პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზბეგზე ორმხრივი სროლისას დაჭრილი მამაკაცი ცოცხალია - პატრულს და მოქალაქეს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება
ყაზბეგზე ორმხრივი სროლისას დაჭრილი მამაკაცი ცოცხალია - პატრულს და მოქალაქეს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

თე­მის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბა ნა­ხეთ თეგ­ზე #ტრა­გე­დია ყაზ­ბეგ­ზე

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თეა თა­ვარ­თქი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა , შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცის კი – უკი­დუ­რე­სად მძი­მე. ამის შე­სა­ხებ თეა თა­ვარ­თქი­ლა­ძემ დღეს რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ემერ­ჯენ­სის მიმ­ღებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

თეა თა­ვარ­თქი­ლა­ძის თქით, ამ­ჟა­მად ორი­ვე დაჭ­რილ პა­ცი­ენტს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბათ.

გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ დაჭ­რი­ლე­ბი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა და მათ სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ყაზ­ბე­გის ქუ­ჩის N 28-ში ლელა ბეჟა­ნიშ­ვილ­მა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა და მის მე­უღ­ლე ბი­ძი­ნა მუ­რა­დაშ­ვილ­სა და შვილს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­და.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ად­გილ­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე სა­დარ­ბა­ზო­ში მო­ქა­ლა­ქე ბი­ძი­ნა მუ­რა­დაშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და სრო­ლა. სრო­ლის შე­დე­გად სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ი­ღო. ბი­ძი­ნა მუ­რა­დაშ­ვი­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სრო­ლას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის მე­წყვი­ლის მიერ სა­პა­სუ­ხო გას­რო­ლა მოჰ­ყვა. გას­რო­ლის შე­დე­გად და­იჭ­რა მო­ქა­ლა­ქე ბი­ძი­ნა მუ­რა­დაშ­ვი­ლი.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს ამ წუ­თებ­ში რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა. ბი­ძი­ნა მუ­რა­დაშ­ვი­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლია ასე­ვე რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბას ქა­ლაქ თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლი აწარ­მო­ებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

ყაზბეგზე ორმხრივი სროლისას დაჭრილი მამაკაცი ცოცხალია - პატრულს და მოქალაქეს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

ყაზბეგზე ორმხრივი სროლისას დაჭრილი მამაკაცი ცოცხალია - პატრულს და მოქალაქეს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #ტრაგედია ყაზბეგზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის თეა თავართქილაძის განცხადებით, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა , შუახნის მამაკაცის კი – უკიდურესად მძიმე. ამის შესახებ თეა თავართქილაძემ დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის მიმღებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეა თავართქილაძის თქით, ამჟამად ორივე დაჭრილ პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ სხეულზე მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ყაზბეგის ქუჩის N 28-ში ლელა ბეჟანიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მის მეუღლე ბიძინა მურადაშვილსა და შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ აცნობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ბიძინა მურადაშვილი გადაყვანილია ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია