პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს ადამიანები გადადგებოდნენ" - ვის უცხადებს უნდობლობას "ილიაუნის" ყოფილი ლექტორი
"ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს ადამიანები გადადგებოდნენ" - ვის უცხადებს უნდობლობას "ილიაუნის" ყოფილი ლექტორი

"ილი­ა­უ­ნის" ყო­ფი­ლი ლექ­ტო­რი გი­ორ­გი თუ­მა­ნიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სას­წავ­ლე­ბელ­ში დღეს მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დებს.

"მოკ­ლედ, ვინ ვის­თან "წევს" მისი საქ­მეა.

ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ხელ­შე­უ­ვა­ლია.

დღი­თი­დღე მივ­დი­ვართ... სა­დღაც...

საქ­მე იმა­შია, რომ ამ ნი­უ­სე­ბით გაბ­რუ­ე­ბულ­ნი, ვერც იმის დროს ვნა­ხუ­ლობთ, რომ დავ­ფიქ­რდეთ, გა­ვი­აზ­როთ და ამ გა­აზ­რე­ბის შე­დე­გად ვი­მოქ­მე­დოთ...

და­ბა­დე­ბი­დან ყვე­ლა თა­ნას­წო­რია.

ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებს.

და კი­დევ... აი კა­ცის­თვის მი­სა­ღე­ბია და ქალ­მა რომ გვერ­დზე გა­ი­ხე­დოს - მო­საკ­ლა­ვია - ამ "ტრა­დი­ცი­ით" გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის აღ­ზრდა. ჩვენ ხომ "ვი­ცით" რას ვა­კე­თებთ. ეს ხომ ჩვენ ვართ. სა­ქარ­თვე­ლო.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ალ­ბათ, რომ ქუ­ჩა­ში ცო­ცხლად და­კი­დონ მომ­დევ­ნო მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მსხვერ­პლი, მრა­ვალ­ჯერ, ცო­ცხე­ბი­თაც აწ­ვა­ლონ, დაწ­ვან, თან არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბო­დეს, თან სხვას ახა­ლი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სკა­მი უნ­დო­დეს... პატ­რი­არ­ქმა და­ლო­ცოს... და 100 000 რამ ერ­თდრო­უ­ლად, რომ "სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია" გა­მო­ვავ­ლი­ო­ნოთ. ჩვენ... რჩე­ულ­მა ერმა... ერმა ვა­ჟა­სი, ილი­ა­სი, აკა­კის... და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის.... ტფუ!

კი... NATO-ში უნდა მიგ­ვი­ღონ, შეგ­ვეხ­ვე­წონ, რომ შე­ვი­დეთ. ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა... კი...

სად ვართ შე­საშ­ვე­ბი რე­ა­ლუ­რად? პრაქ­ტი­კუ­ლად პა­პუ­ა­სე­ბი ვართ! მთლი­ა­ნო­ბა­ში, რო­გორც ერი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო დღეს. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, მა­ყუ­რე­ბელ­ნი, კაი მჭა­მელ­ნი, დამ­რტყმელ­ნი და ის­პალ­ნი­წე­ლე­ბი... ტფუ!

***

მე უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებ მოქ­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას!

მთელ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს. ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყვე­ლა ზედა რგო­ლის მე­ნე­ჯერს. მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო.

ასე­ვე უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებ სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მედ პარ­ლა­მენტს!

ასე­ვე უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექტს, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში!

ეს არ არის მო­წო­დე­ბა. ეს არის ჩემი, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის დღე­ვან­დე­ლი პო­ზი­ცია!

***

რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებ ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს, გიგა ზე­და­ნი­ას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს და­ვით აფ­რა­სი­ძეს და უნი­ვერ­სი­ტე­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს. ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დად­გე­ბოდ­ნენ. მათ ვერ შეძ­ლეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. დღე­ვან­დელ შემ­თხვე­ვას შე­იძ­ლე­ბა არა­ერ­თი მსხვერ­პლი ყო­ლო­და. მათ შო­რის სტუ­დენ­ტე­ბის და სხვა პი­რე­ბის სა­ხით.

ვუ­ცხა­დებ უნ­დობ­ლო­ბას და ვი­თხოვ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ყე­ნე­ბას!

ეს არის ჩემი, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის პო­ზი­ცია და არა რო­გორც სა­მარ­თლის სკო­ლის ყო­ფი­ლი დე­კა­ნის ან/და პრო­ფე­სო­რის (ამით სპე­კუ­ლი­რე­ბა რომ არ და­ი­წყოთ).

ვინც იზი­ა­რებს, შე­გიძ­ლი­ათ და­ას­ტა­ტუსოთ ან და­ა­შე­ა­როთ. ასე­ვე გა­ა­კე­თოთ google.doc გან­ცხა­დე­ბის ტექ­სტით და მო­ვა­წე­როთ ხელი.

ადა­მი­ა­ნე­ბი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნდა იყ­ვნენ და­ცულ­ნი, ქვე­ყა­ნა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ.

გა­ვა­ტა­რებთ... არა­ფე­რი არ შე­იც­ვლე­ბა. არ­სად და არას­დროს. თუ არ მოგ­წონს - შეც­ვა­ლე!", - წერს თუ­მა­ნიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, მაკა წივ­წი­ვა­ძეს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ "ილი­ა­უნ­ში" ყო­ფილ­მა ქმარ­მა ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა. ის "ბრი­ტა­ნუ­ლი საბ­ჭოს" თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, რო­მე­ლიც "ილი­ა­უ­ნის" სტუ­დენ­ტებს ინ­გლი­სურ ენას ას­წავ­ლი­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ყო­ფილ­მა ქმარ­მა ლექ­ცი­ი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით თა­ვის არე­ში რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

წივ­წი­ვა­ძე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ "რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში" გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა, ექი­მე­ბის შე­ფა­სე­ბით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო, რის გა­მოც პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ნა­ხეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბა თეგ­ზე #ტრა­გე­დია ილი­ა­უ­ნი­ში

"ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს ადამიანები გადადგებოდნენ" - ვის უცხადებს უნდობლობას "ილიაუნის" ყოფილი ლექტორი

"ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს ადამიანები გადადგებოდნენ" - ვის უცხადებს უნდობლობას "ილიაუნის" ყოფილი ლექტორი

"ილიაუნის" ყოფილი ლექტორი გიორგი თუმანიშვილი სოციალურ ქსელში სასწავლებელში დღეს მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გადადგომისკენ მოუწოდებს.

"მოკლედ, ვინ ვისთან "წევს'' მისი საქმეა.

ადამიანის სიცოცხლე ხელშეუვალია.

დღითიდღე მივდივართ... სადღაც...

საქმე იმაშია, რომ ამ ნიუსებით გაბრუებულნი, ვერც იმის დროს ვნახულობთ, რომ დავფიქრდეთ, გავიაზროთ და ამ გააზრების შედეგად ვიმოქმედოთ...

დაბადებიდან ყველა თანასწორია.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ახლობლებს.

და კიდევ... აი კაცისთვის მისაღებია და ქალმა რომ გვერდზე გაიხედოს - მოსაკლავია - ამ ,,ტრადიციით'' გავაგრძელოთ ჩვენი შვილების აღზრდა. ჩვენ ხომ ,,ვიცით'' რას ვაკეთებთ. ეს ხომ ჩვენ ვართ. საქართველო.

აუცილებელია ალბათ, რომ ქუჩაში ცოცხლად დაკიდონ მომდევნო მრავალრიცხოვანი მსხვერპლი, მრავალჯერ, ცოცხებითაც აწვალონ, დაწვან, თან არჩევნები ახლოვდებოდეს, თან სხვას ახალი თანამდებობრივი სკამი უნდოდეს... პატრიარქმა დალოცოს... და 100 000 რამ ერთდროულად, რომ ,,სამოქალაქო პოზიცია'' გამოვავლიონოთ. ჩვენ... რჩეულმა ერმა... ერმა ვაჟასი, ილიასი, აკაკის... დავით აღმაშენებლის.... ტფუ!

კი... NATO-ში უნდა მიგვიღონ, შეგვეხვეწონ, რომ შევიდეთ. ასოცირების შეთანხმება... კი...

სად ვართ შესაშვები რეალურად? პრაქტიკულად პაპუასები ვართ! მთლიანობაში, როგორც ერი, როგორც სახელმწიფო დღეს. მომხმარებლები, მაყურებელნი, კაი მჭამელნი, დამრტყმელნი და ისპალნიწელები... ტფუ!

***

მე უნდობლობას ვუცხადებ მოქმედ ხელისუფლებას!

მთელ მინისტრთა კაბინეტს. ძალოვანი უწყებების ყველა ზედა რგოლის მენეჯერს. მთლიანად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარების გამო.

ასევე უნდობლობას ვუცხადებ საქართველოს მოქმედ პარლამენტს!

ასევე უნდობლობას ვუცხადებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ამ დრომდე იყო საქართველოს ხელისუფლებაში!

ეს არ არის მოწოდება. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის დღევანდელი პოზიცია!

***

როგორც რიგითი მოქალაქე, უნდობლობას ვუცხადებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დავით აფრასიძეს და უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს ადამიანები გადადგებოდნენ. მათ ვერ შეძლეს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღევანდელ შემთხვევას შეიძლება არაერთი მსხვერპლი ყოლოდა. მათ შორის სტუდენტების და სხვა პირების სახით.

ვუცხადებ უნდობლობას და ვითხოვ დაუყოვნებლივ გადაყენებას!

ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია და არა როგორც სამართლის სკოლის ყოფილი დეკანის ან/და პროფესორის (ამით სპეკულირება რომ არ დაიწყოთ).

ვინც იზიარებს, შეგიძლიათ დაასტატუსოთ ან დააშეაროთ. ასევე გააკეთოთ google.doc განცხადების ტექსტით და მოვაწეროთ ხელი.

ადამიანები სასწავლო დაწესებულებაში უნდა იყვნენ დაცულნი, ქვეყანაზე აღარაფერს ვამბობ.

გავატარებთ... არაფერი არ შეიცვლება. არსად და არასდროს. თუ არ მოგწონს - შეცვალე!", - წერს თუმანიშვილი.

შეგახსენებთ, მაკა წივწივაძეს რამდენიმე საათის წინ "ილიაუნში" ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ის "ბრიტანული საბჭოს" თანამშრომელი იყო, რომელიც "ილიაუნის" სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლიდა.

არსებული ინფორმაციით, ის ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

წივწივაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გადაიყვანა, თუმცა, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს