სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება მაშინ, როდესაც არასაკმარისად გძინავთ
რა ხდება მაშინ, როდესაც არასაკმარისად გძინავთ

დღე­ვან­დელ დრო­ში გა­მო­უ­ძი­ნებ­ლო­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. 1942 წელს, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი ძილ­ში სა­შუ­ა­ლოდ 8 სა­ათს ატა­რებ­და, მა­შინ, რო­დე­საც თა­ნა­მედ­რო­ვე გან­ვი­თა­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 6,8-მდე და­ე­ცა. თუმ­ცა, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი 7-9-მდე ძი­ლია. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გა­მო­კი­თხუ­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის 40% 7 სა­ათ­ზე ნაკ­ლებ დროს ატა­რებს ძილ­ში, ხოლო 70 მი­ლი­ო­ნი აშშ-ს მო­ქა­ლა­ქე იტან­ჯე­ბა ძი­ლის დარ­ღვე­ვე­ბით. ყვე­ლა ჩვენ­გან­მა იცის, რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია საკ­მა­რი­სი ძილი, მაგ­რამ ცოტა თუ ხვდე­ბა, რა შე­დე­გე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვა­ნოს არა­საკ­მა­რის­მა ძილ­მა.

წარ­მო­გიდ­გენთ რის­კე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლამ­დეც უძი­ლო­ბას ან ძი­ლის დაღ­ვე­ვებს მივ­ყა­ვართ.

გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბა

ებ­რა­ელ­მა მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ გა­მო­უ­ძი­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ირ­ღვე­ვა ემო­ცი­უ­რი სტამ­ბი­ლუ­რო­ბა, რა­საც ადა­მი­ა­ნი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბამ­დე მიჰ­ყავს. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნებს უჭირთ რა­ი­მე საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა.

თა­ვის ტკი­ვი­ლი

მარ­თა­ლია მეც­ნი­ე­რებ­მა ჯერ კი­დევ არ იცი­ან, რითი არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძი­ლის დარ­ღვე­ვე­ბი თა­ვის ტკი­ვილ­თან, მაგ­რამ მე­დი­კო­სებ­მა ეს კავ­ში­რი უკვე სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია რაც და­ა­გი­ნეს. უძი­ლო ღა­მე­ებ­მა ადა­მი­ა­ნი შე­საძ­ლოა გა­მუდ­მე­ბულ თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნონ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, 36-58% იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რო­მელ­თაც ძი­ლის აპ­ნოე, ანუ ზედა სა­სუნ­თქ გზებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძი­ლის დარ­ღვე­ვა ახა­სი­ა­თებთ, (რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ძი­ლის დროს წყვეტს სუნ­თქვას. აპ­ნო­ედ მი­იჩ­ნე­ვა სუნ­თქვის შე­წყვე­ტის ისე­თი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც 10 წა­მის ან მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა) დი­ლით ამო­უხ­სნე­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბით იღ­ვი­ძე­ბენ.

მეხ­სი­ე­რე­ბა

მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ არა­საკ­მა­რი­სი ძი­ლის დროს, საგ­რძნობ­ლად ეცე­მა ხან­მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, რის გა­მოც, ადა­მი­ანს უჭირს ახა­ლი მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბა.

წო­ნის პრობ­ლე­მა

ძი­ლის უკ­მა­რი­სო­ბა იწ­ვევს წო­ნის მა­ტე­ბას და აძ­ლი­ე­რებს შიმ­ში­ლის გრძნო­ბას. უძი­ლო­ბაც ერ­თგვა­რი სტრე­სია, რო­მე­ლიც არ­ღვევს ჰორ­მო­ნა­ლურ ბა­ლანსს, აი­ძუ­ლებს ორ­გა­ნიზმს, წარ­მოქ­მნას მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ლეპ­ტი­ნი (ჰორ­მო­ნი, რო­მე­ლიც ნაყ­რო­ვა­ნე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი) და გა­ცი­ლე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გრე­ლი­ნი (ჰორ­მო­ნი, რო­მე­ლიც შიმ­ში­ლის გრძნო­ბას გა­ნა­გებს). შე­დე­გად ადა­მი­ანს გა­მუდ­მე­ბით შია.

გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი

რო­დე­საც მკვლე­ვა­რებ­მა, ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ფხიზ­ლად 88 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ტო­ვეს, მათ წნე­ვა აე­წი­ათ, ეს ალ­ბათ არ წარ­მო­ად­გენს დიდ სი­ურპრიზს. თუმ­ცა, მკვლე­ვა­რებ­მა ასე­ვე და­ად­გი­ნეს, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც საკ­მა­რი­სად არ სძი­ნავთ ან ძი­ლის დროს ხში­რად იღ­ვი­ძე­ბენ და შფო­თა­ვენ უფრო მე­ტად არი­ან მიდ­რე­კი­ლე­ბი გულ-სის­ხლძაღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნე­ბი.

ინ­ფექ­ცი­ე­ბი

ერთი უძი­ლო ღა­მეც კი თქვენს ორ­გა­ნიზმს რის­კის ქვეშ აყე­ნებს და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაქ­ვე­ი­თე­ბას უწყობს ხელს.

ცი­ე­ბა

თუკი ფიქ­რობთ, რა­ტომ ცივ­დე­ბით ხში­რად, მა­შინ რო­დე­საც მთელ დღე­ებს თბილ ოფის­ში ატა­რებთ, პა­სუ­ხი - არა­საკ­მა­რი­სი ძი­ლია. მეც­ნი­ე­რებ­მა 153 ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგარ ჯგუფ­ში ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა ერთ ნა­წილს 8 სა­ა­თი ან უფრო მეტი ხანი ეძი­ნა, ხოლო მე­ო­რე ნა­წილს 7 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი. ამის შემ­დეგ ისი­ნი ერ­თნა­ი­რად ცივ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ში მო­ა­თავ­სეს. ექ­სპე­რი­მენ­ტმა ცხად­ჰყო, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბასც ძი­ლის უკ­მა­რი­სო­ბა აწუ­ხებ­დათ სამ­ჯერ უფრო ხში­რად ხდე­ბოდ­ნენ ავად, ვიდ­რე ისი­ნი, რო­მელ­თაც სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძი­ლით ეძი­ნათ.

დი­ა­ბე­ტი

უძი­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა დი­ა­ბე­ტის გა­მოწ­ვე­ვის ერთ-ერთი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი გახ­დეს, რად­გან ამ დროს ირ­ღვე­ვა მე­ტა­ბო­ლიზ­მის პრო­ცე­სი.

სიკ­ვდი­ლი

ჯან­მრთე­ლო­ბის მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ძილ­თან, მაგ­რამ აქ არის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი: ადა­მი­ა­ნებ­ში, რო­მელ­თაც 7-8 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბხანს სძი­ნავთ, უფრო მა­ღა­ლია სიკ­ვდი­ლის რის­კი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია www.businessinsider.com-ის მი­ხედ­ვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რა ხდება მაშინ, როდესაც არასაკმარისად გძინავთ

რა ხდება მაშინ, როდესაც არასაკმარისად გძინავთ

დღევანდელ დროში გამოუძინებლობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 1942 წელს, რიგითი ადამიანი ძილში საშუალოდ 8 საათს ატარებდა, მაშინ, როდესაც თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ეს მაჩვენებელი 6,8-მდე დაეცა. თუმცა, რეკომენდირებული 7-9-მდე ძილია. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხული ამერიკელების 40% 7 საათზე ნაკლებ დროს ატარებს ძილში, ხოლო 70 მილიონი აშშ-ს მოქალაქე იტანჯება ძილის დარღვევებით. ყველა ჩვენგანმა იცის, როგორი მნიშვნელოვანია საკმარისი ძილი, მაგრამ ცოტა თუ ხვდება, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს არასაკმარისმა ძილმა.

წარმოგიდგენთ რისკების ჩამონათვალს, რომლამდეც უძილობას ან ძილის დაღვევებს მივყავართ.

გაღიზიანებადობა

ებრაელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გამოუძინებლობის შემთხვევაში ირღვევა ემოციური სტამბილურობა, რასაც ადამიანი გაღიზიანებულობამდე მიჰყავს. ასეთ დროს ადამიანებს უჭირთ რაიმე საქმის ბოლომდე მიყვანა.

თავის ტკივილი

მართალია მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რითი არის დაკავშირებული ძილის დარღვევები თავის ტკივილთან, მაგრამ მედიკოსებმა ეს კავშირი უკვე საუკუნეზე მეტია რაც დააგინეს. უძილო ღამეებმა ადამიანი შესაძლოა გამუდმებულ თავის ტკივილებამდე მიიყვანონ. როგორც აღმოჩნდა, 36-58% იმ ადამიანებისა, რომელთაც ძილის აპნოე, ანუ ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა ახასიათებთ, (როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას. აპნოედ მიიჩნევა სუნთქვის შეწყვეტის ისეთი პერიოდი, რომელიც 10 წამის ან მეტი დროის განმავლობაში გრძელდება) დილით ამოუხსნელი თავის ტკივილებით იღვიძებენ.

მეხსიერება

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ არასაკმარისი ძილის დროს, საგრძნობლად ეცემა ხანმოკლე მეხსიერების ფუნქციონირება, რის გამოც, ადამიანს უჭირს ახალი მასალის ათვისება.

წონის პრობლემა

ძილის უკმარისობა იწვევს წონის მატებას და აძლიერებს შიმშილის გრძნობას. უძილობაც ერთგვარი სტრესია, რომელიც არღვევს ჰორმონალურ ბალანსს, აიძულებს ორგანიზმს, წარმოქმნას მცირე რაოდენობით ლეპტინი (ჰორმონი, რომელიც ნაყროვანებაზეა პასუხისმგებელი) და გაცილებით დიდი რაოდენობით გრელინი (ჰორმონი, რომელიც შიმშილის გრძნობას განაგებს). შედეგად ადამიანს გამუდმებით შია.

გულის დაავადებები

როდესაც მკვლევარებმა, ექსპერიმენტის მონაწილეები ფხიზლად 88 საათის განმავლობაში დატოვეს, მათ წნევა აეწიათ, ეს ალბათ არ წარმოადგენს დიდ სიურპრიზს. თუმცა, მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომელთაც საკმარისად არ სძინავთ ან ძილის დროს ხშირად იღვიძებენ და შფოთავენ უფრო მეტად არიან მიდრეკილები გულ-სისხლძაღვთა დაავადებების მიმართ ვიდრე დანარჩენები.

ინფექციები

ერთი უძილო ღამეც კი თქვენს ორგანიზმს რისკის ქვეშ აყენებს და იმუნური სისტემის დაქვეითებას უწყობს ხელს.

ციება

თუკი ფიქრობთ, რატომ ცივდებით ხშირად, მაშინ როდესაც მთელ დღეებს თბილ ოფისში ატარებთ, პასუხი - არასაკმარისი ძილია. მეცნიერებმა 153 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში ჩაატარეს კვლევა, ექსპერიმენტის მონაწილეთა ერთ ნაწილს 8 საათი ან უფრო მეტი ხანი ეძინა, ხოლო მეორე ნაწილს 7 საათზე ნაკლები. ამის შემდეგ ისინი ერთნაირად ცივ ტემპერატურაში მოათავსეს. ექსპერიმენტმა ცხადჰყო, რომ ის ადამიანები, რომლებასც ძილის უკმარისობა აწუხებდათ სამჯერ უფრო ხშირად ხდებოდნენ ავად, ვიდრე ისინი, რომელთაც სრულფასოვანი ძილით ეძინათ.

დიაბეტი

უძილობა შეიძლება დიაბეტის გამოწვევის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს, რადგან ამ დროს ირღვევა მეტაბოლიზმის პროცესი.

სიკვდილი

ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა პირდაპირ კავშირშია ძილთან, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ადამიანებში, რომელთაც 7-8 საათზე ნაკლებხანს სძინავთ, უფრო მაღალია სიკვდილის რისკი.

მომზადებულია www.businessinsider.com-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს