მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა
საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა

სა­ბერ­ძნე­თის სა­სა­მარ­თლომ დათა ახა­ლა­ი­ას 100 ათა­სი ევრო უკან და­უბ­რუ­ნა, - ამის შე­სა­ხებ კუდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

"თბი­ლი­სის ფო­რუმ­ზე დიდი დის­კუ­სია მი­დის სა­ბერ­ძნე­თის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შეგ­ნე­ბუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ დათა ახა­ლა­ი­ას სა­ბერ­ძნე­თის სა­სა­მარ­თლომ და­ა­კის­რა 100 ათა­სი ევ­როს გა­დახ­და, რაც არის მტკნა­რი სიც­რუე!!! ხოლო ის 100 ათა­სი ევრო, რო­მე­ლიც გი­რა­ოს­თვის იყო შე­ტა­ნი­ლი, ათე­ნის სა­სა­მარ­თლომ და­უბ­რუ­ნა შე­მომ­ტანს უკან, ვი­ნა­ი­დან გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბი დათა ახა­ლა­ი­ას არ და­ურ­ღვე­ვია და მთლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო დავა დათა ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე დამ­თავ­რდა! ასე, რომ ზღაპ­რის ბოლო კე­თი­ლია", - წერს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

სა­ბერ­ძნე­თის სა­სა­მარ­თლომ დათა ახა­ლა­ი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ა­ზე უარი თქვა. ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­ში მყო­ფი ახ­ლობ­ლე­ბის­გან შე­ი­ტყო, რომ რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, სა­ბერ­ძნე­თის სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნა, დათა ახა­ლა­ი­ას ექ­სტრა­დი­ცი­ა­ზე.

კუდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი დათა ახა­ლა­ია სა­ბერ­ძნეთ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი სა­ბერ­ძნე­თი­დან იტა­ლი­ა­ში ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბით გა­დას­ვლას ცდი­ლობ­და. ახა­ლა­ი­ას გი­რა­ოს სა­ხით 100 ათა­სი ევ­როს გა­დახ­და და­ე­კის­რა და თან­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დათა ახა­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, მათ შო­რის ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა, - ამის შესახებ კუდ-ის ყოფილი უფროსის მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"თბილისის ფორუმზე დიდი დისკუსია მიდის საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ დათა ახალაიას საბერძნეთის სასამართლომ დააკისრა 100 ათასი ევროს გადახდა, რაც არის მტკნარი სიცრუე!!! ხოლო ის 100 ათასი ევრო, რომელიც გირაოსთვის იყო შეტანილი, ათენის სასამართლომ დაუბრუნა შემომტანს უკან, ვინაიდან გირაოს პირობები დათა ახალაიას არ დაურღვევია და მთლიანი სასამართლო დავა დათა ახალაიას საქმეზე დამთავრდა! ასე, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია", - წერს ნადარეიშვილი.

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა. ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, საბერძნეთში მყოფი ახლობლებისგან შეიტყო, რომ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საბერძნეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქართული მხარის მოთხოვნა, დათა ახალაიას ექსტრადიციაზე.

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ