მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორიგი ექსპერიმენტი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმეზე
მორიგი ექსპერიმენტი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმეზე

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მო­რი­გი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ტარ­და

კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბილ­ში სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად მო­რი­გი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რეს . ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კვლე­ვა 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და და ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გე­ბი, რო­მელ­შიც ორი პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ცნო­ბი­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო შე­მოწ­მე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტებ­მა ჩა­ა­ტა­რეს. ექ­სპე­რი­მენტს საქ­მის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბილ­ში უცხო პი­რის არ­სე­ბო­ბა გა­მო­რი­ცხა. "თუ უკან ვინ­მე იჯ­დე­ბო­და ბუ­ნებ­რივ პო­ზი­ცი­ებ­ში, ყველ­გან ხდე­ბო­და გა­და­ფარ­ვა. ჩემ­თვის, პი­რა­დად, რო­გორც ექ­სპერ­ტის­თვის ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­ი­რი­ცხა", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის ვერ­სი­ას არ ეთან­ხმე­ბა კი­დევ ერთი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი ზაზა ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი. ის ფიქ­რობს, რომ დღეს ჩა­ტა­რე­ბულ ექ­სპე­რი­მენტზე დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა ნა­ად­რე­ვია.

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. კვი­რა­ზე მე­ტია, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ძმა, ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბულ მა­სა­ლებს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ეც­ნო­ბა. ზურა კიწ­მა­რიშ­ვილ­მა დღეს ამ მა­სა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მათი შეს­წავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბას ბევრ კი­თხვა­ზე მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ხვალ აპი­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლას. რო­დე­საც სა­ბო­ლო­ოდ გა­ეც­ნო­ბა საქ­მის მა­სა­ლებს, შე­მა­ჯა­მე­ბელ გან­ცახ­დე­ბა­საც ამის შემ­დეგ გა­ა­კე­თებს.

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი 15 ივ­ლისს სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მორიგი ექსპერიმენტი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმეზე

მორიგი ექსპერიმენტი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმეზე

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე მორიგი ექსპერიმენტი ჩატარდა

კიწმარიშვილის ავტომობილში სამხარაულის ბიუროს თანამშრომლებმა მკვლელობის ვერსიის გადასამოწმებლად მორიგი ექსპერიმენტი ჩაატარეს . ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, საგამოძიებო კვლევა 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ექსპერიმენტის შედეგები, რომელშიც ორი პირი მონაწილეობდა, ცნობილი მოგვიანებით გახდება.

საგამოძიებო შემოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამხარაულის სახელობის სამედიცინო სასამართლო ექსპერტებმა ჩაატარეს. ექსპერიმენტს საქმის მთავარი პროკურორი და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

კვლევის დასრულების შემდეგ მაია ნიკოლეიშვილმა კიწმარიშვილის ავტომობილში უცხო პირის არსებობა გამორიცხა. "თუ უკან ვინმე იჯდებოდა ბუნებრივ პოზიციებში, ყველგან ხდებოდა გადაფარვა. ჩემთვის, პირადად, როგორც ექსპერტისთვის ეს აბსოლუტურად კატეგორიულად გამოირიცხა", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მაია ნიკოლეიშვილის ვერსიას არ ეთანხმება კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი. ის ფიქრობს, რომ დღეს ჩატარებულ ექსპერიმენტზე დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება. კვირაზე მეტია, ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებს პროკურატურაში ეცნობა. ზურა კიწმარიშვილმა დღეს ამ მასალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი შესწავლის დასრულების შემდეგ გამოძიებას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

ზურაბ კიწმარიშვილი ხვალ აპირებს პროკურატურაში მისვლას. როდესაც საბოლოოდ გაეცნობა საქმის მასალებს, შემაჯამებელ განცახდებასაც ამის შემდეგ გააკეთებს.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ