ბაღდათის საკრებულოს სხდომაზე სოციალურად დაუცველ ოჯახთა საშეშე მასალით დახმარების საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის განცხადებით, მათ გადაეცემათ დამზადებული შეშა, ნაცვლად ფულადი დახმარებისა.
"უმჯობესი იქნება მოსახლეობას მიუტანოთ შეშა, რათა თავიდან ავიცილოთ თანხის არამიზნობრივად გახარჯვის ფაქტები. რაც შეეხება შეშის რაოდენობას, ეს განისაზღვრება პრიორიტეტების მიხედვით. მაგალითად, მარტოხელებს მიუტანთ ერთ კუბამეტრ საშეშე მასალას, ხოლო მრავალშვილიანებს - სამს და ა.შ. ამ ეტაპზე მონიშნულია რამდენიმე ტყეკაფი, სადაც დაახლოებით 7000 კუბამეტრი შეშის მოჭრა იქნება შესაძლებელი", - განცხადა გეგეშიძემ.
გამგებლის ამ ინიციატივამ საკრებულოს დეპუტატების აზრი ორად გაყო.