სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს გზა თუ გააკეთეს, შესაძლოა რუსები გადმოვიდნენ და ჩვენც დაგვიპყრონ"
 "ეს გზა თუ გააკეთეს, შესაძლოა რუსები გადმოვიდნენ და ჩვენც დაგვიპყრონ"

სა­ცხე­ნე ყვარ­ლის რა­ი­ონ­ში სა­ზღვრის­პი­რა სო­ფე­ლია. ავა­რეთ-კა­ხე­თის გზა, რო­მელ­მაც რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თან უნდა და­ა­კავ­ში­როს, მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ სო­ფელ­ზე გა­ივ­ლის. სო­ფელ­ში 20-მდე ოჯა­ხი ცხოვ­რობს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ავა­რეთ-კა­ხე­თის გზის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბით შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

"პუ­ტინს რა აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რის­თვის სჭირ­დე­ბა ეს გზა? რო­კის გვი­რა­ბი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, 2008 წელს ასე უც­ბად ვერ შე­მო­იყ­ვან­და ტან­კებს. ეს რომ გა­თხა­რონ, აქ 1 სა­ათ­ში შე­მოვ­ლენ. ტან­კე­ბით ეგ­რე­ვე შე­მოვ­ლენ გვი­რა­ბი­დან. რო­კის გვი­რაბ­ზე ახ­ლო­საა ეს", - აცხა­დებს სოფ­ლის მკვიდ­რი თენ­გიზ ქენ­ქა­ძე.

"თუ ასე­თი და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იქნა, რო­გორც ამ­ჟა­მად არის, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი სო­ფე­ლი სა­ში­ში ზონა იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია რუ­სე­თი გად­მო­ვი­დეს და ჩვენც დაგ­ვი­პყროს, რო­გორც გორ­შია, ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა იყოს", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ნა­თია ჩა­ჩა­ნი­ძე.

სა­რუ­სო, თივი და ჩან­თლის­ყუ­რე - ეს სა­ცხე­ნეს მე­ზო­ბელ ლე­კე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბია. სა­მი­ვე სო­ფელ­ში 2000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და ბევრ მათ­განს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც აქვს. ლე­კე­ბი სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბას და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ.

"როცა გა­ვი­გეთ, რომ ეს გზა იხ­სნე­ბა, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, ყვე­ლას გა­უ­ხარ­და იმი­ტომ, რომ მოკ­ლეც არის. ჩვენ ხომ მეტი წილი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ აქ. ესე­ნი გა­და­დი­ან ვლა­დი­კავ­კა­ზი­დან, აქე­დან შორს არის და ძვი­რი ღირს", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს სო­ფელ სა­რუ­სოს მკვიდრმა ნუ­რიკ მა­გა­მე­დი­როვ­მა.

"გზა იყოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ნა­თე­სა­ვე­ბი ვნა­ხოთ, დის­შვი­ლე­ბი, ძმის­შვი­ლე­ბი იქ არი­ან. ჩვე­ნი ხალ­ხი სულ იქ არის, 20 წე­ლია არ მი­ნა­ხავს ისი­ნი", - ამ­ბობს მა­დი­ნათ რა­მა­ზა­ნო­ვა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"ეს გზა თუ გააკეთეს, შესაძლოა რუსები გადმოვიდნენ და ჩვენც დაგვიპყრონ"

 "ეს გზა თუ გააკეთეს, შესაძლოა რუსები გადმოვიდნენ და ჩვენც დაგვიპყრონ"

საცხენე ყვარლის რაიონში საზღვრისპირა სოფელია. ავარეთ-კახეთის გზა, რომელმაც რუსეთი საქართველოსთან უნდა დააკავშიროს, მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, ამ სოფელზე გაივლის. სოფელში 20-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის დაწყებით შეშინებულები არიან.

"პუტინს რა აქვს ჩაფიქრებული, რისთვის სჭირდება ეს გზა? როკის გვირაბი რომ არ ყოფილიყო, 2008 წელს ასე უცბად ვერ შემოიყვანდა ტანკებს. ეს რომ გათხარონ, აქ 1 საათში შემოვლენ. ტანკებით ეგრევე შემოვლენ გვირაბიდან. როკის გვირაბზე ახლოსაა ეს", - აცხადებს სოფლის მკვიდრი თენგიზ ქენქაძე.

"თუ ასეთი დაძაბული მდგომარეობა იქნა, როგორც ამჟამად არის, რა თქმა უნდა, ჩვენი სოფელი საშიში ზონა იქნება. შესაძლებელია რუსეთი გადმოვიდეს და ჩვენც დაგვიპყროს, როგორც გორშია, ისეთი მდგომარეობა იყოს", - ამბობს ადგილობრივი ნათია ჩაჩანიძე.

სარუსო, თივი და ჩანთლისყურე - ეს საცხენეს მეზობელ ლეკებით დასახლებული სოფლებია. სამივე სოფელში 2000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ბევრ მათგანს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. ლეკები საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას დადებითად აფასებენ.

"როცა გავიგეთ, რომ ეს გზა იხსნება, ძალიან გაგვიხარდა, ყველას გაუხარდა იმიტომ, რომ მოკლეც არის. ჩვენ ხომ მეტი წილი რუსეთის მოქალაქეები ვართ აქ. ესენი გადადიან ვლადიკავკაზიდან, აქედან შორს არის და ძვირი ღირს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ სარუსოს მკვიდრმა ნურიკ მაგამედიროვმა.

"გზა იყოს, აუცილებელია. ნათესავები ვნახოთ, დისშვილები, ძმისშვილები იქ არიან. ჩვენი ხალხი სულ იქ არის, 20 წელია არ მინახავს ისინი", - ამბობს მადინათ რამაზანოვა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა