ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან "ილიაუნის" რექტორი გიგა ზედანია მივიდა. მან უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, მაკა წივწივაძეს პირადად არ იცნობდა.
მისივე თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ ექიმები დაჭრილის გადარჩენას შესძლებენ.
მაკა წივწივაძეს ილიას სახელობის უნივერსიტეტში, რამდენიმე საათის წინ ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
მაკა წივწივაძე "ბრიტანული საბჭოს" თანამშრომელია, რომელიც "ილიაუნის" სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლიდა.
არსებული ინფორმაციით, ის ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" მას ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.