეიდაბადი დაერქვა.

უბნის თანამედროვე დასახელება - ხარფუხი - სომხურია და ადგილმა სახელი მიიღო თაბორის მთის ძირში, გორხანის ახლოს (თათრების სასაფლაო) მდგარი საკულტო დანიშნულების მქონე ქვის გამო, რომელზეც ხატი იყო მისვენებული. ხარფუხი სომხურ ენაზე ხველას, სურდოს, გაცივებას ნიშნავს. თბილისელ მართლმადიდებლებს იმ ქვასთან განსაკურნებლად, სურდოშეყრილი და ყივანახველიანი ბავშვები მიჰყავდათ. შესაწირად ქსოვილისგან შეკერილი თოჯინა მიჰქონდათ, რომელსაც მხარზე პატარა ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული. ხურჯინში შაქრის ნატეხები ელაგა. ამ გასამრჯელოთი წმინდა ხატის გულის მოგებას ცდილობდნენ...

ლალი ფაცია

მომზადებულია სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ღამენათევი აქციის მონაწილეები, კარვები და ქვიშის ტომრების ბარიკადები - ფოტოები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან

შსს: პარლამენტთან აქციაზე დაახლოებით 5 500-მდე მოქალაქე იმყოფებოდა

ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა