პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო შტაბები შეიქმნა
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო შტაბები შეიქმნა

სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს კო­ორ­დი­ნა­ცი­ით სა­გან­გე­ბო შტა­ბე­ბი შე­იქ­მნა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა­ში. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გუ­შინ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში ძლი­ე­რი ქარი და წვი­მა და­ფიქ­სირ­და, რა­საც შე­დე­გად სხვა­დას­ხვა სა­ხის ზი­ა­ნი მოჰ­ყვა. სა­გან­გე­ბო შტა­ბებ­ში წარ­მოდ­გე­ნილ­ნი არი­ან ცენ­ტრა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი. ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­მენ­ტის­თვის სი­ტუ­ა­ცია სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კონ­ტროლს. სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რალ­და იმე­რე­თის, სა­მეგ­რე­ლოს, გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნე­ბი. რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში და­იტ­ბო­რა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი და სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი, ად­გი­ლი ჰქონ­და მცი­რე ზო­მის მე­წყრულ მოვ­ლე­ნებს, ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად და­ზი­ან­და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ბო­ძე­ბი.

"ყვე­ლა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ზე მოხ­და მყი­სი­ე­რი და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა. სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ შსს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა სრუ­ლად აღ­დგე­ნი­ლია. აღ­დგა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მი­მოს­ვლა ყვე­ლა ცენ­ტრა­ლურ საგ­ზაო მა­გის­ტრალ­ზე და მუ­ნი­ცი­პა­ლურ სამ­სა­ხუ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, მუ­შა­ო­ბა გა­აგ­რძე­ლონ ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, დღე­ი­დან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ეტა­პობ­რი­ვად გა­მო­ი­და­რებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო შტაბები შეიქმნა

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო შტაბები შეიქმნა

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით საგანგებო შტაბები შეიქმნა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გუშინ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარი და წვიმა დაფიქსირდა, რასაც შედეგად სხვადასხვა სახის ზიანი მოჰყვა. საგანგებო შტაბებში წარმოდგენილნი არიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.  ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული მომენტისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. სტიქიის შედეგად დაზარალდა იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონები. რამდენიმე რაიონში დაიტბორა საავტომობილო გზები და საკარმიდამო ნაკვეთები, ადგილი ჰქონდა მცირე ზომის მეწყრულ მოვლენებს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები.

"ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე მოხდა მყისიერი და კოორდინირებული რეაგირება. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. აღდგა საავტომობილო მიმოსვლა ყველა ცენტრალურ საგზაო მაგისტრალზე და მუნიციპალურ სამსახურებს შესაძლებლობა აქვთ, მუშაობა გააგრძელონ ჩვეულ რეჟიმში", - ნათქვამია განცხადებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გამოიდარებს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა