ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში
ილიაუნში დაჭრილი ლექტორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური საავამდყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებულს თავში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.
"ჩემი ინფორმაციით, სამი ჭრილობა აქვს მიყენებული, პაციენტის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება", - განაცხადა "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა ნატა ხურციძემ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ამ წუთებში დაჭრილის დედა საავადმყოფოში შეუშვეს.