სოფელ ხიდისყურში მცხოვრები, 54 წლის ზურაბ ალიევი თანასოფლელის, ნარიმან ყურბანოვის მკვლელობის ფაქტზე განაჩენს ელოდება. წინასწარი გამოძიება პროკურატურამ დაამთავრა. ხოლო საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მკვლელობის მიზეზი 5 ლიტრი ღვინო გახდა.
ზურაბ ალიევი მეზობლის სახლში შვილთან ერთად შეშას ჩეხავდა. მათ მეზობლები - ნარიმან ყურბანოვი და ხალიმ უსლუმ ოღლი შეუერთდნენ. შეშის ჩეხვის დამთავრების შემდეგ სახლის პატრონმა მუშებს 20 ლიტრი ღვინო აჩუქა.
ღვინო ნარიმან ყურბანოვის სახლში წაიღეს და სუფრა იქ გაშალეს. პროკურორის განცხადებით, ალიევსა და ყურბანოვს კამათი დარჩენილ 5 ლიტრ ღვინოზე მოუვიდათ. ,,ვერ გადაწყვიტეს, თუ ვის დარჩებოდა ღვინო" - აღნიშნა პროკურორმა სასამართლო პროცესზე. ბოლო პროცესი 15 ოქტომბერს გაიმართა.
იხილეთ ვრცლად