საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არანაირი დოკუმენტი არ არსებობს იმაზე, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო იყო"
"არანაირი დოკუმენტი არ არსებობს იმაზე, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო იყო"

საყ­დრი­სის ოქ­როს სა­ბა­დოს­თვის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სის მოხ­სნის სა­კი­თხი დღემ­დე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ხილ­ვის საგ­ნად რჩე­ბა. ერ­თნი ფიქ­რო­ბენ, რომ სა­ბა­დოს სტა­ტუ­სი უკა­ნო­ნოდ მო­უხ­სნეს, მე­ო­რე­ნი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ბა­დოს­თვის ძეგლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას არა­ნა­ი­რი იუ­რი­დი­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­და. მით­ქმა-მოთ­ქმას ყო­ველ­თვის სიღ­რმე­ებ­ში ჩა­ხედ­ვა სჯობს, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ დე­ტა­ლუ­რად შეგ­ვეს­წავ­ლა თუ რო­დის, რო­გორ და რის სა­ფუძ­ვლზე მოხ­და საყ­დრი­სის­თვის კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა.

თეა ონი­ა­ნი, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი: "საყ­დრი­სის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ობი­ექტს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი 2006 წლის 30 მარტს, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ე­ნი­ჭა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრძა­ნე­ბა ცნო­ბი­ლია, რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს სსრ 1977 წლის კა­ნო­ნის "ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის დაც­ვი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ" მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში ის­ტო­რი­ის და კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის­თვის კულ­ტუ­რის უძ­რა­ვი ძეგლის სტა­ტუ­სი­სი მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე". შე­სა­ბა­მი­სად, ამ ბრძა­ნე­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი აღუდ­გა იმ ობი­ექ­ტებს, რო­მელ­საც 1977 წლის კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის ძეგლის სტა­ტუ­სი. ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ 1999 წელს ამოქ­მედ­და ახა­ლი კა­ნო­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ (2006 წელს ჯერ კი­დევ 1999 წელს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი მოქ­მე­დებ­და), რო­მელ­მაც ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და საბ­ჭო­თა პე­რი­ო­ში მოქ­მე­დი, 1977 წელს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის დაც­ვი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სად, მოხ­და ისე, რომ როცა ამოქ­მედ­და 1999 წლის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მო­ცხად­და ყვე­ლა ის აქტი, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი იყო საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მოქ­მე­დი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. ანუ, რად­გან საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მოქ­მე­დი კა­ნო­ნი ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მო­ცხად­და, ფაქ­ტობ­რი­ვად მოხ­და ისე, რომ 1999 წლი­დან 2006 წლამ­დე, არც ერთ ობი­ექტს, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ჰქონ­და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი, ამ სტა­ტუ­სის აღ­დგე­ნა აღარ მოხ­და. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ შეკ­რი­ბა საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი: ეს იყო მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი, თბი­ლი­სის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ­თა საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ბა­თუ­მი­სა სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ობი­ექ­ტებს ძეგლის სტა­ტუ­სი ჰქონ­დათ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, გა­ა­ერ­თი­ა­ნა ერთ მთლი­ან ნუს­ხა­ში და ფაქ­ტობ­რი­ვად კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, სტა­ტუ­სი აღუდ­გათ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სტა­ტუს­მი­ნი­ჭე­ბულ ობი­ექ­ტებს. რა­ტომ­ღაც, ამ ბრძა­ნე­ბა­ში ასე­ვე შე­ი­ტა­ნეს საყ­დრი­სის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ობი­ექ­ტი - საყ­დრი­სი უძ­ვე­ლე­სი ოქ­როს მა­ღა­რო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საყ­დრი­სი უძ­ვე­ლე­სი ოქ­როს მა­ღა­როს კვლე­ვე­ბი და მისი ოქ­როს მა­ღა­როდ გა­მო­ცხა­დე­ბა მოხ­და მხო­ლოდ 2004 წელს და­წყე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, 1977 წლის კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მას ვე­რა­ნა­ი­ად ვერ ექ­ნე­ბო­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ძეგლის სტა­ტუ­სი, რად­გან მხო­ლოდ 2004 წლი­დან და­ი­წყო მისი კვლე­ვა. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ლო­გი­კუ­რად და სა­მარ­თლებ­რი­ვად ეს ობი­ექ­ტი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამ ბრძა­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოქ­ცე­უ­ლი.

- თუ არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და ამის­თვის, მა­შინ რა­ტომ მოხ­და საყ­დრი­სი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის ნუს­ხა­ში?

- ამ მი­ზე­ზის დად­გე­ნა მა­შინ თა­ვად სა­მი­ნის­ტრო­მაც ვერ შეძ­ლო. რო­გორ ჩანს, თა­ვად არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს შე­მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია და მო­ი­თხო­ვა საყ­დრი­სის­თვის ძეგლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­მი­ნის­ტრო­ში იმ პე­რი­ოდ­ში ვერ იქნა მო­ძი­ე­ბუ­ლი ვერც ერთი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებ­და, რომ ამ ობი­ექ­ტის­თვის ძეგლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე რამე მსჯე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა. 1999 წლის კა­ნო­ნი კი, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის მოქ­მე­დებ­და, ცალ­სა­ხად გან­მარ­ტავ­და, რომ ობი­ექ­ტის­თვის კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა უნდა მომ­ხმად­რი­ყო მხო­ლოდ საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. შემ­დეგ, როცა სა­მი­ნის­ტრომ საყ­დრი­სის­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი გა­მო­იკ­ვლია, ვერ იქნა მო­ძი­ე­ბუ­ლი საბ­ჭოს სხდო­მის ერთი ოქ­მიც კი, სა­დაც ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ ვინ­მემ კონ­კრე­ტუ­ლად იმ­სჯე­ლა საყ­დრი­სის ობი­ექ­ტის­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამის მი­უ­ხე­და­ვად, საყ­დრი­სი რა­ტომ­ღაც მოხ­და იმ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, რო­მელ­შიც არ უნდა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო.

- ცალ­სა­ხად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ საყ­დრი­სის­თვის ძეგლის მი­ნი­ჭე­ბის სტა­ტუს­ზე არა­ნა­ი­რი საბ­ჭო, კო­მი­სია არ შექ­მნი­ლა, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებ­და?

- კონ­კრე­ტუ­ლად, საყ­დრი­სის ობი­ექ­ტის­თვის ძეგლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხზე არა­ვის უმსჯე­ლია და ასე­თი დო­კუ­მენ­ტა­ცია მო­ძი­ე­ბუ­ლი ვერ იქნა. მაგ­რამ აქ მთა­ვა­რი ის არის, რომ თა­ვად ეს ობი­ექ­ტი მოხ­და იმ ნუს­ხა­ში, რო­მელ­შიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეს იყო საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში გა­ძეგ­ლე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ნუს­ხა. 2006 წლის ბრძა­ნე­ბის ში­ნა­არ­სი ამ­ბობს, რომ მოქ­მე­დე­ბა უნდა აღუდ­გეთ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბულ, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ცე­მულ ყვე­ლა ნორ­მა­ტი­ულ აქტს, რო­მე­ლიც ობი­ექ­ტებს ანი­ჭებ­და ძეგლის სტა­ტუსს და ვერც 1982, ვერც 1987 წლის და ვერც 1999 წლის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში საყ­დრი­სი ობი­ექ­ტი ვერ იქ­ნე­ბო­და შე­ტა­ნი­ლი, რად­გან მისი კვლე­ვე­ბი მხო­ლოდ 2004 წლი­დან და­ი­წყო. არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი იმის შე­სა­ხებ, რომ ეს იყო უძ­ვე­ლე­სი ოქ­როს მა­ღა­რო არ არ­სე­ბობს. ქარ­თულ-გერ­მა­ნულ­მა ექ­სპე­დი­ა­ცი­ამ საყ­დრის­ში რე­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა 2004 წლი­დან და­ი­წყო და 2006 წლის­თვის მათ ფაქ­ტობ­რი­ვად ჰქონ­დათ კვლე­ვის პირ­ვე­ლად მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის თნახ­მა­დაც ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო უძ­ვე­ლე­სი ოქ­როს მა­ღა­რო. მან­მა­დე კი არ­სე­ბობ­და მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი გე­ო­ლო­გე­ბის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ამ ად­გი­ლას შე­საძ­ლოა არ­სე­ბობ­დეს უძ­ვე­ლე­სი ოქ­როს მა­ღა­რო, მაგ­რამ ძეგლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე ნათ­ქვა­მი არ­სად არა­ფე­რი იყო".

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"არანაირი დოკუმენტი არ არსებობს იმაზე, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო იყო"

"არანაირი დოკუმენტი არ არსებობს იმაზე, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო იყო"

საყდრისის ოქროს საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხი დღემდე საზოგადოებრივი განხილვის საგნად რჩება. ერთნი ფიქრობენ, რომ საბადოს სტატუსი უკანონოდ მოუხსნეს, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ საბადოსთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას არანაირი იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა. მითქმა-მოთქმას ყოველთვის სიღრმეებში ჩახედვა სჯობს, ამიტომ გადავწყვიტეთ დეტალურად შეგვესწავლა თუ როდის, როგორ და რის საფუძვლზე მოხდა საყდრისისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება.

თეა ონიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი: "საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წლის 30 მარტს, კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიენიჭა. აღნიშნული ბრძანება ცნობილია, როგორც "საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის "ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ" მოქმედების პერიოდში ისტორიის და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსისი მინიჭების თაობაზე". შესაბამისად, ამ ბრძანებით ფაქტობრივად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგა იმ ობიექტებს, რომელსაც 1977 წლის კანონის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდათ ისტორიისა და კულტურის ძეგლის სტატუსი. ეს განპირობებული იყო იმით, რომ 1999 წელს ამოქმედდა ახალი კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ (2006 წელს ჯერ კიდევ 1999 წელს მიღებული კანონი მოქმედებდა), რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა საბჭოთა პერიოში მოქმედი, 1977 წელს მიღებული კანონი ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ. შესაბამისად, მოხდა ისე, რომ როცა ამოქმედდა 1999 წლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი, ძალადაკარგულად გამოცხადდა ყველა ის აქტი, რომელიც მიღებული იყო საბჭოთა პერიოდში მოქმედი კანონის საფუძველზე. ანუ, რადგან საბჭოთა პერიოდში მოქმედი კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა, ფაქტობრივად მოხდა ისე, რომ 1999 წლიდან 2006 წლამდე, არც ერთ ობიექტს, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამართლებრივი სტატუსი, ამ სტატუსის აღდგენა აღარ მოხდა. გამომდინარე აქედან, კულტურის სამინისტრომ შეკრიბა საბჭოთა პერიოდში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი: ეს იყო მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს გადაწყვეტილებები, ბათუმისა საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებები, რომლითაც საქართველოში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს ძეგლის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული, გააერთიანა ერთ მთლიან ნუსხაში და ფაქტობრივად კულტურის მინისტრის ბრძანებით, სტატუსი აღუდგათ საბჭოთა პერიოდში სტატუსმინიჭებულ ობიექტებს. რატომღაც, ამ ბრძანებაში ასევე შეიტანეს საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი - საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო. აღსანიშნავია, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღაროს კვლევები და მისი ოქროს მაღაროდ გამოცხადება მოხდა მხოლოდ 2004 წელს დაწყებული კვლევების საფუძველზე. შესაბამისად, საბჭოთა პერიოდში, 1977 წლის კანონის საფუძველზე მას ვერანაიად ვერ ექნებოდა მინიჭებული ძეგლის სტატუსი, რადგან მხოლოდ 2004 წლიდან დაიწყო მისი კვლევა. გამომდინარე აქედან, ლოგიკურად და სამართლებრივად ეს ობიექტი არ უნდა ყოფილიყო ამ ბრძანების ჩამონათვალში მოქცეული.

- თუ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა ამისთვის, მაშინ რატომ მოხდა საყდრისი კულტურული ძეგლების ნუსხაში?

- ამ მიზეზის დადგენა მაშინ თავად სამინისტრომაც ვერ შეძლო. როგორ ჩანს, თავად არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს შემოტანილი ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია და მოითხოვა საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება. სამწუხაროდ, სამინისტროში იმ პერიოდში ვერ იქნა მოძიებული ვერც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე რამე მსჯელობა გაიმართა. 1999 წლის კანონი კი, რომელიც იმ დროისთვის მოქმედებდა, ცალსახად განმარტავდა, რომ ობიექტისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება უნდა მომხმადრიყო მხოლოდ საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შემდეგ, როცა სამინისტრომ საყდრისისთვის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძვლები გამოიკვლია, ვერ იქნა მოძიებული საბჭოს სხდომის ერთი ოქმიც კი, სადაც ასახული იქნებოდა, რომ ვინმემ კონკრეტულად იმსჯელა საყდრისის ობიექტისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამის მიუხედავად, საყდრისი რატომღაც მოხდა იმ ჩამონათვალში, რომელშიც არ უნდა მოხვედრილიყო.

- ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საყდრისისთვის ძეგლის მინიჭების სტატუსზე არანაირი საბჭო, კომისია არ შექმნილა, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებდა?

- კონკრეტულად, საყდრისის ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხზე არავის უმსჯელია და ასეთი დოკუმენტაცია მოძიებული ვერ იქნა. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ თავად ეს ობიექტი მოხდა იმ ნუსხაში, რომელშიც არ უნდა ყოფილიყო ეს იყო საბჭოთა პერიოდში გაძეგლებული ობიექტების ნუსხა. 2006 წლის ბრძანების შინაარსი ამბობს, რომ მოქმედება უნდა აღუდგეთ საბჭოთა პერიოდში არსებულ, კანონის შესაბამისად გამოცემულ ყველა ნორმატიულ აქტს, რომელიც ობიექტებს ანიჭებდა ძეგლის სტატუსს და ვერც 1982, ვერც 1987 წლის და ვერც 1999 წლის დადგენილებაში საყდრისი ობიექტი ვერ იქნებოდა შეტანილი, რადგან მისი კვლევები მხოლოდ 2004 წლიდან დაიწყო. არანაირი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ეს იყო უძველესი ოქროს მაღარო არ არსებობს. ქართულ-გერმანულმა ექსპედიაციამ საყდრისში რეალურად მუშაობა 2004 წლიდან დაიწყო და 2006 წლისთვის მათ ფაქტობრივად ჰქონდათ კვლევის პირველად მონაცემები, რომლის თნახმადაც ეს უნდა ყოფილიყო უძველესი ოქროს მაღარო. მანმადე კი არსებობდა მხოლოდ ცალკეული გეოლოგების მიერ გამოთქმული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ამ ადგილას შესაძლოა არსებობდეს უძველესი ოქროს მაღარო, მაგრამ ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე ნათქვამი არსად არაფერი იყო".

ემა ტუხიაშვილი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი