პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გააგრძელებს თუ არა მომღერალი კარიერას მოსკოვში - ივანას მელაის პირველი ინტერვიუ რთული ოპერაციის შემდეგ
გააგრძელებს თუ არა მომღერალი კარიერას მოსკოვში - ივანას მელაის პირველი ინტერვიუ რთული ოპერაციის შემდეგ

მომ­ღე­რალ­მა ივა­ნა მე­ლა­იმ ცოტა ხნის წინ პა­რიზ­ში რთუ­ლი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. რო­დე­საც მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა ამის შე­სა­ხებ თბი­ლის­ში შე­ი­ტყვეს, ყვე­ლა ურე­კავ­და და დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობ­და. ამ­ჟა­მად თბი­ლის­შია, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გუ­რა­მი­კო ლო­მი­ძე კი - ჩი­კა­გო­ში. თუმ­ცა ასე­თი გან­შო­რე­ბე­ბი, რო­გორც თა­ვად ივა­ნა ამ­ბობს, მათ ურ­თი­ერ­თო­ბას მხო­ლოდ ამ­ყა­რებს.

ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ივა­ნას სა­ხე­ზე პა­ტა­რა ნა­ი­ა­რე­ვი დარ­ჩა. პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას არაფ­რის დი­დე­ბით არ ვა­პი­რებ, მინ­და, ყვე­ლა ქა­ლის­თვის, ვი­საც ნა­ი­ა­რე­ვი აქვს, მა­გა­ლი­თი გავ­ხდე, რომ არ რცხვე­ნო­დეთ თა­ვი­ან­თი გა­რეგ­ნო­ბი­სო, - გვი­თხრა შეხ­ვედ­რი­სას ივა­ნამ.

- ივა­ნა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია არ გა­ი­კე­თოთ?

- ნა­ი­ა­რე­ვი შე­საძ­ლოა, სა­ერ­თო­დაც არ დამ­რჩეს, თუ დარ­ჩე­ბა, ძა­ლი­ან პა­ტა­რა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მე არ მაქვს კომ­პლექ­სე­ბი. ვფიქ­რობ, რად­გან ეს მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ე.ი. ასე უნ­დო­და ღმერ­თს. ეს გან­საც­დე­ლი უნდა გა­და­მე­ტა­ნა. მქონ­და კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც იზ­რდე­ბო­და. პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას სა­უ­კე­თე­სო ექი­მებს მი­ვა­კი­თხე. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ხელ­ში აღ­მოვ­ჩნდი. ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ანს ნა­ი­ა­რე­ვე­ბის არ უნდა რცხვე­ნო­დეს. ძა­ლი­ან ბევრ მსა­ხი­ობს, მა­გა­ლი­თად, ლიზა ბო­ი­არ­სკა­ი­ას აქვს ნა­ი­ა­რე­ვი, რის გა­მოც მას არას­დროს არ რცხვე­ნო­და. მთა­ვა­რია, ნა­ი­ა­რე­ვი გულ­ზე არ გქონ­დეს, სა­ხე­ზე ნა­ი­ა­რე­ვით კი ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ყო­ველ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბის, ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ლი­კო­ნე­ბის და არას­დროს მსგავ­სი რამ არ გა­მი­კე­თე­ბია. ჩემი აზ­რით, ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია. ნა­ტუ­რა­ლუ­რი არაა, რაც ჩვენს სხე­ულ­ში არ ცხოვ­რობს. თუ არ­სე­ბო­ბენ ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან უნ­დათ, გა­ი­კე­თონ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია, უნდა მო­ნა­ხონ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გე­ბი. მე მი­ნა­ხავს ასე­თი ოპე­რა­ცი­ის ბევ­რი ცუდი შე­დე­გი. თით­ქმის ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ემ­სგავ­სე­ბა.

- ვინ იყო თქვენ გვერ­დით ოპე­რა­ცი­ის დროს?

- პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ვი­ყა­ვი. ვტი­რო­დი. ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა მქონ­და, მაგ­რამ ეს ალ­ბათ ბუ­ნებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ჩემ­თან ერ­თად იყო გუ­რა­მი. სულ მამ­ხნე­ვებ­და. სა­ო­პე­რა­ციო კა­რის უკან იდგა და ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ლა­ტა­ში მას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ჩემ გვერ­დით რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მარ­ტო ვერ გავ­ბე­დავ­დი ოპე­რა­ცი­ის სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­კე­თე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა­ფე­რი მისი ორ­გა­ნი­ზე­ბით მოხ­და. ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ საფ­რან­გეთ­ში ვნა­ხავ­დით სა­უ­კე­თე­სო ექიმს, გა­ვი­კე­თებ­დი ოპე­რა­ცი­ას ყვე­ლა­ზე კარ­გი მე­თო­დით და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდე­ბო­და.

- მახ­სოვს, "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით აწყნა­რებ­დით მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც თქვენ გამო ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ.

- ოპე­რა­ცი­ას რომ ვი­კე­თებ­დი, მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში იყ­ვნენ და ვიცი, რომ ჩემ­თვის ბევ­რს ლო­ცუ­ლობ­დნენ. ჩემ­თვის ლო­ცუ­ლობ­და ბევ­რი მა­მაო თბი­ლის­ში, რის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ. მათი ლოც­ვა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად დამ­თავ­რდა. ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბო­და მხო­ლოდ ორ­მოც­და­ხუ­თი წუთი. ექიმს, რო­მელ­მაც ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თა, იუ­მო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და და ჩემს გამ­ხნე­ვე­ბას კარ­გად ახერ­ხებ­და. ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე ჩარ­თო მუ­სი­კა.

არ მახ­სოვს, რა მე­ლო­დია იყო. მერე ექი­მიც მე­კი­თხე­ბო­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ის მახ­სოვს, რომ მე­ლო­დია ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. გა­მეღ­ვი­ძა მა­შინ, რო­დე­საც ექიმ­მა თქვა, "ფი­ნიშ".

- მოს­კოვ­ში აპი­რებ­დით კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას...

- ვერ შე­ვიგ­რძე­ნი მოს­კო­ვი ისე, რო­გორც თბი­ლი­სი. მოს­კოვ­ში თავი ისე კარ­გად ვერ ვიგ­რძე­ნი, რომ იქ ვი­ცხოვ­რო.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გააგრძელებს თუ არა მომღერალი კარიერას მოსკოვში - ივანას მელაის პირველი ინტერვიუ რთული ოპერაციის შემდეგ

გააგრძელებს თუ არა მომღერალი კარიერას მოსკოვში - ივანას მელაის პირველი ინტერვიუ რთული ოპერაციის შემდეგ

მომღერალმა ივანა მელაიმ ცოტა ხნის წინ პარიზში რთული ოპერაცია გაიკეთა. როდესაც მისმა ახლობლებმა ამის შესახებ თბილისში შეიტყვეს, ყველა ურეკავდა და დახმარებას სთავაზობდა. ამჟამად თბილისშია, შეყვარებული გურამიკო ლომიძე კი - ჩიკაგოში. თუმცა ასეთი განშორებები, როგორც თავად ივანა ამბობს, მათ ურთიერთობას მხოლოდ ამყარებს.

ოპერაციის შემდეგ ივანას სახეზე პატარა ნაიარევი დარჩა. პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას არაფრის დიდებით არ ვაპირებ, მინდა, ყველა ქალისთვის, ვისაც ნაიარევი აქვს, მაგალითი გავხდე, რომ არ რცხვენოდეთ თავიანთი გარეგნობისო, - გვითხრა შეხვედრისას ივანამ.

- ივანა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ პლასტიკური ოპერაცია არ გაიკეთოთ?

- ნაიარევი შესაძლოა, საერთოდაც არ დამრჩეს, თუ დარჩება, ძალიან პატარა იქნება, მაგრამ მე არ მაქვს კომპლექსები. ვფიქრობ, რადგან ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ე.ი. ასე უნდოდა ღმერთს. ეს განსაცდელი უნდა გადამეტანა. მქონდა კეთილთვისებიანი სიმსივნე, რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც იზრდებოდა. პარიზში ყოფნისას საუკეთესო ექიმებს მივაკითხე. ძალიან გამიმართლა, რომ პროფესიონალების ხელში აღმოვჩნდი. ვფიქრობ, რომ ადამიანს ნაიარევების არ უნდა რცხვენოდეს. ძალიან ბევრ მსახიობს, მაგალითად, ლიზა ბოიარსკაიას აქვს ნაიარევი, რის გამოც მას არასდროს არ რცხვენოდა. მთავარია, ნაიარევი გულზე არ გქონდეს, სახეზე ნაიარევით კი ჩვეულებრივ ცხოვრება შესაძლებელია.

ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი პლასტიკური ოპერაციის გაკეთების, ყველანაირი სილიკონების და არასდროს მსგავსი რამ არ გამიკეთებია. ჩემი აზრით, ეს ძალიან საშიშია. ნატურალური არაა, რაც ჩვენს სხეულში არ ცხოვრობს. თუ არსებობენ ქალები, რომლებსაც ძალიან უნდათ, გაიკეთონ პლასტიკური ოპერაცია, უნდა მონახონ პროფესიონალი პლასტიკური ქირურგები. მე მინახავს ასეთი ოპერაციის ბევრი ცუდი შედეგი. თითქმის ყველა ერთმანეთს ემსგავსება.

- ვინ იყო თქვენ გვერდით ოპერაციის დროს?

- პატარა ბავშვივით ვიყავი. ვტიროდი. ნერვული აშლილობა მქონდა, მაგრამ ეს ალბათ ბუნებრივი ამბავია. ჩემთან ერთად იყო გურამი. სულ მამხნევებდა. საოპერაციო კარის უკან იდგა და ოპერაციის შემდეგ პალატაში მასთან ერთად ვიყავი. ჩემ გვერდით რომ არ ყოფილიყო, მარტო ვერ გავბედავდი ოპერაციის სხვა ქვეყანაში გაკეთებას. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მისი ორგანიზებით მოხდა. ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ საფრანგეთში ვნახავდით საუკეთესო ექიმს, გავიკეთებდი ოპერაციას ყველაზე კარგი მეთოდით და ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა.

- მახსოვს, ''ფეისბუქის'' საშუალებით აწყნარებდით მშობლებს, რომლებიც თქვენ გამო ძალიან ნერვიულობდნენ.

- ოპერაციას რომ ვიკეთებდი, მშობლები თბილისში იყვნენ და ვიცი, რომ ჩემთვის ბევრს ლოცულობდნენ. ჩემთვის ლოცულობდა ბევრი მამაო თბილისში, რისთვისაც მადლობელი ვარ. მათი ლოცვა ძალიან დამეხმარა. ყველაფერი სწრაფად დამთავრდა. ოპერაცია გრძელდებოდა მხოლოდ ორმოცდახუთი წუთი. ექიმს, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა, იუმორის გრძნობა ჰქონდა და ჩემს გამხნევებას კარგად ახერხებდა. ოპერაციის დაწყებამდე ჩართო მუსიკა.

არ მახსოვს, რა მელოდია იყო. მერე ექიმიც მეკითხებოდა, მაგრამ მხოლოდ ის მახსოვს, რომ მელოდია ძალიან მომეწონა. გამეღვიძა მაშინ, როდესაც ექიმმა თქვა, ''ფინიშ''.

- მოსკოვში აპირებდით კარიერის გაგრძელებას...

- ვერ შევიგრძენი მოსკოვი ისე, როგორც თბილისი. მოსკოვში თავი ისე კარგად ვერ ვიგრძენი, რომ იქ ვიცხოვრო.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"