უკრაინელი მომღერალი ვერა ბრეჟნევა თაყვანისმცემლებს სხეულის მოვლის საიდუმლოს უმხელს. ჯგუფ ”ვია გრას” ყოფილმა წევრმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებისთვის მოეთხრო, თუ როგორ ახერხებს 32 წლის ასაკში იდეალური ფორმის შენარჩუნებას. მომღერალს ორი შვილი ჰყავს და მიუხედავად ამისა, მისი სხეული ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურება.
სოციალურ ქსელ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ბრეჟნევამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც მხოლოდ საცვლის ამარაა გამოსახული. ფოტოს საკუთარი ცხოვრების წესის რეცეპტიც მოაყოლა:
”სხეულს კვებით და სპორტით ვინარჩუნებ. აგრეთვე ძალიან მიყვარს მასაჟები, დავდივარ იოგაზეც. ვვარჯიშობ სიმძიმეების აწევის გარეშე. ვაკეთებ ისეთ ვარჯიშებს, როგორიცაა პილატესი, იოგა, ცურვა. ძალიან მიყვარს კარდიოს კეთება კვირაში 2-3-ჯერ 40 – 60 წუთის განმავლობაში. კვირაში ერთი დღე აუცილებლად ყველაფრისგან ვისვენებ და საკუთარი თავით ვტკბები. დღეში სამჯერ ვიკვებები საუზმე, სადილი, ვახშამი. საკვების მიღების შუალედში შეიძლება მცირე ულუფებით წავიხემსო. დაძინებამდე ოთხი საათით ადრე არაფერს აღარ ვჭამ. შაქარი, ყავა, მძიმე სოუსები, ალკოჰოლი, პური, ქონიანი საკვები - ეს ყველაფერი სილამაზის და ჯენმრთელობის მტერია”, - წერს ბრეჟნევა.
მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.