ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში
"ილიაუნში" დაჭრილი ლექტორის ახლობლები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მაკა წივწივაძის თანამშრომლები და მეგობრები ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იმყოფებიან, სადაც დაჭრილია გადაყვანილი.
როგორც თანამშრომლებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნეს, მაკა წივწივაძეს ქმარი მოკვლით ემუქრებოდა, რაზეც მან პოლიციას არაერთხელ მიმართა. მათი თქმით, მაკა წივწივაძე ერთი თვის განმავლობაში პატრულს სთხოვდა, რომ ქმრის მუქარის საწინააღმდეგოდ ზომები მიეღო, თუმცა ამაზე რეაგირება არ მომხდარა. თანამშრომლების ინფორმაციით, პირი, რომელმაც მაკა წივწივაძეს ესროლა მისი მეორე ქმარი იყო, რომელთანაც ერთი წელი ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, ყოფილ ქმარს მაკა წივწივაძე ზაფხულში დაშორდა.
ლექტორს ყოფილი ქმარი მუქარის წერილებს უგზავნიდა - რას ყვებიან სტუდენტები ტრაგედიაზე