ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება ესპანეთში, რომლებსაც 50 ძარცვა აქვთ ჩადენილი

ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება ესპანეთში, რომლებსაც 50 ძარცვა აქვთ ჩადენილი

ესპანეთის პოლიციამ ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ მადრიდული ონლაინ გამოცემა El Iceberg ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ოპერაცია "ქართულის" ფარგლებში, რომელშიც ნაციონალური პოლიცია და სამოქალაქო გვარდია მონაწილეობდნენ, 28 ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დანაშაულებრივ დაჯგუფებას 50 ძარცვა აქვს ჩადენილი. დაჯგუფებას მადრიდში, კატალონიასა და კასტილია-ლა-მანჩში აქვს ჩადენილი დანაშაულებები.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები 22-დან 50 წლამდე არიან, ყველა მათგანი მადრიდში ცხოვრობდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ