ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაკა წივწივაძეს ყოფილი ქმარი ტელეფონით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა და ამის შესახებ პოლიცია საქმის კურსში იყო.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს ერთ-ერთმა სტუდენტმა განუცხადა, ლექტორები ამბობენ, რომ მაკა წივწივაძე ქმარს დაახლოებით თვენახევრის წინ გაშორდა და გაშორების დღიდან ტელეფონზე მისდიოდა მუქარის შემცველი შეტყობინებები.
სტუდენტის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მაკა წივწივაძე პოლიციაში დადიოდა და მუქარის შესახებ ატყობინებდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.