საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დასაჯეს სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გაბრაზებულმა კონკურსანტებმა
როგორ დასაჯეს სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გაბრაზებულმა კონკურსანტებმა

თა­თია დო­ნა­ძე გა­სულ კვი­რას ბოდ­რუმ­ში გა­მარ­თულ კონ­კურ­სზე "მის სამ­ყა­როს ფო­ტო­მო­დე­ლი 2014" ვიცე-მისი გახ­და. კონ­კურ­სი უკვე შვი­დი წე­ლია არ­სე­ბობს, ყო­ველ­თვის ბოდ­რუმ­ში იმარ­თე­ბა და მას­ში ოცი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. 26 წლის თა­თია ყო­ფი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე და სა­ქარ­თვე­ლოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნია. 2011 წელს პრო­ექტ "ნი­ჭი­ერ­ში" ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­მოს­ვლით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და­ტო­ვა.

ახლა ერთ-ერთ ბან­კში მუ­შა­ობს, გა­ნათ­ლე­ბით ბიზ­ნეს-ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მა­გის­ტრია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ფე­სია აირ­ჩია, ხან­და­ხან, რო­გორც თა­ვად უწო­დებს – ჰო­ბის უბ­რუნ­დე­ბა და ჩვე­ნე­ბებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს.

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ბავ­შვო­ბი­დან ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვი­ყა­ვი. ხში­რად დავ­დი­ო­დი სა­ზღვარ­გა­რეთ, მქონ­და გა­მოს­ვლე­ბი, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 2011 წელს "ნი­ჭი­ერ­ში" გა­მოს­ვლი­სას გა­მიც­ნო. ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მა­ნამ­დე ყვე­ლა მიც­ნობ­და. ტან­ვარ­ჯი­ში საკ­მა­ოდ ხან­მოკ­ლე სპორ­ტია, მაქ­სი­მუ­მი 20-22 წლამ­დეა. შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი რთულ­დე­ბა. ტრავ­მე­ბი გაქვს, წო­ნა­ში იმა­ტებ, დატ­ვირ­თვას ვე­ღარ უძ­ლებ. 20 წლის ვი­ყა­ვი, სპორ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა რომ და­ვას­რუ­ლე. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი გახ­ლდით, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი, ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი. "ნი­ჭი­ერ­ში" გა­მოს­ვლა რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს, თა­ვი­დან ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, მაგ­რამ ტან­ვარ­ჯიშს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ და გა­დავ­წყვი­ტე, მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­მე­ტა­ნა, რომ არ­სე­ბობს ასე­თი ლა­მა­ზი სპორ­ტი.

- სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა რო­დის და­ი­წყე?

- ჯერ კი­დევ აქ­ტი­უ­რი სპორ­ტით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­დე­საც 2008 წელს "მის სა­ქარ­თვე­ლო­ში" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ოც კონ­კურ­სანტს შო­რის მოვ­ხვდი. იმ წელს ხა­თუ­ნა სხირტლა­ძემ გა­ი­მარ­ჯვა. თავს მო­დე­ლად არ მი­ვიჩ­ნევ, მაგ­რამ მას შემ­დეგ ჩვე­ნე­ბებ­ზეც გა­მოვ­დი­ო­დი.

- ბოდ­რუმ­ში კონ­კურ­სზე რო­გორ მოხ­ვდი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ კონ­კურ­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი – ია სი­რა­ნაშ­ვი­ლი და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, რომ წი­ნა­შე­სარ­ჩევ ტურ­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­დაც ჩემ­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი. 22 სექ­ტემ­ბრი­დან 2 ოქ­ტომ­ბრამ­დე ვი­ყა­ვი ბოდ­რუმ­ში. საკ­მა­ოდ გრძე­ლი წი­ნა­შე­სარ­ჩე­ვი პე­რი­ო­დი გვქონ­და. ქარ­თულ­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა სა­მოს­მა სა­უ­კე­თე­სოს ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა, მე კი სა­მე­ულ­ში შე­ვე­დი და პირ­ვე­ლი ვიცე-მისი გავ­ხდი. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რაც მთა­ვა­რია, ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. - ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ კონ­კურ­სებ­ზე, ძი­რი­თა­დად, ჩა­წყო­ბე­ბია.- მეც ასე­თი შე­მარ­თე­ბით წა­ვე­დი, ტოპ­სა­მე­ულ­ში მოხ­ვედ­რა­ზე არც მი­ოც­ნე­ბია, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტარ­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რუსი გო­გო­ნა გახ­და, მე­ო­რე ვიცე-მისი - იტა­ლი­ე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლია.

- რა პრი­ზე­ბი მი­ი­ღე?

- ორ­კვი­რი­ა­ნი საგ­ზუ­რი ბოდ­რუმ­ში, ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში, გვირ­გვი­ნი, სა­ღა­მოს კაბა და პარ­ფი­უ­მე­რი­ის კუ­თხით ბევ­რი სა­ჩუ­ქა­რი. აქამ­დეც ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, რომ მო­დე­ლო­ბის­თვის დრო გა­მო­მე­ნა­ხა. მე ვარ ერთ-ერთი ბან­კის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლის ჰო­ბიც მო­დე­ლო­ბაა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

როგორ დასაჯეს სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გაბრაზებულმა კონკურსანტებმა

როგორ დასაჯეს სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გაბრაზებულმა კონკურსანტებმა

თათია დონაძე გასულ კვირას ბოდრუმში გამართულ კონკურსზე ''მის სამყაროს ფოტომოდელი 2014'' ვიცე-მისი გახდა. კონკურსი უკვე შვიდი წელია არსებობს, ყოველთვის ბოდრუმში იმართება და მასში ოცი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 26 წლის თათია ყოფილი ტანმოვარჯიშე და საქართველოს სამგზის ჩემპიონია. 2011 წელს პროექტ ''ნიჭიერში'' ორიგინალური გამოსვლით მთელი საქართველო აღფრთოვანებული დატოვა.

ახლა ერთ-ერთ ბანკში მუშაობს, განათლებით ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრია. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პროფესია აირჩია, ხანდახან, როგორც თავად უწოდებს – ჰობის უბრუნდება და ჩვენებებშიც მონაწილეობს.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან ტანმოვარჯიშე ვიყავი. ხშირად დავდიოდი საზღვარგარეთ, მქონდა გამოსვლები, ინტერვიუები, მაგრამ საქართველოში ფართო საზოგადოებამ 2011 წელს ''ნიჭიერში'' გამოსვლისას გამიცნო. ჩემს საქმიანობაში მანამდე ყველა მიცნობდა. ტანვარჯიში საკმაოდ ხანმოკლე სპორტია, მაქსიმუმი 20-22 წლამდეა. შემდეგ ყველაფერი რთულდება. ტრავმები გაქვს, წონაში იმატებ, დატვირთვას ვეღარ უძლებ. 20 წლის ვიყავი, სპორტული საქმიანობა რომ დავასრულე. ამ პერიოდში საქართველოს სამგზის ჩემპიონი გახლდით, საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე ვიყავი. ''ნიჭიერში'' გამოსვლა რომ შემომთავაზეს, თავიდან ვერც წარმომედგინა, მაგრამ ტანვარჯიშს საქართველოში ნაკლებად იცნობენ და გადავწყვიტე, მაყურებლამდე მიმეტანა, რომ არსებობს ასეთი ლამაზი სპორტი.

- სამოდელო საქმიანობა როდის დაიწყე?

- ჯერ კიდევ აქტიური სპორტით ვიყავი დაკავებული, როდესაც 2008 წელს ''მის საქართველოში'' მივიღე მონაწილეობა და ოც კონკურსანტს შორის მოვხვდი. იმ წელს ხათუნა სხირტლაძემ გაიმარჯვა. თავს მოდელად არ მივიჩნევ, მაგრამ მას შემდეგ ჩვენებებზეც გამოვდიოდი.

- ბოდრუმში კონკურსზე როგორ მოხვდი?

- საქართველოში ამ კონკურსის წარმომადგენელი – ია სირანაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ წინაშესარჩევ ტურში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ჩემზე შეაჩერა არჩევანი. 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ვიყავი ბოდრუმში. საკმაოდ გრძელი წინაშესარჩევი პერიოდი გვქონდა. ქართულმა ნაციონალურმა სამოსმა საუკეთესოს ტიტული მოიპოვა, მე კი სამეულში შევედი და პირველი ვიცე-მისი გავხდი. ძალიან მიხარია, რომ ვმონაწილეობდი, რაც მთავარია, ჩემთვის წარმატებით დასრულდა. - ხშირად ამბობენ, რომ კონკურსებზე, ძირითადად, ჩაწყობებია.- მეც ასეთი შემართებით წავედი, ტოპსამეულში მოხვედრაზე არც მიოცნებია, მაგრამ ძალიან სამართლიანად ჩატარდა. გამარჯვებული რუსი გოგონა გახდა, მეორე ვიცე-მისი - იტალიელი, რომელიც თავის ქვეყანაში საკმაოდ წარმატებული მოდელია.

- რა პრიზები მიიღე?

- ორკვირიანი საგზური ბოდრუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, გვირგვინი, საღამოს კაბა და პარფიუმერიის კუთხით ბევრი საჩუქარი. აქამდეც ყოველთვის ვცდილობდი, რომ მოდელობისთვის დრო გამომენახა. მე ვარ ერთ-ერთი ბანკის ჩვეულებრივი თანამშრომელი, რომლის ჰობიც მოდელობაა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"