პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რადგან კარგად არ გვქონდა გააზრებული ოჯახური ძალადობის რა მასშტაბის საფრთხეებია ქვეყანაში"
"ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რადგან კარგად არ გვქონდა გააზრებული ოჯახური ძალადობის რა მასშტაბის საფრთხეებია ქვეყანაში"

ბო­დი­ში გვაქვს მო­სახ­დე­ლი, რად­გან კარ­გად არ გვქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მხრივ რა მას­შტა­ბის საფრ­თხე­ე­ბია ქვე­ყა­ნა­ში, - ამის შე­სა­ხებ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" პო­ლი­ტი­კურ­მა მდი­ვან­მა, დე­პუ­ტატ­მა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში "სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზრი" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" სა­ხე­ლით ბო­დიშს უხ­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის საფრ­თხე­ე­ბის მას­შტა­ბე­ბი კარ­გად არ ჰქონ­დათ გა­აზ­რე­ბუ­ლი და ამ სა­კი­თხზე არ­სე­ბი­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი არ ჰქო­ნი­ათ.

"ბოლო დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თემა წა­მო­იჭ­რა - შო­კის­მომ­გვრე­ლი ძა­ლა­დო­ბა ქა­ლებ­ზე და რუ­სე­თის მიერ და­წყე­ბუ­ლი ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო პრო­ცე­სე­ბი აფხა­ზეთ­ში. ის, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრს, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ჩათ­ვლით, ამ­დე­ნი ხნის განმვა­ლო­ბა­ში რა­ი­მე ხელ­შე­სა­ხე­ბი, არ­სე­ბი­თი საკ­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა არ გვქო­ნია და კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი არ გქვონ­და, რა მას­შტა­ბის ძა­ლა­დო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, რა მას­შტა­ბის საფ­თხე­ე­ბია ქვე­ყა­ნა­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მხრივ, ამა­ზე ბო­დი­ში გვაქვს მო­სახ­დე­ლი. "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" შე­მო­ფარ­გლუ­ლი ვი­ყა­ვით მხო­ლოდ იმით, რომ პარ­ტი­ა­ში მეტი ლი­დე­რი ქა­ლია, ვიდ­რე სხვა პარ­ტი­ებ­ში და საკ­რე­ბუ­ლე­ობ­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" ქალი გვყავს, ვიდ­რე ყვე­ლა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ერ­თად აღე­ბუ­ლი. ჩვენ შე­მო­ფარ­გლუ­ლი ვი­ყა­ვით მხო­ლოდ პარ­ტი­ის შიგ­ნით ქა­ლე­ბის რო­ლის გაზ­რდის ხელ­შე­წყო­ბით. პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე ქა­ლია, თინა ხი­და­შე­ლი ქა­ლია. თუმ­ცა არც ერთი და არც მე­ო­რე, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ნიშ­ნით არ არი­ან "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ლი­დე­რე­ბი. მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. აშ­კა­რაა, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო გვაქვს ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კა­შიც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც ქა­ლე­ბის რო­ლის ზრდის თვალ­საზ­რი­სით", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რადგან კარგად არ გვქონდა გააზრებული ოჯახური ძალადობის რა მასშტაბის საფრთხეებია ქვეყანაში"

"ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რადგან კარგად არ გვქონდა გააზრებული ოჯახური ძალადობის რა მასშტაბის საფრთხეებია ქვეყანაში"

ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რადგან კარგად არ გვქონდა გააზრებული ოჯახური ძალადობის მხრივ რა მასშტაბის საფრთხეებია ქვეყანაში, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა გადაცემაში "სუბიექტური აზრი" სტუმრობისას განაცხადა.

ბერძენიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" სახელით ბოდიშს უხდის საზოგადოებას, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საფრთხეების მასშტაბები კარგად არ ჰქონდათ გააზრებული და ამ საკითხზე არსებითი საკანონმდებლო ინიციატივები არ ჰქონიათ.

"ბოლო დღეებში საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი თემა წამოიჭრა - შოკისმომგვრელი ძალადობა ქალებზე და რუსეთის მიერ დაწყებული ძალიან სახიფათო პროცესები აფხაზეთში. ის, რომ ქართულ საზოგადოებას, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, "რესპუბლიკური პარტიის" ჩათვლით, ამდენი ხნის განმვალობაში რაიმე ხელშესახები, არსებითი საკნონმდებლო ინიციატივა არ გვქონია და კარგად გააზრებული არ გქვონდა, რა მასშტაბის ძალადობაზეა საუბარი, რა მასშტაბის საფთხეებია ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მხრივ, ამაზე ბოდიში გვაქვს მოსახდელი. "რესპუბლიკელები" შემოფარგლული ვიყავით მხოლოდ იმით, რომ პარტიაში მეტი ლიდერი ქალია, ვიდრე სხვა პარტიებში და საკრებულეობში გაცილებით მეტი "რესპუბლიკელი" ქალი გვყავს, ვიდრე ყველა პარტიის წარმომადგენელი ერთად აღებული. ჩვენ შემოფარგლული ვიყავით მხოლოდ პარტიის შიგნით ქალების როლის გაზრდის ხელშეწყობით. პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ქალია, თინა ხიდაშელი ქალია. თუმცა არც ერთი და არც მეორე, ბუნებრივია, ამ ნიშნით არ არიან "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აშკარაა, რომ სერიოზული სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი პოლიტიკაშიც და ხელისუფლებაშიც ქალების როლის ზრდის თვალსაზრისით", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა