ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილი მაკა წივწივაძის ოპერაცია გრძელდება. წივწივაძის ახლობლების ინფორმაციით, რომლებიც საავადმყოფოსთან არიან შეკრებილი, ინგოროყვას კლინიკიდან ნეიროქირურგი გამოიძახეს.
მაკა წივწივაძეს ილიას სახელობის უნივერსიტეტში, რამდენიმე საათის წინ ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
მაკა წივწივაძე "ბრიტანული საბჭოს" თანამშრომელია, რომელიც "ილიაუნის" სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლიდა.
არსებული ინფორმაციით, ის ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" მას ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.