საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე სკანდალური ქართველი ქალი პოლიტიკოსები
ყველაზე სკანდალური ქართველი ქალი პოლიტიკოსები

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სი და­ცუ­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. თუმ­ცა ქალი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მუდ­მი­ვად ექ­ცე­ვი­ან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში და სკან­და­ლე­ბიც არ აკ­ლი­ათ. Ambebi.ge ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ.

მაია ნა­დი­რა­ძე

ქე­რათ­მი­ან­მა და მომ­ხიბ­ვლელ­მა მაია ნა­დი­რა­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­ი­პყრო. ის ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტთა პარ­ტი­ის წევ­რი იყო, მე­გობ­რობ­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად არ­ჩე­ვა­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე გა­ა­კე­თა და მისი გუნ­დის წევ­რი გახ­და. მის სა­ხელს რამ­დე­ნი­მე სკან­და­ლი უკავ­შირ­დე­ბა, ერთ-ერთი სკან­და­ლი მისი ოჯა­ხის წევ­რს, კონ­კრე­ტუ­ლად მის მე­უღ­ლეს უკავ­შირ­დე­ბო­და. ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო და­ნიშ­ნუ­ლი და პოს­ტი 2006 წელს და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. მაია ნა­დი­რა­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სკან­და­ლუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი­თაც და­ა­მახ­სოვ­რა თავი. მაია ნა­დი­რა­ძემ წლე­ბის წინ პო­ლი­ტი­კა და­ტო­ვა და 2012 წელს "ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში" გა­მარ­თულ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ყრი­ლო­ბა­ზე გა­მოჩ­ნდა. რა გახ­და მისი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის მი­ზე­ზი, კონ­კრე­ტუ­ლად უც­ნო­ბია.

მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე მუდ­მი­ვად სკან­და­ლებ­შია გახ­ვე­უ­ლი. ის არ ერი­დე­ბა ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯა მოჰ­ყვე­ბა და ხში­რად მას უხამ­სი სი­ტყვე­ბი­თაც ამ­კო­ბენ. ბოლო სკან­და­ლი, რო­მე­ლიც მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, "ფე­ის­ბუ­ქის" ერთ-ერთ პოსტს ეხე­ბა, სა­დაც წერ­და - "როცა სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბით ილან­ძღე­ბი­ან, ყოვ­ლად უზ­ნეო და ამო­რა­ლურ პოს­ტებს და­გი­დე­ბენ [..] აი მერე მე­უღ­ლემ, ან ძმამ ან შვილ­მა მარ­თლა შუბ­ლი რომ გა­უხვრი­ტოს, მერე არ გვი­თხრას ვინ­მემ, კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა დამ­ძიმ­დაო". ამ გან­ცხა­დე­ბას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, რის გა­მოც ვიცე-სპი­კერ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თა.

ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე არა­სო­დეს კონ­ტაქ­ტობ­და პრე­სას­თან, არც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით სარ­გებ­ლობ­და და არც ხმა­უ­რი­ან წვე­უ­ლე­ბებ­ზე და­დი­ო­და, მაგ­რამ მის სა­ხელს სკან­და­ლი და ყუ­რა­დღე­ბა არ აკ­ლია. მა­შინ, როცა ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში, კალ­მა­ხე­ლი­ძე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნეს, პირ­ვე­ლად სა­კუ­თა­რი გა­ნათ­ლე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კეს. ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ჩხე­რე­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდა მი­ნის­ტრი აკა­კი წე­რეთ­ლის საფ­ლავს ეძებ­და, უნ­დო­და მისი საფ­ლა­ვი ყვა­ვი­ლე­ბით შე­ემ­კო...

ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძემ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა 2012 წელს, ცი­ხის კა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა. ამ­ბო­ბენ, რომ ის პი­რა­დად უყუ­რებ­და პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბას და ა.შ. თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ის დრო­ე­ბით სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და და და­კი­თხვა­ზეც იმ­ყო­ფე­ბო­და.

ეკა ბე­სე­ლია

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, ეკა ბე­სე­ლია შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი პო­ლი­ტი­კო­სია. მის სა­ხელს არა­ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს უკავ­ში­რე­ბენ. ყვე­ლა­ზე ხში­რად ოპო­ნენ­ტე­ბი მას პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ, თუმ­ცა თა­ვად ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ამა­ყობს. დე­დას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა სკან­და­ლუ­რო­ბით მისი ვაჟი რატი მი­ლო­რა­ვა, რომ­ლის სა­ხელ­საც სხვა­დას­ხვა ინ­ცი­დენტს უკავ­ში­რე­ბენ.

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი

უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ბოლო სკან­და­ლი, რო­მე­ლიც მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, ის არის, რომ პარ­ლა­მენ­ტა­რი ქმარს და­შორ­და და "ფორბსის" რე­დაქ­ტორს გაჰ­ყვაო, მაგ­რამ თა­ვად ამ ამ­ბავს უარ­ყოფს. ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი ხში­რად აკ­რი­ტი­კებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლურ სის­ტე­მა­ში და­რი­გე­ბუ­ლი პრე­მი­ე­ბის ამ­ბა­ვი სწო­რედ მან გა­ახ­მა­უ­რა. ის ხში­რად აქ­ვეყ­ნებს იმ პირ­თა სიას, რომ­ლე­ბიც მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ნა­თე­სა­ო­ბის გამო და­ი­ნიშ­ნენ წამ­ყვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. რო­გორც სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

თინათინი
0

ახლა ამათნაირებს "სკანდალურებს" უწოდებენ, ადრე უფრო სხვანაირად მოიხსენიებდნენ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ყველაზე სკანდალური ქართველი ქალი პოლიტიკოსები

ყველაზე სკანდალური ქართველი ქალი პოლიტიკოსები

საქართველოს პარლამენტში და მინისტრთა კაბინეტში გენდერული ბალანსი დაცული არასოდეს ყოფილა. თუმცა ქალი პოლიტიკოსები მუდმივად ექცევიან ყურადღების ცენტრში და სკანდალებიც არ აკლიათ. Ambebi.ge ყველაზე სკანდალური ქართველი პოლიტიკოსი ქალების შესახებ გიამბობთ.

მაია ნადირაძე

ქერათმიანმა და მომხიბვლელმა მაია ნადირაძემ საზოგადოების ყურადღება პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მიიპყრო. ის ტრადიციონალისტთა პარტიის წევრი იყო, მეგობრობდა ნინო ბურჯანაძესთან, თუმცა მოულოდნელად არჩევანი მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა და მისი გუნდის წევრი გახდა. მის სახელს რამდენიმე სკანდალი უკავშირდება, ერთ-ერთი სკანდალი მისი ოჯახის წევრს, კონკრეტულად მის მეუღლეს უკავშირდებოდა. ის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე იყო დანიშნული და პოსტი 2006 წელს დაატოვებინეს. მაია ნადირაძემ საზოგადოებას სკანდალური გამონათქვამებითაც დაამახსოვრა თავი. მაია ნადირაძემ წლების წინ პოლიტიკა დატოვა და 2012 წელს "ექსპო ჯორჯიაში" გამართულ ნაციონალების ყრილობაზე გამოჩნდა. რა გახდა მისი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი, კონკრეტულად უცნობია.

მანანა კობახიძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მუდმივად სკანდალებშია გახვეული. ის არ ერიდება ხმაურიანი განცხადებების გაკეთებას, რასაც საზოგადოების განსჯა მოჰყვება და ხშირად მას უხამსი სიტყვებითაც ამკობენ. ბოლო სკანდალი, რომელიც მანანა კობახიძის სახელს უკავშირდება, "ფეისბუქის" ერთ-ერთ პოსტს ეხება, სადაც წერდა - "როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ [..] აი მერე მეუღლემ, ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ, კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო". ამ განცხადებას ხმაური მოჰყვა, რის გამოც ვიცე-სპიკერმა მოგვიანებით განმარტებები გააკეთა.

ხათუნა კალმახელიძე

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე არასოდეს კონტაქტობდა პრესასთან, არც სოციალური ქსელით სარგებლობდა და არც ხმაურიან წვეულებებზე დადიოდა, მაგრამ მის სახელს სკანდალი და ყურადღება არ აკლია. მაშინ, როცა ახალგაზრდა ასაკში, კალმახელიძე სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნეს, პირველად საკუთარი განათლების გამო გააკრიტიკეს. ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, საჩხერეში მყოფი ახალგაზრდა მინისტრი აკაკი წერეთლის საფლავს ეძებდა, უნდოდა მისი საფლავი ყვავილებით შეემკო...

ხათუნა კალმახელიძემ დაკავებული თანამდებობა 2012 წელს, ციხის კადების გავრცელების შემდეგ დატოვა. ამბობენ, რომ ის პირადად უყურებდა პატიმრების წამებას და ა.შ. თანამდებობის დატოვების შემდეგ ის დროებით საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი თბილისში დაბრუნდა და დაკითხვაზეც იმყოფებოდა.

ეკა ბესელია

უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია შეიძლება ითქვას, ყველაზე სკანდალური პოლიტიკოსია. მის სახელს არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირებენ. ყველაზე ხშირად ოპონენტები მას პოლიტპატიმრების გათავისუფლების გამო აკრიტიკებენ, თუმცა თავად ამ გადაწყვეტილებით ამაყობს. დედას არ ჩამოუვარდება სკანდალურობით მისი ვაჟი რატი მილორავა, რომლის სახელსაც სხვადასხვა ინციდენტს უკავშირებენ.

ირმა ნადირაშვილი

უმცირესობის ლიდერი ირმა ნადირაშვილი ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა. ბოლო სკანდალი, რომელიც მის სახელს უკავშირდება, ის არის, რომ პარლამენტარი ქმარს დაშორდა და "ფორბსის" რედაქტორს გაჰყვაო, მაგრამ თავად ამ ამბავს უარყოფს. ირმა ნადირაშვილი ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას, პენიტენციალურ სისტემაში დარიგებული პრემიების ამბავი სწორედ მან გაახმაურა. ის ხშირად აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც მისი თქმით, ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ნათესაობის გამო დაინიშნენ წამყვან თანამდებობებზე. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, სახელმწიფო უწყებებში მისი ოჯახის წევრებიც იყვნენ დასაქმებული.

თამარ ბოჭორიშვილი