თანამედროვე კინოს 6 ყველაზე სულისშემძვრელი სცენა

თანამედროვე კინოს 6 ყველაზე სულისშემძვრელი სცენა

გადავწყვიტეთ, წარმოგიდგინოთ თანამედროვე კინემატოგრაფის ყველაზე ცრემლმდენი ეპიზოდები, რომლებიც დიდ სკეპტიკოსებსა და ტირილის არამოყვარულებსაც კი სევდიან ხასიათზე აყენებს. რასაკვირველია, აქ შეუძლებელია მოხვდეს ყველა იმ აღიარებული ფილმის კადრები, რომლებიც გვინახავს ან არ გვინახავს, თუმცა ექვსეული მაინც შედგა.

''მისტიკური მდინარე''

უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომელიც ბოლო წლებში შექმნილა და რასაკვირველია, შონ პენის ბრწყინვალე შესრულება... ვისაც ფილმი ნანახი აქვს, ვერასდროს დაივიწყებს კლინტ ისტვუდის ამ შედევრის ერთ ეპიზოდს, როდესაც შონ პენის პერსონაჟი, მოძველბიჭო, საეჭვო წარსულისა და აწმყოს მქონე ჯიმი მარკუმი დანაშაულის ადგილზე მიდის, სადაც პოლიციის თანამშრომლები არიან შეკრებილნი. ჯიმი ხვდება, რომ რამდენიმე ნაბიჯის იქით, თხრილში ჩაგდებული უსიცოცხლო სხეული მის შვილს ეკუთვნის. შონ პენი უდიდესი ოსტატობით ასახიერებს მამას, რომელმაც გააცნობიერა, რომ ქალიშვილი აღარ ჰყავს. ალბათ, ეს არის მასტერ-კლასი, სცენა, რომლის მიხედვითაც თეატრალურ უნივერსიტეტში მსახიობობას უნდა ასწავლიდნენ.

''ნათლია''

ფრენსის ფორდ კოპოლას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ვისაც კინემატოგრაფი ოდნავ მაინც უყვარს, მას აუცილებლად აქვს ნანახი მარიო პიუზოს ნაწარმოების, ''ნათლიას'' მიხედვით გადაღებული კინოსაგა, რომელიც დიდი ხანია, კლასიკად იქცა. ჩვენ კი გამოვყოფთ ერთ გამორჩეულ მომენტს, სხვა შესანიშნავ ეპიზოდებს შორის, ფილმის მესამე ნაწილის ფინა-ლურ აკორდს, როდესაც ალ პაჩინოს პერსონაჟს თვალწინ, ოპერის კიბეებზე, ქალიშვილს მოუკლავენ. საგულისხმოა, თუ როგორ აქვს რეჟისორს ეს პასაჟი გადაწყვეტილი _ პაჩინოს გმირი საშინლად ხავის, მაგრამ მისი ხმა ჯერ არ ისმის და მხოლოდ მოგვიანებით ''შემოდის'' კადრში. რასაკვირველია, ეს ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს, თუმცა მსახიობის მიმიკა და სიტუაციის შეფასება ნამდვილად ქების ღირსია.

''მკვდარი პოეტების საზოგადოება''

პიტერ ვიერის 1989 წელს გამოსული დრამა დახურული ვაჟთა სკოლის შესახებ, სადაც ახალგაზრდა ჭაბუკურ სულებს გადამრჩენელად ლიტერატურის მასწავლებელი მოევლინება, რო-ბინ უილიამსის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო როლად მიიჩნევა. ''ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო'' _ უოლტ უიტმენის შესანიშნავი პწკარები ფილმის მსვლელობისას თავს გვამახსო-ვრებს. ბოლოს, დიდი ტრაგედიის შემდეგ, საყვარელ მასწავლებელს ბიჭები მერხზე ასვლითა და ამ ფრაზით აცილებენ. სწორედ ასე დაემშვიდობა მთელი მსოფლიო მცირე ხნის წინ რობინ უილიამსსაც...

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება