ბელგიაში მოხუცი პენსიონერების ეროტიკული წვეულება გაიმართა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა nordpresse იუწყება. წვეულება სახელწოდებით "წლის ორგია",11 ოქტომბერს ქალაქ შარლერუაში გაიმართა და მასში 200-მდე პენსიონერი მონაწილეობდა. გამოცემის ინფორმაციით, საღამო ჯგუფური სექსით დამთავრდა. ორგია 65 წლის ზემოთ ადამიანებისთვის გაიმართა,თუმცა სექსუალური აღვირახსნილობა ტრაგედიით დასრულდა. წვეულებას შვიდი პენსიონერის სიცოცხლე ემსხვერპლა. ექიმების განმარტებით, მოხუცების გარდაცვალების მიზეზი დიდი ემოციური სტრესი და ფიზიკური დატვირთვა გახდა, რაც მათი ასაკისთვის შეუსაბამო იყო.