უახლესი: მაკა წივწივაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა
ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში
"ილიაუნში" დაჭრილი ლექტორის დედის ვარაუდით, მის ყოფილ სიძეს დიღმის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძე მფარველობდა.
როგორც დაჭრილის დედამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი ყოფილი სიძე, რომლის სახელი და გვარიც ასევე ლაშა მაღრაძეა, ორჯერ ნასამართლევი და ამნისტირებულია.
მისივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარი პარალელური კლასელები იყვნენ და ისინი ერთად ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
დედის განმარტებით, მისმა შვილმა დაოჯახების შემდეგ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ნარკომანი იყო. მისი თქმით, ყოფილი სიძე მაკა წივწივაძეს ემუქრებოდა, რასთან დაკავშირებითაც პოლიციას მუდმივად ატყობინებდნენ, თუმცა "ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა".
"ყოველ დღე დანის ტრიალში ყავდა. მესიჯი გაუგზავნა, ლაშა მაღრაძემ დამარიგა, როგორ უნდა მოვიქცეო", - აღნიშნა დედამ.
ნახეთ ვიდეო: "მკვლელი შემოვიდა და იკითხა..." - თვითმხილველები ილიაუნში მომხდარ მკვლელობაზე