მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ჩხეიძეს მეუღლემ ხუთი მანქანა უყიდა
ეკა ჩხეიძეს მეუღლემ ხუთი მანქანა უყიდა

"რო­გორც მო­ბი­ლუ­რის გა­რე­შე არ შე­უძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნებს, ისე არ შე­მიძ­ლია მე მან­ქა­ნის გა­რე­შე. რა ვქნა, მა­ნი­ა­კი ვარ, 25 წე­ლია სა­ჭეს ვუ­ზი­ვარ", - გვი­თხრა ეკა ჩხე­ი­ძემ. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობს პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა ბა­ბუ­ამ უყი­და. მას მერე მა­ღა­ზი­ა­შიც კი მან­ქა­ნით და­დის და გას­ტრო­ლე­ბის დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად სამ­შობ­ლო­ში მან­ქა­ნა ენატ­რე­ბა.

- მან­ქა­ნის მარ­თვა რომ ვის­წავ­ლე, მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი. ავ­ტოს­კო­ლა­ში ვი­ა­რე. ბა­ბუ­ამ მა­ჩუ­ქა შინ­დის­ფე­რი "0-11", შენ კარ­გი მძღო­ლი იქ­ნე­ბიო, მი­თხრა. მარ­თვა მან­ქა­ნის ხათ­რით ვის­წავ­ლე. მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, ხუ­ლი­გა­ნი მძღო­ლი იქ­ნე­ბიო. მა­ლე­ვე ავი­ღე მარ­თვის მოწ­მო­ბა, დავ­ჯე­ქი სა­ჭეს­თან და მას მერე მთე­ლი ჩემი ჯგუ­ფი ჩემს მან­ქა­ნა­ში იჯდა. ბა­ბუ­ას ნა­ჩუ­ქა­რი მან­ქა­ნა რომ მოძ­ველ­და, ჩემ­მა მე­უღ­ლემ აჩუ­ქა თა­ვის ახ­ლო­ბელს. სა­მა­გი­ე­როდ "0-9" მი­ყი­და. ეს მან­ქა­ნა და­ვამ­ტვრი­ეთ. ოღონდ ჩვე­ნი ბრა­ლი არ იყო. გა­ჩე­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, უკ­ნი­დან დაგ­ვარ­ტყა ვი­ღა­ცამ. გა­კე­თე­ბუ­ლი მან­ქა­ნა რად გინ­დაო, მი­თხრა ლე­ვან­მა და ჩემ­თვის "აუდი" ჩა­მო­აყ­ვა­ნი­ნა.

შემ­დე­გი მან­ქა­ნა და­ბა­დე­ბის დღე­ზე მა­ჩუ­ქა. ეს სი­ურპრი­ზი იყო. სა­დღაც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, ჩა­მო­ვე­დით სა­დარ­ბა­ზოს­თან და ვხე­დავ, ეზო­ში დგას ვერ­ცხლის­ფე­რი, სულ ახა­ლი "პეჟო", ჯერ კი­დევ ცე­ლოფ­ნი­ა­ნი სა­ლო­ნით. გავ­გიჟ­დი, და­ვი­წყე გი­ნე­ბა, ვი­სია, მა­ინ­ცდა­მა­ინც აქ რომ გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ, გული უნდა გა­მი­ხეთ­ქონ-მეთ­ქი. მიყ­ვარს ეს პა­ტა­რა ბუთ­ქუ­ნა მან­ქა­ნე­ბი. უფ, დავ­ჯდე­ბო­დი ახლა და მთელ თბი­ლისს შე­მო­ვივ­ლი­დი-მეთ­ქი, არ ვჩერ­დე­ბი. და­ჯე­ქი მე­რეო, მი­თხრა და მან­ქა­ნა დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის პულ­ტით გა­მი­ღო. კი­ნა­ღამ გული გა­მი­ჩერ­და, ოღონდ მარ­თლა.

"პე­ჟოს" მერე მი­ყი­და ფრან­გუ­ლი "სიტ­რო­ენ პლუ­რი­ე­ლი". საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­აყ­ვა­ნი­ნა, ინ­ტერ­ნე­ტით მო­ძებ­ნა. ულა­მა­ზე­სი სტა­ფი­ლოს­ფე­რი კაბ­რი­ო­ლე­ტი იყო, მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო მე მყავ­და. დავ­დი­ო­დი ნაძ­ვის ხე­სა­ვით. შავი ტენ­ტი ჰქონ­და, მთლი­ა­ნად იხ­სნე­ბო­და. და­ტან­ჯუ­ლი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა მი­რე­კავ­და, იქ რა გინ­დო­და, აქ რა გინ­დო­დაო. ყვე­ლამ იცო­და, ვინ მოძ­რა­ობ­და ამ მან­ქა­ნით. ოთხი წელი მყავ­და ის კაბ­რი­ო­ლე­ტი, ამ ზა­ფხულს გავ­ყი­დე.

- რა­ტომ?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, მიყ­ვარს მან­ქა­ნე­ბის ცვლა. ახლა "სუ­ზუ­კის ჯიპი" მყავს.

- ესეც მე­უღ­ლემ გი­ყი­და?

- მი­ყი­და, რაა…

- გა­ჩუ­ქა.

- ჰო, ყვე­ლა მან­ქა­ნა მე­უღ­ლემ მა­ჩუ­ქა, ბა­ბუ­ის ნა­ჩუ­ქარს თუ არ ჩავ­თვლით.

- ხუ­ლი­გა­ნი მძღო­ლი იქ­ნე­ბიო, მას­წავ­ლე­ბელს უთ­ქვამს, გა­მარ­თლდა მისი ვა­რა­უ­დი?

- მგო­ნი, ხა­სი­ა­თი მაქვს ხუ­ლიგ­ნუ­რი, ახლა ცოტა კი დავ­დინჯდი, მაგ­რამ მა­ინც უფრო კა­ცი­ვით ვმარ­თავ მან­ქა­ნას, ვიდ­რე ქა­ლი­ვით. სის­წრა­ფე მიყ­ვარს, მოძ­რა­ო­ბის წე­სებს ვარ­ღვევ. უამ­რა­ვი ჯა­რი­მა მაქვს გა­დახ­დი­ლი. არ მიყ­ვარს ღვე­დის გა­კე­თე­ბა. ვიცი, რომ სა­კუ­თარ თავს ვუქ­მნი საფრ­თხეს, მაგ­რამ ვიხ­რჩო­ბი, რა ვქნა, ვერ მი­ვეჩ­ვიე. ორ­ჯერ ჩა­მო­მარ­თვეს მარ­თვის უფ­ლე­ბა.

- რა და­ა­შა­ვე ასე­თი, სა­ჭეს­თან მთვრა­ლი გა­მო­გი­ჭი­რეს?

- არა, ჯა­რი­მის გა­დახ­და და­მა­ვი­წყდა და გარ­და იმი­სა, რომ თან­ხა გა­ი­ზარ­და, მარ­თვის უფ­ლე­ბა ჩა­მო­მარ­თვეს. ეს სა­ი­დან უნდა მცოდ­ნო­და-მეთ­ქი, ვკი­თხე პატ­რულს, თურ­მე ჯა­რი­მის ქვი­თარს უკა­ნა მხა­რე­ზე ეწე­რა. ექ­ვსთვი­ა­ნი "ლი­შე­ნია" მქო­ნია და არ ვი­ცო­დი. ოთხი თვის მერე გა­მა­ჩე­რეს და მამ­ცნეს ეს ამ­ბა­ვი. და­ვუ­რე­კე ქმარს და იმან წა­მიყ­ვა­ნა.

გაგ­რძე­ლე­ბა

ეკა ჩხეიძეს მეუღლემ ხუთი მანქანა უყიდა

ეკა ჩხეიძეს მეუღლემ ხუთი მანქანა უყიდა

''როგორც მობილურის გარეშე არ შეუძლიათ ადამიანებს, ისე არ შემიძლია მე მანქანის გარეშე. რა ვქნა, მანიაკი ვარ, 25 წელია საჭეს ვუზივარ'', - გვითხრა ეკა ჩხეიძემ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს პირველი მანქანა ბაბუამ უყიდა. მას მერე მაღაზიაშიც კი მანქანით დადის და გასტროლების დროს ყველაზე მეტად სამშობლოში მანქანა ენატრება.

- მანქანის მართვა რომ ვისწავლე, მესამე კურსზე ვიყავი. ავტოსკოლაში ვიარე. ბაბუამ მაჩუქა შინდისფერი ''0-11'', შენ კარგი მძღოლი იქნებიო, მითხრა. მართვა მანქანის ხათრით ვისწავლე. მასწავლებელი მეუბნებოდა, ხულიგანი მძღოლი იქნებიო. მალევე ავიღე მართვის მოწმობა, დავჯექი საჭესთან და მას მერე მთელი ჩემი ჯგუფი ჩემს მანქანაში იჯდა. ბაბუას ნაჩუქარი მანქანა რომ მოძველდა, ჩემმა მეუღლემ აჩუქა თავის ახლობელს. სამაგიეროდ ''0-9'' მიყიდა. ეს მანქანა დავამტვრიეთ. ოღონდ ჩვენი ბრალი არ იყო. გაჩერებული ვიყავით, უკნიდან დაგვარტყა ვიღაცამ. გაკეთებული მანქანა რად გინდაო, მითხრა ლევანმა და ჩემთვის ''აუდი'' ჩამოაყვანინა.

შემდეგი მანქანა დაბადების დღეზე მაჩუქა. ეს სიურპრიზი იყო. სადღაც უნდა წავსულიყავით, ჩამოვედით სადარბაზოსთან და ვხედავ, ეზოში დგას ვერცხლისფერი, სულ ახალი ''პეჟო'', ჯერ კიდევ ცელოფნიანი სალონით. გავგიჟდი, დავიწყე გინება, ვისია, მაინცდამაინც აქ რომ გაუჩერებიათ, გული უნდა გამიხეთქონ-მეთქი. მიყვარს ეს პატარა ბუთქუნა მანქანები. უფ, დავჯდებოდი ახლა და მთელ თბილისს შემოვივლიდი-მეთქი, არ ვჩერდები. დაჯექი მერეო, მითხრა და მანქანა დისტანციური მართვის პულტით გამიღო. კინაღამ გული გამიჩერდა, ოღონდ მართლა.

''პეჟოს'' მერე მიყიდა ფრანგული ''სიტროენ პლურიელი''. საფრანგეთიდან ჩამოაყვანინა, ინტერნეტით მოძებნა. ულამაზესი სტაფილოსფერი კაბრიოლეტი იყო, მთელ საქართველოში მარტო მე მყავდა. დავდიოდი ნაძვის ხესავით. შავი ტენტი ჰქონდა, მთლიანად იხსნებოდა. დატანჯული ვიყავი, ყველა მირეკავდა, იქ რა გინდოდა, აქ რა გინდოდაო. ყველამ იცოდა, ვინ მოძრაობდა ამ მანქანით. ოთხი წელი მყავდა ის კაბრიოლეტი, ამ ზაფხულს გავყიდე.

- რატომ?

- სიმართლე გითხრა, მიყვარს მანქანების ცვლა. ახლა ''სუზუკის ჯიპი'' მყავს.

- ესეც მეუღლემ გიყიდა?

- მიყიდა, რაა…

- გაჩუქა.

- ჰო, ყველა მანქანა მეუღლემ მაჩუქა, ბაბუის ნაჩუქარს თუ არ ჩავთვლით.

- ხულიგანი მძღოლი იქნებიო, მასწავლებელს უთქვამს, გამართლდა მისი ვარაუდი?

- მგონი, ხასიათი მაქვს ხულიგნური, ახლა ცოტა კი დავდინჯდი, მაგრამ მაინც უფრო კაცივით ვმართავ მანქანას, ვიდრე ქალივით. სისწრაფე მიყვარს, მოძრაობის წესებს ვარღვევ. უამრავი ჯარიმა მაქვს გადახდილი. არ მიყვარს ღვედის გაკეთება. ვიცი, რომ საკუთარ თავს ვუქმნი საფრთხეს, მაგრამ ვიხრჩობი, რა ვქნა, ვერ მივეჩვიე. ორჯერ ჩამომართვეს მართვის უფლება.

- რა დააშავე ასეთი, საჭესთან მთვრალი გამოგიჭირეს?

- არა, ჯარიმის გადახდა დამავიწყდა და გარდა იმისა, რომ თანხა გაიზარდა, მართვის უფლება ჩამომართვეს. ეს საიდან უნდა მცოდნოდა-მეთქი, ვკითხე პატრულს, თურმე ჯარიმის ქვითარს უკანა მხარეზე ეწერა. ექვსთვიანი ''ლიშენია'' მქონია და არ ვიცოდი. ოთხი თვის მერე გამაჩერეს და მამცნეს ეს ამბავი. დავურეკე ქმარს და იმან წამიყვანა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება