Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიზიკურად შევეცდებით, რომ შევიდეთ შს სამინისტროს შენობაში და თუ დაგვაკავებენ, დაგვაკავონ - გოგა ონიანი
ფიზიკურად შევეცდებით, რომ შევიდეთ შს სამინისტროს შენობაში და თუ დაგვაკავებენ, დაგვაკავონ - გოგა ონიანი

ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­თან ერ­თად ფი­ზი­კუ­რად შე­ვეც­დე­ბით, რომ შე­ვი­დეთ შს სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში და თუ დაგ­ვა­კა­ვე­ბენ, დაგ­ვა­კა­ვონ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ად­ვო­კატ­მა გოგა ონი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც ახლა შს სა­მი­ნის­ტროს­თან იმ­ყო­ფე­ბა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სახ­ლის წინ აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან შეხ­ვედ­რას ითხოვს.

"ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბას არ­ღვე­ვენ და და­კა­ვე­ბუ­ლებს არ ეძ­ლე­ვათ ად­ვო­კა­ტებ­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით სა­ხალ­ხო დამ­ცველს, ასე­ვე ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ას და ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ზაზა ხა­ტი­აშ­ვილს. ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­მა აღგ­ვით­ქვა, რომ მოვა აქ. ჩვენ ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­თან ერ­თად შე­ვეც­დე­ბით, რომ შე­ვი­დეთ ფი­ზი­კუ­რად და თუ დაგ­ვა­კა­ვე­ბენ, დაგ­ვა­კა­ვონ", - აღ­ნიშ­ნა გოგა ონი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი რამ, რო­დე­საც და­კა­ვე­ბუ­ლებს ად­ვო­კატ­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, შე­იძ­ლე­ბა ხდე­ბო­დეს მხო­ლოდ პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში და სხვა არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში.

ამ წუ­თებ­ში შს სა­მი­ნის­ტროს­თან ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს ელო­დე­ბი­ან.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა: აქ­ცია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სახ­ლთან

პრე­მი­ე­რის სახ­ლთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და - ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლე­ბი

ად­ვო­კა­ტე­ბი პრე­მი­ე­რის სახ­ლთან და­კა­ვე­ბუ­ლებ­თა შე­სახ­ვედ­რად შსს-ს შე­ნო­ბა­ში შე­უშ­ვეს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ

ფიზიკურად შევეცდებით, რომ შევიდეთ შს სამინისტროს შენობაში და თუ დაგვაკავებენ, დაგვაკავონ - გოგა ონიანი

ფიზიკურად შევეცდებით, რომ შევიდეთ შს სამინისტროს შენობაში და თუ დაგვაკავებენ, დაგვაკავონ - გოგა ონიანი

ზაზა ხატიაშვილთან ერთად ფიზიკურად შევეცდებით, რომ შევიდეთ შს სამინისტროს შენობაში და თუ დაგვაკავებენ, დაგვაკავონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გოგა ონიანმა განუცხადა, რომელიც ახლა შს სამინისტროსთან იმყოფება და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლის წინ აქციაზე დაკავებულებთან შეხვედრას ითხოვს.

"ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას არღვევენ და დაკავებულებს არ ეძლევათ ადვოკატებთან შეხვედრის საშუალება. ჩვენ დავუკავშირდით სახალხო დამცველს, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს. ზაზა ხატიაშვილმა აღგვითქვა, რომ მოვა აქ. ჩვენ ზაზა ხატიაშვილთან ერთად შევეცდებით, რომ შევიდეთ ფიზიკურად და თუ დაგვაკავებენ, დაგვაკავონ", - აღნიშნა გოგა ონიანმა.

მისივე თქმით, მსგავსი რამ, როდესაც დაკავებულებს ადვოკატთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ, შეიძლება ხდებოდეს მხოლოდ პუტინის რუსეთში და სხვა არადემოკრატიულ სახელმწიფოებში.

ამ წუთებში შს სამინისტროსთან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ელოდებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა: აქცია ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან

პრემიერის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ინციდენტის დეტალები

ადვოკატები პრემიერის სახლთან დაკავებულებთა შესახვედრად შსს-ს შენობაში შეუშვეს თამარ ჩერგოლეიშვილი მთავრობას მიმართავს დაკავებულები გაათავისუფლონ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა