საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ - მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი "ნაცმოძრაობას" იცავს?
დავით ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ - მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი "ნაცმოძრაობას" იცავს?

მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას აკ­რი­ტი­კებს, რო­მე­ლიც მან ადა­მი­ა­ნის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ფაქ­ტზე ყო­ფი­ლი სოდ-ისა და კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­კა­ვე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ა­კე­თა.

"და რომ არ აღ­მოჩ­ნდნენ ეს გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ნაც­მოძ­რა­ო­ბის პარ­ტი­უ­ლი და­ვა­ლე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, რას ვშვრე­ბით? მა­გათ­გან ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი და იმი­ტომ ვი­ფიქ­რე­თო, ვი­ტყვით?", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სოდ-იდან და კუდ-იდან ორი წლის წინ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბი­სას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"ოპე­რა­ცი­ას პი­რა­დად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. დღეს დი­ლით, 07:00 სა­ათ­ზე მი­ნის­ტრმა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ გამ­ტა­ცებ­ლე­ბი. მინ­და კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნო მო­სახ­ლე­ო­ბას, ვის ხელ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლო. ასე­თი კრი­მი­ნა­ლე­ბის, გამ­ტა­ცებ­ლე­ბის, მკვლე­ლე­ბი­სა და ყა­ჩა­ღე­ბის ხელ­ში იყო მთე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და ესე­ნი მარ­თავ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს. გა­სარ­კვე­ვია, ვინ დგას ამის უკან და სა­მი­ნის­ტრო და მი­ნის­ტრი ამის გარ­კვე­ვა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ეს შემ­თხვე­ვი­თი არ არის. მე მაქვს გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ძალა. დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხელ­წე­რა, თუმ­ცა ამას, რა თქმა უნდა, გა­მო­ძი­ე­ბა სჭირ­დე­ბა. ეს არის ის, რა­ზეც ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე სა­უბ­რობ­და სულ რა­ღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ფოთ­სა და თბი­ლის­ში, ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში იმარ­თე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­თა პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 9 წელი ჰქონ­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ყო­ფი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ანუ კუ­დის თა­ნამ­შრო­მე­ლი - 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დურ­მიშ­ხან ღვა­ჩლი­ა­ნი, ყო­ფი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ანუ სო­დის თა­ნამ­შორ­მე­ლი - 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯე­მალ შო­ნია, ასე­ვე 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ჭან­ტუ­რია და 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ქალ­და­ნი ან­გა­რე­ბით, ადა­მი­ა­ნის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­გეგ­მეს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს რა­მინ გი­ორ­ხე­ლი­ძის შვი­ლის, იო­სებ გი­ორ­ხე­ლი­ძის გა­ტა­ცე­ბა. 10 ოქ­ტომ­ბერს ჯე­მალ შო­ნი­ამ და გი­ორ­გი ქალ­დან­მა მო­ტყუ­ე­ბით შე­აღ­წი­ეს გი­ორ­ხე­ლი­ძის სახ­ლში, ია­რა­ღის მუ­ქა­რით გა­მო­იყ­ვა­ნეს სახ­ლი­დან იო­სებ გი­ორ­ხე­ლი­ძე, რო­მელ­საც ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს. გამ­ტა­ცებ­ლე­ბი იმა­ვე დღეს და­უ­კავ­შირ­დნენ რა­მინ გი­ორ­ხე­ლი­ძეს და შვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 300 000 აშშ დო­ლა­რი მოს­თხო­ვეს. რა­მინ გი­ორ­ხე­ლი­ძემ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად 12 ოქ­ტომ­ბერს ჯე­მალ შო­ნია და ალექ­სან­დრე ჭან­ტუ­რია - თბი­ლის­ში, ხოლო 13 ოქ­ტომ­ბერს დურ­მიშ­ხან ღვარ­ჩლი­ა­ნი დაბა წყნეთ­ში და გი­ორ­გი ქალ­და­ნი სო­ფელ არ­მაზ­ში და­ა­კა­ვეს. გი­ორ­გი ქალ­და­ნის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას "ტე-ტე"-ს სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი, ვაზ­ნე­ბი და 10 000 დო­ლა­რი ამო­ი­ღეს.

დავით ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ - მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი "ნაცმოძრაობას" იცავს?

დავით ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ - მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი "ნაცმოძრაობას" იცავს?

მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც მან ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ყოფილი სოდ-ისა და კუდ-ის თანამშრომლების დაკავების კომენტირებისას გააკეთა.

"და რომ არ აღმოჩნდნენ ეს გამტაცებლები ნაცმოძრაობის პარტიული დავალების შემსრულებლები, რას ვშვრებით? მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი და იმიტომ ვიფიქრეთო, ვიტყვით?", - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ადამიანები სოდ-იდან და კუდ-იდან ორი წლის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრობისას გაათავისუფლა.

"ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. დღეს დილით, 07:00 საათზე მინისტრმა დამირეკა და მითხრა, რომ დაკავებულები იყვნენ გამტაცებლები. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ საქართველოს. გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ფოთსა და თბილისში, ლოტკინის დასახლებაში იმართება ორგანიზებული აქციები, რომლის მონაწილეთა პრობლემების მოსაგვარებლად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას 9 წელი ჰქონდა.

რამდენიმე დღის წინ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ანუ კუდის თანამშრომელი - 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ანუ სოდის თანამშორმელი - 1977 წელს დაბადებული ჯემალ შონია, ასევე 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭანტურია და 1978 წელს დაბადებული გიორგი ქალდანი ანგარებით, ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის, იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას "ტე-ტე"-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს