საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყუილად ვყიდულობთ კონიაკებს, რაღაც ძალიან ბებრული და საბჭოურია ეს ყველაფერი - გოგი გვახარია აბაშიძე -კარასინის შეხვედრაზე
ტყუილად ვყიდულობთ კონიაკებს, რაღაც ძალიან ბებრული და საბჭოურია ეს ყველაფერი - გოგი გვახარია აბაშიძე -კარასინის შეხვედრაზე

კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი გოგი გვა­ხა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის შეხ­ვედ­რა­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"რა კარ­გი დრო იყო - კო­ნი­ა­კე­ბი ჩაჰ­ქონ­დათ რუ­სებ­თან და აგ­ვა­რებ­დნენ საქ­მეს:)

"გოს­ფილმფონ­დის" დი­რექ­ტო­რიც კი მოგ­ვი­თაფ­ლია. "ბერ­ტო­ლუ­ჩი ნე ოტ­დამ!", ამას რომ გვე­უბ­ნე­ბო­და, ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნანა ჯორ­ჯა­ძე გვთხოვ­და, ჩან­თა­ში ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ბოთ­ლე­ბი აახ­მა­უ­რე­თო... "ლად­ნო, ოტ­დამ!"

არა­და ინ­ტე­ლი­გენ­ტი, გო­ნი­ე­რი კაცი იყო, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მცოდ­ნე კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბი­სა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში (შე­იძ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­შიც); მის ერთ თა­ნა­კურ­სელს რომ ვუ­ამ­ბე რო­გო­რი მექ­რთა­მე იყო, ფან­ტას­ტი­კის სფე­რო­დან მიყ­ვე­ბი რა­ცხა­სო:)

ჰოდა, რა­ტომ გა­მახ­სენ­და ეს ამ­ბა­ვი; არა გგო­ნი­ათ რომ კა­რა­სინს ჩვენც კო­ნი­ა­კე­ბით ვხვდე­ბით - დიდი ჩან­თე­ბით მი­ვემ­გზავ­რე­ბით შეხ­ვედ­რა­ზე და ხან­და­ხან ვან­ჯღ­რევთ კი­დეც ამ ჩან­თებს. ნამ­დვი­ლად ვხე­დავ ამ სუ­რათს და მგო­ნია, რომ არც ესაა ფან­ტას­ტი­კის სფე­რო. რა­ღაც ძა­ლი­ან საბ­ჭო­უ­რია ეს შეხ­ვედ­რაც და მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც:). ბა­ტო­ნი აბა­ში­ძის სი­ტყვე­ბით­ვე რომ ვთქვათ, რა­ღაც ძა­ლი­ან ბებ­რუ­ლია:)

ტყუ­ი­ლად ვყი­დუ­ლოთ კო­ნი­ა­კებს ჩვე­ნი, ე.ი. გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის ფუ­ლით და ტყუ­ი­ლად ვა­ტანთ სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას.

ბა­ტო­ნი კა­რა­სი­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, არ გვე­უბ­ნე­ბა "ლად­ნო, ოტ­დამ!"", - წერს გვა­ხა­რია.

დღეს პრა­ღა­ში აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეს იყო ყვე­ლა­ზე მწვა­ვე და მძი­მე სა­უ­ბა­რი, რაც კი პრა­ღა­ში შემ­დგა­რა მას­სა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს შო­რის და მხა­რე­ე­ბის კარ­დი­ნა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გამო, შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს.

შე­გახ­სე­ნებთ, ორი დღის წინ ზუ­რაბ აბა­ში­ძე პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, თედო ჯა­ფა­რი­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ჯა­ფა­რი­ძე კო­ლე­გებს აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის პრა­ღის მო­ლა­პა­რა­კე­ბა­თა რა­უნდში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და და აღ­ნიშ­ნა: "ჩემს ძველ მე­გო­ბარს, ბა­ტონ თე­დოს ჩემ­თვის რომ და­ე­რე­კა, მე მას მო­ვუყ­ვე­ბო­დი და ავუხ­სნი­დი თუ რა­ტომ მივ­დი­ვარ და რის­თვის მივ­დი­ვარ. მაგ­რამ ეტყო­ბა ცოტა მუხ­რუ­ჭებ­მა უღა­ლა­ტა და შე­იძ­ლე­ბა ცოტა ასა­კობ­რი­ვიც არის ეს ამ­ბა­ვი, რას იზამ".

ტყუილად ვყიდულობთ კონიაკებს, რაღაც ძალიან ბებრული და საბჭოურია ეს ყველაფერი - გოგი გვახარია აბაშიძე -კარასინის შეხვედრაზე

ტყუილად ვყიდულობთ კონიაკებს, რაღაც ძალიან ბებრული და საბჭოურია ეს ყველაფერი - გოგი გვახარია აბაშიძე -კარასინის შეხვედრაზე

კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია სოციალურ ქსელში აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე პოსტს აქვეყნებს.

"რა კარგი დრო იყო - კონიაკები ჩაჰქონდათ რუსებთან და აგვარებდნენ საქმეს:)

"გოსფილმფონდის" დირექტორიც კი მოგვითაფლია. "ბერტოლუჩი ნე ოტდამ!", ამას რომ გვეუბნებოდა, ქართული ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნანა ჯორჯაძე გვთხოვდა, ჩანთაში ჩალაგებული ბოთლები აახმაურეთო... "ლადნო, ოტდამ!"

არადა ინტელიგენტი, გონიერი კაცი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე კინოხელოვნებისა საბჭოთა კავშირში (შეიძლება მსოფლიოშიც); მის ერთ თანაკურსელს რომ ვუამბე როგორი მექრთამე იყო, ფანტასტიკის სფეროდან მიყვები რაცხასო:)

ჰოდა, რატომ გამახსენდა ეს ამბავი; არა გგონიათ რომ კარასინს ჩვენც კონიაკებით ვხვდებით - დიდი ჩანთებით მივემგზავრებით შეხვედრაზე და ხანდახან ვანჯღრევთ კიდეც ამ ჩანთებს. ნამდვილად ვხედავ ამ სურათს და მგონია, რომ არც ესაა ფანტასტიკის სფერო. რაღაც ძალიან საბჭოურია ეს შეხვედრაც და მის მონაწილეებიც:). ბატონი აბაშიძის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, რაღაც ძალიან ბებრულია:)

ტყუილად ვყიდულოთ კონიაკებს ჩვენი, ე.ი. გადასახადის გადამხდელის ფულით და ტყუილად ვატანთ საქართველოს დელეგაციას.

ბატონი კარასინი, სამწუხაროდ, არ გვეუბნება "ლადნო, ოტდამ!"", - წერს გვახარია.

დღეს პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართა. როგორც საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ეს იყო ყველაზე მწვავე და მძიმე საუბარი, რაც კი პრაღაში შემდგარა მასსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის და მხარეების კარდინალურად განსხვავებული პოზიციების გამო, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ზურაბ აბაშიძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ჯაფარიძე კოლეგებს აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა და აღნიშნა: "ჩემს ძველ მეგობარს, ბატონ თედოს ჩემთვის რომ დაერეკა, მე მას მოვუყვებოდი და ავუხსნიდი თუ რატომ მივდივარ და რისთვის მივდივარ. მაგრამ ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა და შეიძლება ცოტა ასაკობრივიც არის ეს ამბავი, რას იზამ".