პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთს საქართველოში შემოსასვლელი ყვარლიდანაც ექნება
რუსეთს საქართველოში შემოსასვლელი ყვარლიდანაც ექნება

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბელ ახალ გზას, რომ­ლი­თაც და­ღეს­ტა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს, ყვარ­ლის რა­ი­ონს უნდა და­უ­კავ­შირ­დეს, ოპო­ზი­ცია მო­ღა­ლა­ტურ პრო­ექ­ტად მი­იჩ­ნევს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბად. სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის და ძეგლ­თა დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ნიკა რუ­რუა პრო­ექ­ტში სამ­ხედ­რო საფრ­თხე­საც ხე­დავს და აცხა­დებს, რომ ავა­რეთ-კა­ხე­თის გზა "კა­ხე­თის ცხინ­ვა­ლი­ზა­ცი­ას" გა­მო­იწ­ვევს და ოკუ­პან­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა ნე­ბის­მი­ერ დროს კა­ხე­თი­და­ნაც შე­ეძ­ლე­ბათ.

"რუ­სეთ­მა, რო­გორც ვი­ცით, და­ი­წყო 200-მდე კი­ლო­მეტ­რის გზის გაყ­ვა­ნა თა­ვი­სი 25 გვი­რა­ბით, ხი­დე­ბი­თა და ა.შ, რო­მე­ლიც უნდა შე­უ­ერ­თდეს სა­ქარ­თვე­ლოს, ყვარ­ლის მი­და­მო­ებ­ში. ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი რო­კის გვი­რა­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ეს იქ­ნე­ბა ტრა­გი­კუ­ლი შეც­დო­მა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­ქუც­მა­ცე­ბის რე­ა­ლუ­რი წი­ნა­პი­რო­ბა. პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა სა­მი­ნის­ტრო­ებ­მა უნდა მო­ი­პო­ვონ ინ­ფორ­მა­ცია და თუ სად­მე მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი და უკი­დუ­რე­სად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო შე­თან­ხმე­ბა რუ­სეთ­თან არა­ფორ­მა­ლურ დო­ნე­ზე არ­სე­ბობს, ის უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ანუ­ლი­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ნიკა რუ­რუ­ამ.

ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ეჭ­ვობს, რომ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს შო­რის გზის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბა არ­სე­ბობს. რუ­რუ­ას თქმით, რუ­სეთს რომ არ ჰქო­ნო­და რა­ი­მე გა­რან­ტია სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან, 2,5 მი­ლი­არ­დი­ან პრო­ექტს არ და­ი­წყებ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პრო­ექტს ძი­რი­თა­დად ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სე­ბენ, ოპო­ზი­ცი­ის მწვა­ვე კრი­ტი­კას არ იზი­ა­რე­ბენ, თუმ­ცა გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ებ­ზე მა­ინც სა­უბ­რო­ბენ.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ჯა­ლა­ღო­ნია მი­იჩ­ნევს, რომ ავა­რო-კა­ხე­თის გზა გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ებს შე­ი­ცავს და ნამ­დვი­ლად ყუ­რადსა­ღე­ბია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ეს ჩვე­ნი სა­ზღვრის სი­ახ­ლო­ვეს შენ­დე­ბა.

უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ივ­ლი­ა­ნე ხა­ინ­და­რა­ვა ფიქ­რობს, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მა­ინც სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, თუმ­ცა ის ამ გზა­ში სამ­ხედ­რო ელე­მენტს ვერ ხე­დავს.

"რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი არის აფხა­ზეთ­ში და ცხინ­ვალ­ში, ტან­კე­ბიც არის, რა­კე­ტე­ბიც არის, ერთი ბაზა კი­დევ სამ­ხრე­თით აქვთ და ეს სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია აგ­რე­სი­უ­ლი მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი გან­ზრახ­ვე­ბის­თვის. სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო და ბო­ლოს და ბო­ლოს, გზა ვერ შედ­გე­ბა თუ ჩვე­ნი მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი მო­ნაკ­ვე­თი არ აშენ­დე­ბა", - აცხა­დებს ივ­ლი­ა­ნე ხა­ინ­დრა­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ამ გზის მშე­ნებ­ლო­ბა კარ­გი იქ­ნე­ბა და ლარ­სის დრო­ე­ბით და­კეტვის შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ტვირ­თი კა­ხე­თის გავ­ლით იმოძ­რა­ვებს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთს საქართველოში შემოსასვლელი ყვარლიდანაც ექნება

რუსეთს საქართველოში შემოსასვლელი ყვარლიდანაც ექნება

რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ ახალ გზას, რომლითაც დაღესტანი საქართველოს, ყვარლის რაიონს უნდა დაუკავშირდეს, ოპოზიცია მოღალატურ პროექტად მიიჩნევს, ხელისუფლება კი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობად. საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა პროექტში სამხედრო საფრთხესაც ხედავს და აცხადებს, რომ ავარეთ-კახეთის გზა "კახეთის ცხინვალიზაციას" გამოიწვევს და ოკუპანტებს საქართველოში შემოსვლა ნებისმიერ დროს კახეთიდანაც შეეძლებათ.

"რუსეთმა, როგორც ვიცით, დაიწყო 200-მდე კილომეტრის გზის გაყვანა თავისი 25 გვირაბით, ხიდებითა და ა.შ, რომელიც უნდა შეუერთდეს საქართველოს, ყვარლის მიდამოებში. ეს იქნება ახალი როკის გვირაბი საქართველოსთვის, ეს იქნება ტრაგიკული შეცდომა და ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცების რეალური წინაპირობა. პასუხისმგებელმა სამინისტროებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია და თუ სადმე მოღალატეობრივი და უკიდურესად უპასუხისმგებლო შეთანხმება რუსეთთან არაფორმალურ დონეზე არსებობს, ის უნდა დაექვემდებაროს ანულირებას", - განაცხადა ნიკა რურუამ.

ყოფილი მინისტრი ეჭვობს, რომ რუსეთ-საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს შორის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს. რურუას თქმით, რუსეთს რომ არ ჰქონოდა რაიმე გარანტია საქართველოს მხრიდან, 2,5 მილიარდიან პროექტს არ დაიწყებდა.

საქართველოს ხელისუფლებაში პროექტს ძირითადად ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიურად აფასებენ, ოპოზიციის მწვავე კრიტიკას არ იზიარებენ, თუმცა გარკვეულ საფრთხეებზე მაინც საუბრობენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონია მიიჩნევს, რომ ავარო-კახეთის გზა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს და ნამდვილად ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც ეს ჩვენი საზღვრის სიახლოვეს შენდება.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდარავა ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში მაინც სიფრთხილეა საჭირო, თუმცა ის ამ გზაში სამხედრო ელემენტს ვერ ხედავს.

"რუსული სამხედრო ბაზები არის აფხაზეთში და ცხინვალში, ტანკებიც არის, რაკეტებიც არის, ერთი ბაზა კიდევ სამხრეთით აქვთ და ეს სავსებით საკმარისია აგრესიული მილიტარისტული განზრახვებისთვის. სიფრთხილეა საჭირო და ბოლოს და ბოლოს, გზა ვერ შედგება თუ ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონაკვეთი არ აშენდება", - აცხადებს ივლიანე ხაინდრავა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ გზის მშენებლობა კარგი იქნება და ლარსის დროებით დაკეტვის შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთი კახეთის გავლით იმოძრავებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა