ცნობილ ქართველ პიანისტს, ელისო ბოლქვაძეს "იუნესკოს მშვიდობის არტისტის" წოდება მიანიჭეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის პალატა ავრცელებს. როგორც პალატის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზეა" აღნიშნული, ეს საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცენდენტია.
ცნობისთვის, ამ ტიტულს ფლობენ ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან: სელინ დიონი (კანადა), სარა ბრაიტმანი (ინგლისი), ხუაკინ კორტესი (ესპანეთი), ვალერი გერგიევი (რუსეთი), ჯორჯ სავალი (ესპანეთი), ვლადიმერ სპივაკოვი (რუსეთი) და ა.შ.