ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში
"ილიაუნიში" მომხდარ მკვლელობას ცნობილი "ფეისბუქ-მომხმარებლები" ეხმაურებიან.
ნინო დანელია, ჟურნალისტი და მედიაკრიტიკოსი:
"ქალებო, გვეყო ეს უბედურება! დავიცვათ თავი და ერთმანეთი. გავიდეთ ქუჩაში, მოვიხმოთ წესიერი კაცები და ვაიძულოთ ეს სულელი მთავრობა, რომ ირეაგიროს! ამ სულელ მინისტრს კი გავაგებინოთ, რომ "უბრალოდ ქმრები კლავენ ცოლებს" არ უნდა თქვას! ეს ნათქვამი კატასტროფაა და ამისათვის წესიერ ქვეყნებში მას თანამდებობიდან გადადგომა მოუწევდა. ჩვენ არ ვართ წესიერი ქვეყანა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავი უნდა დავიცვათ ამ მოძალადე კრიმინალებისა და მათი დამცველებისგან! ფსიხ!
ჯერ ქალებს ვუშველოთ და ქვეყანას ქალები უშველიან... ქალები უნდა გავიდეთ ქუჩაში და წესიერი კაცები ამოგვიდექით მხარში".
ნესტან კირთაძე, "ქართულ, აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის" პრეზიდენტი:
"სასტიკი ძალადობა და ყოველდღიური მკვლელობების დაუსრულებელი
ქრონიკა საქართველოში
სოციალური ქსელები ყოველდღე სისასტიკისა და მკვლელობების დაუსრულებელ ქრონიკას აქვეყნებენ, კიდევ ერთი მკვლელობის შესახებ ამ წამს გავრცელდა.
კვლავ ყოფილმა ქმარმა მოკლა ...
ვიღაც სტატისტიკას დადებს ახლა, ვიღაც სრულიად გულწრფელ ემოციას...
და მაინც რა ხდება?
დედის გინებიდან - დედებისა და ქალების მასობრივ მკვლელობაზე ისე გადავიდნენ მამაკაცები, რომ ეს ყოველდღიურ შემზარავ რეალობად იქცა.
მკვლელობა შვილების წინ, მკვლელობა საჯაროდ, სახალხოდ,
მკვლელობა მიპარვით, ყოფილი და ჯერ კიდევ ქმრები უსწორდებიან მეუღლეებს და რატომ?
გარდა რიტორიკული შეკითხვისა ამ მასობრივ სისასტიკეზე ააქვს პასუხი ვიმეს?!
ფსიქოლოგებს, სოიოლოგებს, სამართალდამცავებს, საზოგადოებას, ეკლესიას....
თუ ჯერ შესაფერი გრანტი არ მიგიღიათ ბატონებო?!
თუ სხვისი ჭირის ქართული ფილოსოფიაა უფრო ძლიერი, თუ ასეთი ვენდეტა ყოვედღიური ყოფის ნაწილად უნდა იქცეს?????
ხვალ გვიან იქნება, ძალიან გვიან....".
ირაკლი ვაჭარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელი:
"თუ მეძუძურ დედას რძე არ აქვს, გასაშვებია სახლიდან. ძროხა რომ არ იწველება, კლავენ. ქალი ძროხაა" სამედიცინოს ერთ-ერთი ქალი ლექტორი, დღეს უთქვამს სტუდენტებისთვის, პრაქტიკული მეცადინეობის დროსო წერს ფბ მომხმარებელი Mariam Kasrashvili.
სანამ ეს ლექტორი ქალი ქალებს სიტყვებით კლავდა, ამასობაში ილიას უნივერსიტეტში ყოფილი ქმარი რეალურად კლავდა ყოფილ ცოლს და მერე თავიც მოიკლა იქვე.
ღარიბაშვილი კი მიშას დევნით არის გართული, უსუფაშვილი ბიძინას ქებით".
გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:
"ის საშინელება, რომ გახშირდა ქმრების მიერ ცოლების მკვლელობები ან მკვლელობის მცდელობები, ცხადია, მრავალ ინერციას, მათ შორის ქალის განივთების პრობლემას უკავშირდება და იმით, რომ სიყვარული უკონტროლოა და ტრა-ლა-ლა ძნელად მართლდება. ბოდიშს კი ვიხდი ამ რთულ წუთებში (...) ლირიკული გადახვევისთვის, მაგრამ გალაკტიონის ,,და სიყვარულის ასე მოთმენა'' უფრო მაღალი ამბავი მგონია. და მით უფრო ამაზრზენია - "რა იცი რა გაუკეთა და როგორ გაამწარა, ეგებ ღირსი იყო''. ამ წუთებში ბლომად წავაწყდი ასეთ კომენტარებს, ინფორმაციის კომენტარებში. ჩემი სტატუსიც ამ კომენტატორებს ეძღვნება და არა ტრაგედიის მონაწილეებს".
რამაზ გიგაური, ასტროლოგი:
"ნელ-ნელა ქრისტიანულ-ფუნდამენტალისტურ-სადისტურ ქვეყნად ჩამოვყალიბდით თუ რა გვჭირს?!
ეს არის სისტემური პრობლემა და საჭიროებს სისტემურ მიდგომას.
მამაკაცმა უნდა შეიგნოს, რომ ის საკუთარი ცოლის ან ყოფილი ცოლის მეპატრონე არ არის. ამის ჩაწნეხვა მამაკაცების ქვეცნობიერში ნებით თუ ძალით როგორღაც უნდა მოხდეს.
ქვეყანაში არის უმძიმესი ემოციური ფონი და ამას უნდა შეცვლა. ეს უნდა გაიაზროს ხელისუფლებამ და უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში უარესი შედეგები იქნება.
P.S. ახლა გამოვიდნენ და იქადაგონ სასულიერო პირებმა, რომ "ქალის თავი არის მამაკაცი" და არა ღმერთი. ჯერ კაცი თავისი თავი უნდა იყოს, სხვისი "თავი" რომ გახდეს".
მაკა წივწივაძეს რამდენიმე საათის წინ "ილიაუნში" ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ის "ბრიტანული საბჭოს" თანამშრომელი იყო, რომელიც "ილიაუნის" სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლიდა.
არსებული ინფორმაციით, ის ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
წივწივაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გადაიყვანა, თუმცა, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.