სპეციალისტებმა მკვლელი-კერძების რეიტინგი შეადგინეს

სპეციალისტებმა მკვლელი-კერძების რეიტინგი შეადგინეს

ექიმმა გასტროენტეროლოგებმა ერთად შეადგინეს იმ კერძების სია, რომლებიც ჯანმრთელობისთვის არის საშიში და ადამიანის სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს.

მკვლელი-კერძების რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა გაყინულმა და გამოსაყენებლად გამზადებულმა ნახევარფაბრიკატებმა. ისინი შეიცავენ ჯანმრთელობისთვის საშიშ ტოქსინებს, თანაც, მათი მომზადების პროცესი დარღვეულია.

მეოთხე ადგილზეა შაურმა და სხვადასხვაგვარი ბუტერბროდები. ექიმები მათ მოქმედებას ორგანიზმზე ადარებენ შენელებული მოქმედების ჭურვს.

"პურისა და შემწვარი ხორცის შეთავსება დიდი რაოდენობით სოუსით – ეს არის კანცეროგენები და ცილები, რომლებიც იხრწნება. ეს მართლაც შენელებული მოქმედების ბომბია", - ამბობენ ექსპერტები.

მესამე ადგილზეა ჰოთ-დოგები. სოსისებს ჰოთ-დოგებისთვის ამზადებენ ნებისმიერი რამისგან, ხორცის გარდა: სახამებელი, ანტიოქსიდანტები, სტაბილიზატორები, შემასქელებელი, გემოს გამაძლიერებელი, მარილი.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს