"The Washington Post"-სა და "ABC News"-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოკითხვებით ცნობილი გახდა, რომ ამერიკელთა 51 % ქვეყნის პრეზიდენტის ბარაქ ობამას მუშაობით კმაყოფილი არ არის, ხოლო პრეზიდენტის მუშაობით კმაყოფილებას 40 % გამოხატავს.
ამდენივე, მოსახლეობის 51 % პრეზიდენტის მიერ ეკონომიკის მართვით უკმაყოფილოა, კმაყოფილი კი - 44 %-ია. ობამას საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილოა 53 %, ხოლო 37 % - კმაყოფილი.
სხვა მონაცემებთან ერთად გამოიკვეთა, რომ ამერიკელთა 57 %-ის აზრით, ქვეყანაში ცხოვრების დონე გაუარესდა, 16 %-ის აზრით გაუმჯობესდა, ხოლო 26 პროცენტი მიიჩნევს, რომ არ შეცვლილა.
სატელეფონო გამოკითხვა 9-12 ოქტომბერს გაიმართა და 1006 ადამიანი გამოიკითხა.