სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უძველესი სახლი თბილისში, რომელიც ნარიყალას გალავნის საძირკველზე დგას.
უძველესი სახლი თბილისში, რომელიც ნარიყალას გალავნის საძირკველზე დგას.

იმე­დია, ის­ტო­რი­ას ეს სახ­ლი მხო­ლოდ ფო­ტო­ებ­ზე არ შე­მორ­ჩე­ბა

"თბი­ლის­ში, და­დი­ა­ნი­სა და ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩის კვე­თა­ზე, მრგვა­ლა­ივ­ნი­ა­ნი სახ­ლი უკვე ორ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, უბანს ძველ თბი­ლი­სურ იერ­სა­ხეს უნარ­ჩუ­ნებს"

"აივ­ნის საყ­რდე­ნი ბო­ძე­ბი - დახ­ვე­უ­ლი ხე­ე­ბი, მო­ხარ­შუ­ლი ხის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ასე­თი აი­ვა­ნი თბი­ლის­ში მხო­ლოდ ერ­თია"

ზუს­ტად 22 წლის წინ, როცა სა­ბავ­შვო ბა­ღის გა­მო­საშ­ვებ ზე­იმ­ზე მას­წავ­ლე­ბელ­მა მკი­თხა, ვინ უნდა გა­მოხ­ვი­დეო, მშე­ნე­ბე­ლი-მეთ­ქი, ამა­ყად ვუ­თხა­რი. არ ვიცი, რა­ტომ მხიბ­ლავ­და მა­შინ ეს ხე­ლო­ბა, მაგ­რამ როცა ჯერი რე­ა­ლუ­რი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე მიდ­გა, სულ სხვა პრო­ფე­სია ავირ­ჩიე. რო­გორც ჩანს, ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი სურ­ვი­ლი გა­ტა­ცე­ბად მექ­ცა - ძვე­ლი სახ­ლე­ბით, ფა­სა­დე­ბი­თა და მათი ის­ტო­რი­ით და­ვინ­ტე­რეს­დი.

ამას წი­ნათ, კი­თხვა ამეკ­ვი­ა­ტა, - ნე­ტავ სად დგას თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე ძვე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი-მეთ­ქი. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი შე­ნო­ბა, და­რე­ჯა­ნის სა­სახ­ლე ყო­ფი­ლა. სა­მო­რი­ნე "შან­გრი­ლას­თან" მდე­ბა­რე უზ­ბე­კუ­რი რეს­ტო­რა­ნი კი როს­ტომ მე­ფის სა­სახ­ლის ნაშ­თებ­ზე დგას. მე-19 სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბით თა­რიღ­დე­ბა კლდი­აშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე მდგა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, რო­მე­ლიც დღეს დაშ­ლის პი­რას არის.

და­დი­ა­ნი­სა და ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩის კვე­თა­ზე, მრგვა­ლა­ივ­ნი­ა­ნი სახ­ლი უკვე ორ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, უბანს ძველ თბი­ლი­სურ იერ­სა­ხეს უნარ­ჩუ­ნებს. ეს ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე ძვე­ლი სახ­ლია, სა­დაც დღემ­დე ცხოვ­რო­ბენ. მისი უნი­კა­ლუ­რო­ბა ისი­ცაა, რომ კედ­ლე­ბი ნა­რი­ყა­ლას გა­ლავ­ნის ბურ­ჯის სა­ძირ­კველ­ზეა ამოყ­ვა­ნი­ლი. ფა­სა­დის სიმრგვა­ლეც, სწო­რედ გა­ლავ­ნის ბურ­ჯის სა­ძირ­კველ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლმა ბევ­რი მე­პატ­რო­ნე გა­მო­იც­ვა­ლა. ამ­ჟა­მად აქ სამი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. უც­ნო­ბია რო­გორც არ­ქი­ტექ­ტო­რი, ასე­ვე მისი აშე­ნე­ბის ზუს­ტი წელი, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში 1830 წე­ლია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ის­ტო­რი­კო­სე­ბი მე-19 სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბის თბი­ლისს "ანო­ნი­მურ თბი­ლისს" ეძა­ხი­ან, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში აშე­ნე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დღემ­დე უც­ნო­ბია.

წლე­ბის წინ ევ­რო­პულ­მა ფა­სა­დებ­მა თბი­ლი­სუ­რი აივ­ნე­ბი ეზოს მხა­რეს შე­ატ­რი­ა­ლა. ამ სახ­ლის აი­ვა­ნი კი ქუ­ჩის მხა­რე­საა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ აი­ვან­ზე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და აკა­კი წე­რე­თე­ლი ნარდს ხში­რად თა­მა­შობ­დნენ. ქარ­თველ კლა­სი­კო­სებს ამ ად­გი­ლას რამ­დე­ნი­მე ფო­ტოც გა­და­უ­ღი­ათ. უნი­კა­ლურ სუ­რა­თებს მა­შინ­დე­ლი ბი­ნის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი თურ­მე დიდ­ხანს ინა­ხავ­დნენ, მაგ­რამ დღემ­დე ერ­თმაც ვერ მო­აღ­წია.

ცირა ელი­საშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რო­ლო­გი: - "ეს არის ტი­პუ­რი თბი­ლი­სუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის შე­ნო­ბა. აივ­ნის ნა­წი­ლი, წლე­ბის წი­ნათ ერთ-ერთ მე­პატ­რო­ნეს შუ­შა­ბან­დად გა­და­უ­კე­თე­ბია. სახ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ეს აი­ვა­ნი, ორ ქუ­ჩას აერ­თი­ა­ნებს. აი­ვან­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ე. წ. ჭვირუ­ლი ხის ფა­სა­დი, ანუ რი­კუ­ლის ნაც­ვლად ერ­თი­ა­ნი და­ფი­დან გა­მოჭ­რი­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ეს ერთ-ერთი რთუ­ლი ორ­ნა­მენ­ტია, რო­მე­ლიც პირ­ვან­დე­ლი სა­ხით არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი. სახ­ლი ქვი­თა და ქარ­თუ­ლი აგუ­რით არის ნა­შე­ნი. თა­ვის დრო­ზე კრა­მი­ტით იყო გა­და­ხუ­რუ­ლი, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თუ­ნუ­ქით შეც­ვა­ლეს. რაც მთა­ვა­რია, შე­ნო­ბას პირ­ვან­დე­ლი სახე დღემ­დე აქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი. და ის სას­წრა­ფოდ სა­ჭი­რო­ებს რეს­ტავ­რა­ცი­ას. მი­სა­ხე­დია სა­ძირ­კვე­ლი და აი­ვა­ნი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დი ფა­სა­დი­დან გად­მო­წე­უ­ლია."

სახ­ლში უც­ვლე­ლა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი თა­ღო­ვა­ნი ფან­ჯრე­ბი და კა­რე­ბი, კე­დელ­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი კა­რა­დე­ბი, დღემ­დე მოქ­მე­დი ბუხ­რე­ბი... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სახ­ლმა ბევ­რი მე­პატ­რო­ნე გა­მო­იც­ვა­ლა, შიდა დი­ზა­ი­ნი არც ერთ მათ­განს არ შე­უც­ვლია.

რუ­სუ­დან ჯა­ვა­ხა­ძემ ამ სახ­ლში ბინა 1972 წელს ებ­რა­ე­ლი ოჯა­ხის­გან შე­ი­ძი­ნა: "ამ ეზო­ში სო­მე­ხი ქალ­ბა­ტო­ნი ცხოვ­რობ­და. ამ­ბობ­და, ეს სახ­ლი ბა­ბუ­ა­ჩე­მის აშე­ნე­ბუ­ლი­აო. რკი­ნის ჯე­ბი­რებს, რო­მე­ლიც ფან­ჯრებ­ზე იყო თა­ვის დრო­ზე მიკ­რუ­ლი, სახ­ლის მე­პატ­რო­ნის ინი­ცი­ა­ლე­ბი ჰქონ­და ამოტვიფ­რუ­ლი. ჩვენ აქ რომ დავ­სახ­ლდით, აივ­ნის ნა­წი­ლი უკვე შუ­შა­ბან­დად იყო გა­და­კე­თე­ბუ­ლი. აივ­ნის საყ­რდე­ნი ბო­ძე­ბი - დახ­ვე­უ­ლი ხე­ე­ბი, მო­ხარ­შუ­ლი ხის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ასე­თი აი­ვა­ნი თბი­ლის­ში მხო­ლოდ ერ­თია."

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

უძველესი სახლი თბილისში, რომელიც ნარიყალას გალავნის საძირკველზე დგას.

უძველესი სახლი თბილისში, რომელიც ნარიყალას გალავნის საძირკველზე დგას.

იმედია, ისტორიას ეს სახლი მხოლოდ ფოტოებზე არ შემორჩება

"თბილისში, დადიანისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე, მრგვალაივნიანი სახლი უკვე ორ საუკუნეზე მეტია, უბანს ძველ თბილისურ იერსახეს უნარჩუნებს"

"აივნის საყრდენი ბოძები - დახვეული ხეები, მოხარშული ხისგან არის დამზადებული და ასეთი აივანი თბილისში მხოლოდ ერთია"

ზუსტად 22 წლის წინ, როცა საბავშვო ბაღის გამოსაშვებ ზეიმზე მასწავლებელმა მკითხა, ვინ უნდა გამოხვიდეო, მშენებელი-მეთქი, ამაყად ვუთხარი. არ ვიცი, რატომ მხიბლავდა მაშინ ეს ხელობა, მაგრამ როცა ჯერი რეალური პროფესიის არჩევაზე მიდგა, სულ სხვა პროფესია ავირჩიე. როგორც ჩანს, ბავშვობის დროინდელი სურვილი გატაცებად მექცა - ძველი სახლებით, ფასადებითა და მათი ისტორიით დავინტერესდი.

ამას წინათ, კითხვა ამეკვიატა, - ნეტავ სად დგას თბილისში ყველაზე ძველი საცხოვრებელი სახლი-მეთქი. ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობა, დარეჯანის სასახლე ყოფილა. სამორინე "შანგრილასთან" მდებარე უზბეკური რესტორანი კი როსტომ მეფის სასახლის ნაშთებზე დგას. მე-19 საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება კლდიაშვილის მოედანზე მდგარი საცხოვრებელი სახლი, რომელიც დღეს დაშლის პირას არის.

დადიანისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე, მრგვალაივნიანი სახლი უკვე ორ საუკუნეზე მეტია, უბანს ძველ თბილისურ იერსახეს უნარჩუნებს. ეს ქალაქში ყველაზე ძველი სახლია, სადაც დღემდე ცხოვრობენ. მისი უნიკალურობა ისიცაა, რომ კედლები ნარიყალას გალავნის ბურჯის საძირკველზეა ამოყვანილი. ფასადის სიმრგვალეც, სწორედ გალავნის ბურჯის საძირკველმა განაპირობა.  ორი საუკუნის განმავლობაში სახლმა ბევრი მეპატრონე გამოიცვალა. ამჟამად აქ სამი ოჯახი ცხოვრობს. უცნობია როგორც არქიტექტორი, ასევე მისი აშენების ზუსტი წელი, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში 1830 წელია დაფიქსირებული. ისტორიკოსები მე-19 საუკუნის 30-იანი წლების თბილისს "ანონიმურ თბილისს" ეძახიან, რადგან ამ პერიოდში აშენებული ნაგებობების არქიტექტორების უმრავლესობა დღემდე უცნობია.

წლების წინ ევროპულმა ფასადებმა თბილისური აივნები ეზოს მხარეს შეატრიალა. ამ სახლის აივანი კი ქუჩის მხარესაა, როგორც ამბობენ, ამ აივანზე ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ნარდს ხშირად თამაშობდნენ. ქართველ კლასიკოსებს ამ ადგილას რამდენიმე ფოტოც გადაუღიათ. უნიკალურ სურათებს მაშინდელი ბინის მეპატრონეები თურმე დიდხანს ინახავდნენ, მაგრამ დღემდე ერთმაც ვერ მოაღწია.

ცირა ელისაშვილი, კულტუროლოგი: - "ეს არის ტიპური თბილისური არქიტექტურის შენობა. აივნის ნაწილი, წლების წინათ ერთ-ერთ მეპატრონეს შუშაბანდად გადაუკეთებია. სახლი, განსაკუთრებით კი ეს აივანი, ორ ქუჩას აერთიანებს. აივანზე გამოყენებულია ე. წ. ჭვირული ხის ფასადი, ანუ რიკულის ნაცვლად ერთიანი დაფიდან გამოჭრილი ორნამენტებით არის გაფორმებული. ეს ერთ-ერთი რთული ორნამენტია, რომელიც პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. სახლი ქვითა და ქართული აგურით არის ნაშენი. თავის დროზე კრამიტით იყო გადახურული, რომელიც დროთა განმავლობაში თუნუქით შეცვალეს. რაც მთავარია, შენობას პირვანდელი სახე დღემდე აქვს შემორჩენილი. და ის სასწრაფოდ საჭიროებს რესტავრაციას. მისახედია საძირკველი და აივანი, რომელიც ძირითადი ფასადიდან გადმოწეულია."

სახლში უცვლელადაა შემონახული თაღოვანი ფანჯრები და კარები, კედელში ჩაშენებული კარადები, დღემდე მოქმედი ბუხრები... მიუხედავად იმისა, რომ სახლმა ბევრი მეპატრონე გამოიცვალა, შიდა დიზაინი არც ერთ მათგანს არ შეუცვლია.

რუსუდან ჯავახაძემ ამ სახლში ბინა 1972 წელს ებრაელი ოჯახისგან შეიძინა: "ამ ეზოში სომეხი ქალბატონი ცხოვრობდა. ამბობდა, ეს სახლი ბაბუაჩემის აშენებულიაო. რკინის ჯებირებს, რომელიც ფანჯრებზე იყო თავის დროზე მიკრული, სახლის მეპატრონის ინიციალები ჰქონდა ამოტვიფრული. ჩვენ აქ რომ დავსახლდით, აივნის ნაწილი უკვე შუშაბანდად იყო გადაკეთებული. აივნის საყრდენი ბოძები - დახვეული ხეები, მოხარშული ხისგან არის დამზადებული და ასეთი აივანი თბილისში მხოლოდ ერთია."

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია