პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლის მკვლელობა, რომელმაც წლების წინ მთელი საქართველო შეძრა - უცნობი ეპიზოდები მსახიობ გია ფერაძის ცხოვრებიდან
ცოლის მკვლელობა, რომელმაც წლების წინ მთელი საქართველო შეძრა - უცნობი ეპიზოდები მსახიობ გია ფერაძის ცხოვრებიდან

ეს შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია 24 წლის წი­ნათ დატ­რი­ალ­და. კი­ნო­სა და თე­ატ­რის ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა, თბი­ლი­სის საყ­ვა­რელ­მა კო­ლო­რი­ტულ­მა პერ­სო­ნამ გია ფე­რა­ძემ თა­ვი­სი მშვე­ნი­ე­რი მე­უღ­ლე, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, 26 წლის ირი­ნა მი­ქა­ტა­ძე მოკ­ლა. ამ ტრა­გე­დი­ამ და­ზაფ­რა და აა­ლა­პა­რა­კა თბი­ლი­სი.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო - გია ფე­რა­ძეს შემ­თხვე­ვით გა­უ­ვარ­და მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი, კალ­მის ფორ­მის ია­რა­ღი და ცოლი შე­მო­აკ­ვდა. სხვა ვერ­სი­ით კი, მან გან­ზრახ ეს­რო­ლა და მოკ­ლა…

შემ­ზა­რა­ვი იყო ამ შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის გაგ­რძე­ლე­ბაც - ირი­ნას მა­მამ, ცნო­ბილ­მა მო­ქან­და­კემ და სა­ხალ­ხო მხატ­ვარ­მა - ჯუნა მი­ქა­ტა­ძემ და­უნ­დობ­ლად იძია შური შვი­ლის მკვლელ სი­ძე­ზე - ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უმაღ­ლე­სი ზომა მი­ას­ჯე­ვი­ნა, ციმ­ბირ­ში, მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში გა­აგ­ზავ­ნი­ნა და მე­რეც მკაც­რად აკონ­ტრო­ლებ­და, რომ მის­თვის რე­ჟი­მი არ შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნათ.

გია ფე­რა­ძემ ბო­ლომ­დე მო­ი­ხა­და სას­ჯე­ლი და ცი­ხი­დან გა­მოს­ვლი­დან ორი­ო­დე წელ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

თა­ვის დრო­ზე, როცა ეს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მე­ხი­ვით გა­ვარ­და თბი­ლის­ში, მეც, ბევრ სხვა­სა­ვით, აღ­მომ­ხდა: რა­ტომ? რო­გორ? მეც სხვე­ბი­ვით მიყ­ვარ­და ეს ლაღი, ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი. მის გვერ­დით ვერ მო­ი­წყენ­დი, მისი ნათ­ქვა­მი თუ ნა­მოქ­მე­და­რი ანეკ­დო­ტე­ბად და­დი­ო­და ქა­ლაქ­ში... გია ფე­რა­ძემ დი­მიტ­რი ბა­თი­აშ­ვი­ლის ფილმში, "არა­სე­რი­ო­ზუ­ლი კაცი", მთა­ვა­რი გმი­რის, ნი­კოს როლი ითა­მა­შა. რო­გორ მი­ე­სა­და­გა ამ ალა­ლი, გზა­აბ­ნე­უ­ლი და მო­უს­ვე­ნა­რი კა­ცის ბედი მის ბედს...

გიას უფ­რო­სი ძმა, ბა­ტო­ნი ილი­კო ფე­რა­ძე: გია უფრო ლაღი იყო, ვიდ­რე მისი გმი­რი ნიკო, მაგ­რამ იმ სა­ბე­დის­წე­რო დღის მერე მას­ზე უბე­დუ­რი არა­ვინ მე­გუ­ლე­ბო­და დე­და­მი­წის ზურ­გზე. 37 წელი ბედ­ნი­ე­რად გან­ვლო, ბოლო 7 წელი კი ჯო­ჯო­ხეთ­ში გა­ა­ტა­რა. ბევ­რმა არ იცის, რა ტრი­ა­ლებ­და მის სულ­ში, ამა­ზე მისი ლექ­სე­ბი მე­ტყვე­ლებს. 30-მდე სქელ­ტა­ნი­ა­ნი რვე­უ­ლი დაგ­როვ­და 7 წლის პა­ტიმ­რო­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ვლა­დი­მი­რის (მოს­კო­ვის ოლქი), შუ­შას (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი), ხო­ნის, რუს­თა­ვის და თბი­ლი­სის სა­პყრო­ბი­ლე­ებ­ში პა­ემ­ნე­ბი­დან ჩა­მომ­ქონ­და. გია ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის მერე ვერ მო­ე­რია თავს და 47 წლის ასაკ­ში წა­ვი­და. მე კი ლექ­სე­ბის ერთ-ერთი რვე­უ­ლის ყდა­ზე მი­მი­წე­რა ან­დერ­ძი­ვით:

"თუ ჩემ ცხოვ­რე­ბას წიგ­ნად აკინ­ძავ,

და­არ­ქვი იმას "სევ­დის კრე­ბუ­ლი".

ეს თხოვ­ნა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლე.

ლექ­სებს ად­რეც წერ­და. სალ­ხი­ნო სუფ­რას­თან ხან ექ­სპრომ­ტად იტყო­და ხოლ­მე, ხან ქა­ღალ­დის ხელ­სა­ხოც­ზე და­წერ­და რა­მეს. ბევ­რმა არ იცის, რომ რუ­სუ­დან სე­ბის­კვე­რა­ძის მშვე­ნი­ე­რი სიმ­ღე­რის - "ვერა" ტექ­სტი გია ფე­რა­ძი­საა (მას ბრწყინ­ვა­ლედ მღე­რო­და გოგი დო­ლი­ძე). გია ვე­რა­ზე და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და და რა გა­საკ­ვი­რია, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად თბი­ლი­სის ეს უბა­ნი უყ­ვარ­და. "სევ­დის კრე­ბუ­ლის" გა­დაშ­ლი­სას შე­უძ­ლე­ბე­ლია სევ­და არ და­გე­უფ­ლოს.

ცივ კედ­ლებ­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლი კა­ცი­სათ­ვის ენით უთ­ქმე­ლია ის ურვა, რა­საც იგი გა­ნიც­დის. მის "ჩვე­ნე­ბებ­ში" ხში­რად ჩნდე­ბა ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცის­ფე­რი ლან­დი, შო­რი­დან "მო­სუ­ლი" ხმა ქვი­თი­ნით გვი­ამ­ბობს გი­ა­სა და ირი­ნას უიღ­ბლო სიყ­ვა­რულ­ზე. მარ­ტო­სულ გიას უსა­ზღვროდ ენატ­რე­ბა მო­ლო­დი­ნად ქცე­უ­ლი დედა, შვი­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ობ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რა მა­რი­კა, ძმა, ახ­ლობ­ლე­ბი, თბი­ლი­სი და თა­ვი­სი ვერა. ყო­ვე­ლი ლექ­სი ბო­ლოვ­დე­ბა ნა­ხა­ტით, რო­მე­ლიც ავ­ტო­რის იმ წუ­თე­ბის გან­წყო­ბას გად­მოგ­ვცემს: მა­რი­კა, ყვა­ვი­ლე­ბი, სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტე­ბი, ეკ­ლე­სია, მა­ცხო­ვა­რი, ღვთის­მშო­ბე­ლი, ვი­საც სულ ევედ­რე­ბა და შვე­ლას სთხოვს. უფრო მე­ტია კოშ­მა­რუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი, დე­მო­ნუ­რი სა­ხე­ე­ბი, წვა­ლე­ბა და ტან­ჯვა, საფ­ლა­ვი, რო­მე­ლიც იმ კოშ­მა­რე­ბის ფონ­ზე რა­ღაც­ნა­ი­რად მიმ­ზიდ­ვე­ლა­დაც კი მო­ჩანს... რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ყვე­ლა მსა­ხი­ობს (და არა მარ­ტო მათ) უზო­მოდ დას­წყვი­ტა გული ჯერ იმ ტრა­გი­კულ­მა ამ­ბავ­მა, მერე კი გიას უდ­როო სიკ­ვდილ­მა.

ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი: მე და გია ოჯა­ხე­ბით ვი­ყა­ვით ახ­ლოს. ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი­დან მო­დი­ო­და. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ერთ ჯგუფ­ში ვსწავ­ლობ­დით. სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი და პლას­ტი­კუ­რი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლად თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს, ხა­ტავ­და, ცეკ­ვავ­და. ერთხელ, ბულ­გა­რეთ­ში ყოფ­ნი­სას, მას­პინ­ძლებ­მა კონ­ცერ­ტი გაგ­ვი­მარ­თეს, მერე კი ჩვენც გვთხო­ვეს სა­ღა­მოს გა­მარ­თვა. სპექ­ტაკ­ლი გვქონ­და ჩა­ტა­ნი­ლი და კონ­ცერ­ტზე არც გვი­ფიქ­რია. რო­ბი­კო სტუ­რუ­ამ გვი­თხრა: მსა­ხი­ო­ბე­ბი არა ხართ, სას­წრა­ფოდ მო­ი­ფიქ­რეთ რამე, რომ უხერ­ხუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დე­თო... და უცებ გიამ ბულ­გა­რუ­ლი­დან ნა­სეს­ხე­ბი ილე­თე­ბით იმის­თა­ნა ახ­ლე­ბუ­რი ცეკ­ვა გა­ა­ჩა­ღა, მეც ამა­ცეკ­ვა და სხვე­ბიც. დიდ­ხანს გაგ­რძელ­და მას­პინ­ძელ­თა ტაში და მხი­ა­რუ­ლე­ბა.

ხში­რად იცო­და სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა... იტა­ლი­ა­ში ვი­ყა­ვით გას­ტრო­ლებ­ზე. სას­ტუმ­რო­ში, ოთახ­ში შე­სულ­მა, რა­ტომ­ღაც რა­დიო ჩავ­რთე. იმე­დი მქონ­და, იტა­ლი­უ­რი სიმ­ღე­რე­ბით დავ­ტკბე­ბო­დი. ჩვე­ნე­ბუ­რი "სუ­ლი­კო", "წინ­წყა­რო", "ჩაკ­რუ­ლო" რომ ერ­თმა­ნეთს მიჰ­ყვა, სას­წრა­ფოდ შე­ვეხ­მი­ა­ნე სხვა მსა­ხი­ო­ბებს. ისი­ნიც გა­ო­ცე­ბულ­ნი იყ­ვნენ. მერე ერ­თხმად და­ვას­კვე­ნით, რომ მას­პინ­ძლებ­მა ჩვენს პა­ტივ­სა­ცე­მად იშო­ვეს ქარ­თუ­ლი კა­სე­ტა... რა ვი­ცო­დით, რომ ვცდე­ბო­დით. სა­ღა­მოს, ვახ­შმო­ბის წინ, ის-ის იყო, სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სათ­ვის უნდა გვე­კი­თხა იტა­ლი­უ­რი რა­დი­ოს "გა­ქარ­თუ­ლე­ბის" ამ­ბა­ვი, რომ გია ახარ­ხარ­და. თურ­მე მას თბი­ლი­სი­დან წა­მო­ე­ღო რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი კა­სე­ტა, ად­გი­ლობ­რივ რა­დი­ოქ­სელ­ში მი­სუ­ლა და უთხო­ვია ჩვე­ნე­ბუ­რი სიმ­ღე­რე­ბის გაშ­ვე­ბა.

იმ­დე­ნად არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი იყო, რომ მას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი არ ეწე­რა...

იზა გი­გოშ­ვი­ლი: ექ­ვსი თვე ვმუ­შა­ობ­დით "კავ­კა­სი­ურ ცარ­ცის წრე­ზე". გია თა­მა­შობ­და ჩემი მე­უღ­ლის როლს, რო­მე­ლიც წყლი­ან კას­რში იჯდა. მე, რო­გორც მონა-მორ­ჩილ ცოლს, მისი სურ­ვი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მე­ვა­ლე­ბო­და. სა­ო­ცა­რი პარტნი­ო­რი იყო. მან აი­ტა­ცა ეს როლი. გვი­ან, როცა გია სხვებ­მა შეც­ვა­ლეს, აღი­ა­რეს, - ჩვენ გიას ვთა­მა­შობ­დი­თო. გი­ას­ნა­ი­რი მსა­ხი­ო­ბი ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა. ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კონ­ტაქ­ტი, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობ­სა და მა­ყუ­რე­ბელს შო­რის უნდა არ­სე­ბობ­დეს, მას თით­ქოს და­ბა­დე­ბი­დან დაჰ­ყვა. ყო­ველ­თვის მი­ჭირ­და პარტნი­ო­რის შეც­ვლა და როცა გიამ ბულ­გა­რეთ­ში გას­ტრო­ლებ­ზე და­იგ­ვი­ა­ნა, სა­შინ­ლად გავ­ბრაზ­დი. იმ ხა­ნებ­ში მას გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია იღებ­და ფილმში "ახალ­გაზ­რდა კომ­პო­ზი­ტო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა". გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ბოლ­თას ვცემ სას­ტუმ­როს დე­რე­ფან­ში და... უცებ გიას ხმა მეს­მის. გა­ვი­ფიქ­რე, იმ­დე­ნად მინ­და ფე­რა­ძის აქ ყოფ­ნა, რომ უკვე მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი და­მე­წყო-მეთ­ქი. მა­ინც ვერ მო­ვით­მი­ნე და ცალი თვა­ლი შე­მო­სას­ვლე­ლის­კენ გა­ვა­პა­რე. ნამ­დვი­ლად გია იდგა ორი დიდი ჩან­თით ხელ­ში. ეტყო­ბა, მა­ნაც იგ­რძნო ზე­მო­დან "მზი­რა­ლი თვა­ლი", ინ­სტინ­ქტუ­რად ამო­ი­ხე­და. და­მი­ნა­ხა თუ არა, გუ­ლი­ა­ნად გა­მი­ღი­მა და და­მი­ძა­ხა: "შალ­ვოვ­ნა (ასე მე­ძახ­და!), ჩა­მო­ვე­დი!" უსა­ზღვროდ გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ ესღა ვუ­თხა­რი, კარ­გი გიქ­ნია-მეთ­ქი და ჩემი ოთა­ხი­სა­კენ გა­ვე­მარ­თე. არ გა­სუ­ლა ერთი სა­ა­თი, რომ დარ­ცხვე­ნი­ლი გია შე­მო­ვი­და კო­ნი­ა­კის ბოთ­ლი­თა და თა­ი­გუ­ლით. "რა ვქნა, შალ­ვოვ­ნა, გა­და­ღე­ბა იყო... როცა მივ­ხვდი, რომ კი­დევ დიდ­ხანს უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, დავ­კა­რი ფეხი და თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გა­მო­ვი­ქე­ცი. ხომ ვიცი, პარტნი­ო­რის შეც­ვლას ვერ ეგუ­ე­ბი". შე­მომ­თა­ვა­ზა, ჩვე­ნი შე­რი­გე­ბი­სა დავ­ლი­ო­თო. ვი­უ­ა­რე, ხომ არ გა­გიჟ­დი, სა­ღა­მოს სპექ­ტაკ­ლია, თა­ნაც, რო­დის იყო, ვსვამ­დი-მეთ­ქი. გა­და­მე­კი­და: მე ჭი­ქით დავ­ლევ, შენ კი სიმ­ბო­ლუ­რად კო­ნი­ა­კის ხუ­ფით მოს­ვიო. სხვა გზა არ იყო, დავ­ყა­ბულ­დი... მას არა­ფე­რი ეტყო­ბო­და, მე კი 5-6 ხუ­ფის შემ­დეგ საკ­მა­ოდ შეჟუ­ჟუ­ნე­ბუ­ლი გახ­ლდით. სპექ­ტაკ­ლი სრუ­ლი ანშლა­გით მი­დი­ო­და. იმ ად­გი­ლას რომ მი­ვე­დით, როცა რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე-აზ­და­კი გრუ­შე ვაჩ­ნა­ძის საქ­მეს იხი­ლავს, აშ­კა­რად "იხ­რე­ბა" ჩემს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მხა­რეს და მე, რო­გორც მა­ტყუ­ა­რას, ხელს მკრავს. იმ წუთ­ში ჩემი მო­ნო­ლო­გიც და­ი­წყო და რომ ჩა­ვამ­თავ­რე, აქ­ვი­თი­ნე­ბუ­ლი და­ვე­ცი... უნე­ბუ­რად თვა­ლი გა­ვა­პა­რე სცე­ნის იქი­თა მხა­რეს მდგა­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა­კენ. გია ტი­რო­და. კი­ნა­ღამ გული გა­მი­ჩერ­და. გიას გავ­ძა­ხე, რა მოხ­და-მეთ­ქი. ხმა­მაღ­ლა და­მი­ძა­ხა: კარ­გი ხარო! ...მა­ყუ­რე­ბე­ლი სცე­ნი­დან არ გვიშ­ვებ­და. გიამ ხელი მომ­კი­და და ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა: რა კარ­გი ვქე­ნით, შალ­ვოვ­ნა, რომ დავ­ლი­ეთ. ჩემი რა გი­თხრა და შენ კი ასე ჯერ არ გი­თა­მა­ში­აო.

ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე გახ­ლდათ. ჩემს ნი­კას­თან თა­მა­ში უყ­ვარ­და. ერთხელ, ბა­თუმ­ში, 7 წლის ნიკა ჩა­ვა­ბა­რე ცოტა ხნით. თურ­მე ნი­კას ვერ მო­უთ­მე­ნია, ზღვა­ში შე­სუ­ლა და კი­ნა­ღამ ტალ­ღებს შე­უთ­რე­ვია. გა­გი­ჟე­ბუ­ლა გია, თვი­თო­ნაც გა­დამხტა­რა, მაგ­რამ ნი­კამ ცურ­ვა იცო­და და მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­მო­ვი­და ნა­პირ­ზე. მის­გან კა­ცის მოკ­ვლა სა­ერ­თოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, მით უფრო უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნის...

პა­ტიმ­რო­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს დაქ­ცე­უ­ლი თბი­ლი­სი დახ­ვდა. ვთხო­ვე, ჩემ­თან და მე­რაბ­თან ერ­თად წა­მო­სუ­ლი­ყო გერ­მა­ნი­ა­ში (გერ­მა­ნე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე თვით სპექ­ტაკლ "ოი­დი­პო­სით" მიგ­ვიწ­ვი­ეს. მა­შინ ჩვენ უკვე გვქონ­და "სა­მე­ფო უბ­ნის" თე­ატ­რი). გიას ცრემ­ლე­ბი გად­მოს­ცვივ­და: შენ კი­დევ გინ­და ჩემ გვერ­დით სცე­ნა­ზე დად­გეო? არ სჯე­რო­და, რომ კი­დევ უყ­ვარ­დათ. წა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო, პას­პორ­ტი არ ჰქონ­და ("მი­მაგ­რე­ბა­ში" იყო, ანუ ნა­ხევ­რად გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი), თა­ნაც ძა­ლი­ან მო­ტე­ხი­ლი იყო. გიას სუ­რა­თი ჩვე­ნი თე­ატ­რის შე­მო­სას­ვლელ­ში გვი­კი­დია... ყვე­ლას რომ მიგ­ვე­ხე­და, დღეს ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ჩვენ ხომ მოვ­ლა არ ვი­ცით, გას­ვე­ნე­ბა და დაკ­რძალ­ვა გვე­ხერ­ხე­ბა კარ­გად.

ილი­კო ფე­რა­ძე: მამა დინ­ჯი, მკაც­რი კაცი იყო. მისი შედ­გე­ნი­ლი ინ­გლი­სუ­რი ენის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დღემ­დე ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სოდ ით­ვლე­ბა. ბუ­ზის გაფ­რე­ნის ხმას გა­ი­გო­ნებ­დით მის გაკ­ვე­თილ­ზე. თუკი მოს­წავ­ლე გა­აბ­რა­ზებ­და, ისე­თი წკი­პურ­ტი იცო­და, თვა­ლე­ბი­დან ნა­პერ­წკლებს გად­მო­აყ­რე­ვი­ნებ­და. შემ­დგომ­ში ბევ­რი მისი ნა­მო­წა­ფა­რი და გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი იხ­სე­ნებ­და, - ბი­ძი­ნა ფე­რა­ძის წკი­პურტმა კა­ცად მაქ­ცი­აო. მი­უ­ხე­და­ვად სიმ­კაც­რი­სა, არ­ტის­ტუ­ლიც გახ­ლდათ. ბევ­რმა არც იცის, რომ ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის, "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა", ტექ­სტი მა­მა­ჩე­მის და­წე­რი­ლია. მამა 1965 წლის 20 დე­კემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა და მე, რო­გორც უფ­როს­მა ძმამ (9 წლით ვი­ყა­ვი უფ­რო­სი) გიას "მე­ურ­ვე­ო­ბა" ვი­კის­რე. ხან მი­ჯე­რებ­და, ხან-არა, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, რომ ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი და ჩემი რი­დიც ჰქონ­და. იმ­დე­ნად მო­უს­ვე­ნა­რი იყო, ათას­ნა­ირ ხრიკს იგო­ნებ­და თა­ნა­ტო­ლე­ბის გა­სარ­თო­ბად, სა­მა­გი­ე­როდ, პე­და­გო­გე­ბი ჰყავ­და გამ­წა­რე­ბუ­ლი. სკო­ლა რომ და­ამ­თავ­რა, მას­წავ­ლებ­ლებ­მა მა­ღა­რი­ჩიც კი გა­და­ი­ხა­დეს. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო, მაგ­რამ იმ­პულ­სუ­რი. სა­თა­ნა­დოდ არ აფა­სებ­და თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს... დათო ყი­ფი­ანს მის­თვის უთ­ქვამს - შენ რომ ფეხ­ბურთს გაჰ­ყო­ლო­დი, მე უკან ჩა­მო­მი­ტო­ვებ­დიო. დე­დაჩ­ვე­ნი, თი­ნა­თინ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, სან­დრო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ძმის­შვი­ლი გახ­ლდათ. დე­და­საც და გი­ა­საც იუ­მო­რის გრძნო­ბა უხ­ვად ჰქონ­დათ მო­მად­ლე­ბუ­ლი. სამ­ხი­ა­რუ­ლო სუფ­რა ისე არ გა­იშ­ლე­ბო­და, დე­და­ჩე­მი რომ არ და­ე­პა­ტი­ჟნათ. მას ანეკ­დო­ტე­ბის რვე­უ­ლი (სხარ­ტუ­ლა) ჰქონ­და შედ­გე­ნი­ლი და ისეთ ამ­ბებს ჰყვე­ბო­და ხოლ­მე, რომ ხალ­ხს სი­ცი­ლით ხო­ცავ­და. ასე იყო გიაც. სხვა­თა შო­რის, გი­ას­თან ერ­თად დე­და­ჩემ­მაც ითა­მა­შა ეპი­ზო­დუ­რი როლი ფილმში "არა­სე­რი­ო­ზუ­ლი კაცი". თუ გახ­სოვთ, ქუ­ჩა­ში ნა­პოვნ კა­ტას რომ მიჰ­ყი­დის ერთ ქალს. აი, ის ქალი დე­და­ჩე­მია. გიას ამ­ბავ­მა სა­წყალ დე­დას ბოლო მო­უ­ღო. გიას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და და წლის­თავ­ზე გა­მოგ­ვე­ცა­ლა ხე­ლი­დან.

დედა და გია ძა­ლი­ან უგებ­დნენ ერ­თმა­ნეთს, ერთხელ გიას ბოტ­კი­ნი შეხ­ვდა და ინ­ფექ­ცი­ურ­ში და­ვაწ­ვი­ნეთ. ბევ­რმა მის­მა მე­გო­ბარ­მა რა არ მო­ი­მი­ზე­ზა, რომ მას­თან ერ­თად იმ პე­რი­ოდ­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­წო­ლი­ლი­ყო. გიამ იმ­ხა­ნად იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­ზე­თიც კი გა­მო­უშ­ვა (კედ­ლის, რა თქმა უნდა), რო­მელ­საც "საბ­ჭო­თა ბოტ­კი­ნე­ლი" და­არ­ქვა. ვინ არ მო­დი­ო­და ამ გა­ზე­თის წა­სა­კი­თხად.

გიას უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და. ყვე­ლას უყ­ვარ­და იგი და უხა­რო­და მას­თან ყოფ­ნა. ვლა­დი­მირ­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი შეხ­ვდა და ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა. წარ­მო­უდ­გენ­ლად ძნე­ლი იყო მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბა. ან­დრეი მი­რო­ნოვს ვთხო­ვე, რომ დამ­ხმა­რე­ბო­და. არ დამ­ზარ­და (გა­ა­ნათ­ლოს მისი სული უფალ­მა) და გამ­ყვა. მერე კი მა­ხა­ჩყა­ლა­ში გად­მოყ­ვა­ნა­შიც დაგ­ვეხ­მა­რა. სა­ში­ნე­ლი წლე­ბი გა­ი­ა­რა ჩემ­მა ძმამ. მან ხომ უპირ­ვე­ლე­სად თა­ვის თავს გა­მო­უ­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი. ამ­ბობ­და კი­დეც: რად მინ­და სა­სა­მარ­თლო, მე ხომ უკვე ცო­ცხა­ლი აღარ ვარო. გიას ირი­ნა­სა­გან ჰყავს უმ­შვე­ნი­ე­რე­სი გო­გო­ნა მა­რი­კა, სა­ოც­რად თბი­ლი და კე­თი­ლი. მას მა­მის ახ­ლობ­ლე­ბი, თა­ვი­სი და-ძმა ძა­ლი­ან უყ­ვარს და ყვე­ლას­თან მე­გობ­რობს.

მი­უ­ხე­და­ვად გიას ცხოვ­რე­ბის ტრა­გი­კუ­ლი და­სას­რუ­ლი­სა, არ მინ­და მას­ზე მო­გო­ნე­ბე­ბი ცრემ­ლით დას­რულ­დეს, ამი­ტომ ერთ ეპი­ზოდსაც გი­ამ­ბობთ: ერთხელ "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრის" სპექ­ტაკლზე ნას­ვა­მი მი­სუ­ლა. რო­ბი­კო გაბ­რა­ზე­ბუ­ლა და მკაც­რად უთ­ქვამს, აქ აღარ და­გი­ნა­ხოო. გია ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ამ ამ­ბავს. ორი კვი­რა რომ გა­ვი­და, ისევ დე­დამ და მის­მა იუ­მორ­მა იხ­სნა გია. და­უ­რე­კა სტუ­რუ­ას და სთხო­ვა: შვი­ლო, რო­ბი­კო, ისევ და­უშ­ვი სპექ­ტაკლზე, თო­რემ ჩემი შეჩ­ვე­ნე­ბუ­ლი შვი­ლი აღარ ბა­ნა­ობს და მანდ კას­რში მა­ინც ჩაჯ­დეს წყალ­შიო. რო­ბი­კოს გას­ცი­ნე­ბია და სცე­ნა­ზე გას­ვლის ნება და­ურ­თავს.

"კვი­რის პა­ლიტ­რა", 29 დე­კემ­ბე­რი, 2002 წელი

იხი­ლეთ ასე­ვე: სევ­და­ნა­რევ­ღი­მი­ლი­ა­ნი "არა­სე­რი­ო­ზუ­ლი კაცი" - ინ­ტერ­ვიუ მსა­ხი­ო­ბის ძმას­თან

ცოლის მკვლელობა, რომელმაც წლების წინ მთელი საქართველო შეძრა - უცნობი ეპიზოდები მსახიობ გია ფერაძის ცხოვრებიდან

ცოლის მკვლელობა, რომელმაც წლების წინ მთელი საქართველო შეძრა - უცნობი ეპიზოდები მსახიობ გია ფერაძის ცხოვრებიდან

ეს შემზარავი ტრაგედია 24 წლის წინათ დატრიალდა. კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობმა, თბილისის საყვარელმა კოლორიტულმა პერსონამ გია ფერაძემ თავისი მშვენიერი მეუღლე, სრულიად ახალგაზრდა, 26 წლის ირინა მიქატაძე მოკლა. ამ ტრაგედიამ დაზაფრა და აალაპარაკა თბილისი.

ერთ-ერთი ვერსიით, ეს უბედური შემთხვევა იყო - გია ფერაძეს შემთხვევით გაუვარდა მინიატურული, კალმის ფორმის იარაღი და ცოლი შემოაკვდა. სხვა ვერსიით კი, მან განზრახ ესროლა და მოკლა…

შემზარავი იყო ამ შემზარავი ტრაგედიის გაგრძელებაც - ირინას მამამ, ცნობილმა მოქანდაკემ და სახალხო მხატვარმა - ჯუნა მიქატაძემ დაუნდობლად იძია შური შვილის მკვლელ სიძეზე - ამ დანაშაულისთვის განკუთვნილი უმაღლესი ზომა მიასჯევინა, ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გააგზავნინა და მერეც მკაცრად აკონტროლებდა, რომ მისთვის რეჟიმი არ შეემსუბუქებინათ.

გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან ორიოდე წელში გარდაიცვალა.

თავის დროზე, როცა ეს შემზარავი ამბავი მეხივით გავარდა თბილისში, მეც, ბევრ სხვასავით, აღმომხდა: რატომ? როგორ? მეც სხვებივით მიყვარდა ეს ლაღი, ნიჭიერი მსახიობი. მის გვერდით ვერ მოიწყენდი, მისი ნათქვამი თუ ნამოქმედარი ანეკდოტებად დადიოდა ქალაქში... გია ფერაძემ დიმიტრი ბათიაშვილის ფილმში, "არასერიოზული კაცი", მთავარი გმირის, ნიკოს როლი ითამაშა. როგორ მიესადაგა ამ ალალი, გზააბნეული და მოუსვენარი კაცის ბედი მის ბედს...

გიას უფროსი ძმა, ბატონი ილიკო ფერაძე: გია უფრო ლაღი იყო, ვიდრე მისი გმირი ნიკო, მაგრამ იმ საბედისწერო დღის მერე მასზე უბედური არავინ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. 37 წელი ბედნიერად განვლო, ბოლო 7 წელი კი ჯოჯოხეთში გაატარა. ბევრმა არ იცის, რა ტრიალებდა მის სულში, ამაზე მისი ლექსები მეტყველებს. 30-მდე სქელტანიანი რვეული დაგროვდა 7 წლის პატიმრობაში, რომლებიც ვლადიმირის (მოსკოვის ოლქი), შუშას (აზერბაიჯანი), ხონის, რუსთავის და თბილისის საპყრობილეებში პაემნებიდან ჩამომქონდა. გია ციხიდან გამოსვლის მერე ვერ მოერია თავს და 47 წლის ასაკში წავიდა. მე კი ლექსების ერთ-ერთი რვეულის ყდაზე მიმიწერა ანდერძივით:

"თუ ჩემ ცხოვრებას წიგნად აკინძავ,

დაარქვი იმას "სევდის კრებული".

ეს თხოვნა მოგვიანებით, მაგრამ პირნათლად შევასრულე.

ლექსებს ადრეც წერდა. სალხინო სუფრასთან ხან ექსპრომტად იტყოდა ხოლმე, ხან ქაღალდის ხელსახოცზე დაწერდა რამეს. ბევრმა არ იცის, რომ რუსუდან სებისკვერაძის მშვენიერი სიმღერის - "ვერა" ტექსტი გია ფერაძისაა (მას ბრწყინვალედ მღეროდა გოგი დოლიძე). გია ვერაზე დაიბადა და გაიზარდა და რა გასაკვირია, რომ ყველაზე მეტად თბილისის ეს უბანი უყვარდა. "სევდის კრებულის" გადაშლისას შეუძლებელია სევდა არ დაგეუფლოს.

ცივ კედლებში გამომწყვდეული კაცისათვის ენით უთქმელია ის ურვა, რასაც იგი განიცდის. მის "ჩვენებებში" ხშირად ჩნდება ახალგაზრდა ქალის ცისფერი ლანდი, შორიდან "მოსული" ხმა ქვითინით გვიამბობს გიასა და ირინას უიღბლო სიყვარულზე. მარტოსულ გიას უსაზღვროდ ენატრება მოლოდინად ქცეული დედა, შვილები, განსაკუთრებით კი ობლად დარჩენილი პატარა მარიკა, ძმა, ახლობლები, თბილისი და თავისი ვერა. ყოველი ლექსი ბოლოვდება ნახატით, რომელიც ავტორის იმ წუთების განწყობას გადმოგვცემს: მარიკა, ყვავილები, საჰაერო ბუშტები, ეკლესია, მაცხოვარი, ღვთისმშობელი, ვისაც სულ ევედრება და შველას სთხოვს. უფრო მეტია კოშმარული ჩვენებები, დემონური სახეები, წვალება და ტანჯვა, საფლავი, რომელიც იმ კოშმარების ფონზე რაღაცნაირად მიმზიდველადაც კი მოჩანს... რუსთაველის თეატრის ყველა მსახიობს (და არა მარტო მათ) უზომოდ დასწყვიტა გული ჯერ იმ ტრაგიკულმა ამბავმა, მერე კი გიას უდროო სიკვდილმა.

ნანული სარაჯიშვილი: მე და გია ოჯახებით ვიყავით ახლოს. ჩვენი მეგობრობა ბებია-ბაბუებიდან მოდიოდა. თეატრალურ ინსტიტუტში ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. საოცრად ნიჭიერი და პლასტიკური იყო. გამორჩეულად თამაშობდა ფეხბურთს, ხატავდა, ცეკვავდა. ერთხელ, ბულგარეთში ყოფნისას, მასპინძლებმა კონცერტი გაგვიმართეს, მერე კი ჩვენც გვთხოვეს საღამოს გამართვა. სპექტაკლი გვქონდა ჩატანილი და კონცერტზე არც გვიფიქრია. რობიკო სტურუამ გვითხრა: მსახიობები არა ხართ, სასწრაფოდ მოიფიქრეთ რამე, რომ უხერხული მდგომარეობიდან გამოვიდეთო... და უცებ გიამ ბულგარულიდან ნასესხები ილეთებით იმისთანა ახლებური ცეკვა გააჩაღა, მეც ამაცეკვა და სხვებიც. დიდხანს გაგრძელდა მასპინძელთა ტაში და მხიარულება.

ხშირად იცოდა სიურპრიზების მოწყობა... იტალიაში ვიყავით გასტროლებზე. სასტუმროში, ოთახში შესულმა, რატომღაც რადიო ჩავრთე. იმედი მქონდა, იტალიური სიმღერებით დავტკბებოდი. ჩვენებური "სულიკო", "წინწყარო", "ჩაკრულო" რომ ერთმანეთს მიჰყვა, სასწრაფოდ შევეხმიანე სხვა მსახიობებს. ისინიც გაოცებულნი იყვნენ. მერე ერთხმად დავასკვენით, რომ მასპინძლებმა ჩვენს პატივსაცემად იშოვეს ქართული კასეტა... რა ვიცოდით, რომ ვცდებოდით. საღამოს, ვახშმობის წინ, ის-ის იყო, სასტუმროს ადმინისტრაციისათვის უნდა გვეკითხა იტალიური რადიოს "გაქართულების" ამბავი, რომ გია ახარხარდა. თურმე მას თბილისიდან წამოეღო რამდენიმე ქართული კასეტა, ადგილობრივ რადიოქსელში მისულა და უთხოვია ჩვენებური სიმღერების გაშვება.

იმდენად არაორდინარული იყო, რომ მას ჩვეულებრივი სიკვდილი არ ეწერა...

იზა გიგოშვილი: ექვსი თვე ვმუშაობდით "კავკასიურ ცარცის წრეზე". გია თამაშობდა ჩემი მეუღლის როლს, რომელიც წყლიან კასრში იჯდა. მე, როგორც მონა-მორჩილ ცოლს, მისი სურვილების შესრულება მევალებოდა. საოცარი პარტნიორი იყო. მან აიტაცა ეს როლი. გვიან, როცა გია სხვებმა შეცვალეს, აღიარეს, - ჩვენ გიას ვთამაშობდითო. გიასნაირი მსახიობი ძნელად თუ მოიძებნება. ის აუცილებელი კონტაქტი, რომელიც მსახიობსა და მაყურებელს შორის უნდა არსებობდეს, მას თითქოს დაბადებიდან დაჰყვა. ყოველთვის მიჭირდა პარტნიორის შეცვლა და როცა გიამ ბულგარეთში გასტროლებზე დაიგვიანა, საშინლად გავბრაზდი. იმ ხანებში მას გიორგი შენგელაია იღებდა ფილმში "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა". განერვიულებული ბოლთას ვცემ სასტუმროს დერეფანში და... უცებ გიას ხმა მესმის. გავიფიქრე, იმდენად მინდა ფერაძის აქ ყოფნა, რომ უკვე მოჩვენებები დამეწყო-მეთქი. მაინც ვერ მოვითმინე და ცალი თვალი შემოსასვლელისკენ გავაპარე. ნამდვილად გია იდგა ორი დიდი ჩანთით ხელში. ეტყობა, მანაც იგრძნო ზემოდან "მზირალი თვალი", ინსტინქტურად ამოიხედა. დამინახა თუ არა, გულიანად გამიღიმა და დამიძახა: "შალვოვნა (ასე მეძახდა!), ჩამოვედი!" უსაზღვროდ გამიხარდა, მაგრამ ესღა ვუთხარი, კარგი გიქნია-მეთქი და ჩემი ოთახისაკენ გავემართე. არ გასულა ერთი საათი, რომ დარცხვენილი გია შემოვიდა კონიაკის ბოთლითა და თაიგულით. "რა ვქნა, შალვოვნა, გადაღება იყო... როცა მივხვდი, რომ კიდევ დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო, დავკარი ფეხი და თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი. ხომ ვიცი, პარტნიორის შეცვლას ვერ ეგუები". შემომთავაზა, ჩვენი შერიგებისა დავლიოთო. ვიუარე, ხომ არ გაგიჟდი, საღამოს სპექტაკლია, თანაც, როდის იყო, ვსვამდი-მეთქი. გადამეკიდა: მე ჭიქით დავლევ, შენ კი სიმბოლურად კონიაკის ხუფით მოსვიო. სხვა გზა არ იყო, დავყაბულდი... მას არაფერი ეტყობოდა, მე კი 5-6 ხუფის შემდეგ საკმაოდ შეჟუჟუნებული გახლდით. სპექტაკლი სრული ანშლაგით მიდიოდა. იმ ადგილას რომ მივედით, როცა რამაზ ჩხიკვაძე-აზდაკი გრუშე ვაჩნაძის საქმეს იხილავს, აშკარად "იხრება" ჩემს მოწინააღმდეგეთა მხარეს და მე, როგორც მატყუარას, ხელს მკრავს. იმ წუთში ჩემი მონოლოგიც დაიწყო და რომ ჩავამთავრე, აქვითინებული დავეცი... უნებურად თვალი გავაპარე სცენის იქითა მხარეს მდგარი მსახიობებისაკენ. გია ტიროდა. კინაღამ გული გამიჩერდა. გიას გავძახე, რა მოხდა-მეთქი. ხმამაღლა დამიძახა: კარგი ხარო! ...მაყურებელი სცენიდან არ გვიშვებდა. გიამ ხელი მომკიდა და ჩამჩურჩულა: რა კარგი ვქენით, შალვოვნა, რომ დავლიეთ. ჩემი რა გითხრა და შენ კი ასე ჯერ არ გითამაშიაო.

ძალიან მოსიყვარულე გახლდათ. ჩემს ნიკასთან თამაში უყვარდა. ერთხელ, ბათუმში, 7 წლის ნიკა ჩავაბარე ცოტა ხნით. თურმე ნიკას ვერ მოუთმენია, ზღვაში შესულა და კინაღამ ტალღებს შეუთრევია. გაგიჟებულა გია, თვითონაც გადამხტარა, მაგრამ ნიკამ ცურვა იცოდა და მშვიდობიანად გამოვიდა ნაპირზე. მისგან კაცის მოკვლა საერთოდ წარმოუდგენელი იყო, მით უფრო უსაყვარლესი ადამიანის...

პატიმრობიდან დაბრუნებულს დაქცეული თბილისი დახვდა. ვთხოვე, ჩემთან და მერაბთან ერთად წამოსულიყო გერმანიაში (გერმანელებმა რამდენიმე თვით სპექტაკლ "ოიდიპოსით" მიგვიწვიეს. მაშინ ჩვენ უკვე გვქონდა "სამეფო უბნის" თეატრი). გიას ცრემლები გადმოსცვივდა: შენ კიდევ გინდა ჩემ გვერდით სცენაზე დადგეო? არ სჯეროდა, რომ კიდევ უყვარდათ. წამოსვლა ვერ შეძლო, პასპორტი არ ჰქონდა ("მიმაგრებაში" იყო, ანუ ნახევრად განთავისუფლებული), თანაც ძალიან მოტეხილი იყო. გიას სურათი ჩვენი თეატრის შემოსასვლელში გვიკიდია... ყველას რომ მიგვეხედა, დღეს ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ მოვლა არ ვიცით, გასვენება და დაკრძალვა გვეხერხება კარგად.

ილიკო ფერაძე: მამა დინჯი, მკაცრი კაცი იყო. მისი შედგენილი ინგლისური ენის სახელმძღვანელო დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით მის გაკვეთილზე. თუკი მოსწავლე გააბრაზებდა, ისეთი წკიპურტი იცოდა, თვალებიდან ნაპერწკლებს გადმოაყრევინებდა. შემდგომში ბევრი მისი ნამოწაფარი და გამოჩენილი ადამიანი იხსენებდა, - ბიძინა ფერაძის წკიპურტმა კაცად მაქციაო. მიუხედავად სიმკაცრისა, არტისტულიც გახლდათ. ბევრმა არც იცის, რომ ცნობილი სიმღერის, "ყვავილების ქვეყანა", ტექსტი მამაჩემის დაწერილია. მამა 1965 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა და მე, როგორც უფროსმა ძმამ (9 წლით ვიყავი უფროსი) გიას "მეურვეობა" ვიკისრე. ხან მიჯერებდა, ხან-არა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ძალიან ვუყვარდი და ჩემი რიდიც ჰქონდა. იმდენად მოუსვენარი იყო, ათასნაირ ხრიკს იგონებდა თანატოლების გასართობად, სამაგიეროდ, პედაგოგები ჰყავდა გამწარებული. სკოლა რომ დაამთავრა, მასწავლებლებმა მაღარიჩიც კი გადაიხადეს. ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ იმპულსური. სათანადოდ არ აფასებდა თავის შესაძლებლობებს... დათო ყიფიანს მისთვის უთქვამს - შენ რომ ფეხბურთს გაჰყოლოდი, მე უკან ჩამომიტოვებდიო. დედაჩვენი, თინათინ ჟორჟოლიანი, ცნობილი მსახიობის, სანდრო ჟორჟოლიანის ძმისშვილი გახლდათ. დედასაც და გიასაც იუმორის გრძნობა უხვად ჰქონდათ მომადლებული. სამხიარულო სუფრა ისე არ გაიშლებოდა, დედაჩემი რომ არ დაეპატიჟნათ. მას ანეკდოტების რვეული (სხარტულა) ჰქონდა შედგენილი და ისეთ ამბებს ჰყვებოდა ხოლმე, რომ ხალხს სიცილით ხოცავდა. ასე იყო გიაც. სხვათა შორის, გიასთან ერთად დედაჩემმაც ითამაშა ეპიზოდური როლი ფილმში "არასერიოზული კაცი". თუ გახსოვთ, ქუჩაში ნაპოვნ კატას რომ მიჰყიდის ერთ ქალს. აი, ის ქალი დედაჩემია. გიას ამბავმა საწყალ დედას ბოლო მოუღო. გიას გარდაცვალების შემდეგ ლოგინად ჩავარდა და წლისთავზე გამოგვეცალა ხელიდან.

დედა და გია ძალიან უგებდნენ ერთმანეთს, ერთხელ გიას ბოტკინი შეხვდა და ინფექციურში დავაწვინეთ. ბევრმა მისმა მეგობარმა რა არ მოიმიზეზა, რომ მასთან ერთად იმ პერიოდში საავადმყოფოში დაწოლილიყო. გიამ იმხანად იუმორისტული გაზეთიც კი გამოუშვა (კედლის, რა თქმა უნდა), რომელსაც "საბჭოთა ბოტკინელი" დაარქვა. ვინ არ მოდიოდა ამ გაზეთის წასაკითხად.

გიას უამრავი მეგობარი ჰყავდა. ყველას უყვარდა იგი და უხაროდა მასთან ყოფნა. ვლადიმირში ტუბერკულოზი შეხვდა და ციხის საავადმყოფოში იწვა. წარმოუდგენლად ძნელი იყო მისი მონახულება. ანდრეი მირონოვს ვთხოვე, რომ დამხმარებოდა. არ დამზარდა (გაანათლოს მისი სული უფალმა) და გამყვა. მერე კი მახაჩყალაში გადმოყვანაშიც დაგვეხმარა. საშინელი წლები გაიარა ჩემმა ძმამ. მან ხომ უპირველესად თავის თავს გამოუტანა განაჩენი. ამბობდა კიდეც: რად მინდა სასამართლო, მე ხომ უკვე ცოცხალი აღარ ვარო. გიას ირინასაგან ჰყავს უმშვენიერესი გოგონა მარიკა, საოცრად თბილი და კეთილი. მას მამის ახლობლები, თავისი და-ძმა ძალიან უყვარს და ყველასთან მეგობრობს.

მიუხედავად გიას ცხოვრების ტრაგიკული დასასრულისა, არ მინდა მასზე მოგონებები ცრემლით დასრულდეს, ამიტომ ერთ ეპიზოდსაც გიამბობთ: ერთხელ "კავკასიური ცარცის წრის" სპექტაკლზე ნასვამი მისულა. რობიკო გაბრაზებულა და მკაცრად უთქვამს, აქ აღარ დაგინახოო. გია ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. ორი კვირა რომ გავიდა, ისევ დედამ და მისმა იუმორმა იხსნა გია. დაურეკა სტურუას და სთხოვა: შვილო, რობიკო, ისევ დაუშვი სპექტაკლზე, თორემ ჩემი შეჩვენებული შვილი აღარ ბანაობს და მანდ კასრში მაინც ჩაჯდეს წყალშიო. რობიკოს გასცინებია და სცენაზე გასვლის ნება დაურთავს.

"კვირის პალიტრა", 29 დეკემბერი, 2002 წელი

იხილეთ ასევე: სევდანარევღიმილიანი "არასერიოზული კაცი" - ინტერვიუ მსახიობის ძმასთან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ