საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი მედვედევი - სანქციების გაუქმებამდე, აშშ-სთან ურთიერთობები არ გადაიტვირთება
დიმიტრი მედვედევი - სანქციების გაუქმებამდე, აშშ-სთან ურთიერთობები არ გადაიტვირთება

რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით, აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვა არ მოხ­დე­ბა, ვიდ­რე რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს არ გა­ა­უქ­მე­ბენ. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­მი­ერ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია CNBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, სან­ქცი­ებ­მა დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა რუ­სეთ-ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბებს. "რა თქმა უნდა, ვიდ­რე სან­ქცი­ე­ბი ძა­ლა­შია, აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მო­დით, პირ­და­პირ ვთქვათ, ეს სან­ქცი­ე­ბი ჩვენ არ დაგ­ვი­წე­სე­ბია, ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა მო­ი­გო­ნეს. რო­გორც ჩვენ­თან იტყვი­ან, ღმერ­თმა გან­სა­ჯოს. რა თქმა უნდა, ამ სან­ქცი­ებს გა­და­ვი­ტანთ. ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ეს სან­ქცი­ე­ბი ძა­ლას და­კარ­გავს, მაგ­რამ ის რომ მათ დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს რუ­სეთ-აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბას, ეს ფაქ­ტია", - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

რო­გორც დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა გა­ნა­ცხა­და, სამ­წუ­ხა­როა, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა კა­ცობ­რი­ო­ბის მთა­ვარ საფრ­თხე­ე­ბად პირ­ველ ად­გილ­ზე ებო­ლა და­ა­სა­ხე­ლა, მე­ო­რე რუ­სე­თი და მხო­ლოდ მე­სა­მე­ზე - "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო". რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა ტვი­ნის აბე­რა­ცია (გა­დახ­რა) უწო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დიმიტრი მედვედევი - სანქციების გაუქმებამდე, აშშ-სთან ურთიერთობები არ გადაიტვირთება

დიმიტრი მედვედევი - სანქციების გაუქმებამდე, აშშ-სთან ურთიერთობები არ გადაიტვირთება

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება, ვიდრე რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებენ. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სანქციებმა დიდი ზიანი მიაყენა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს. "რა თქმა უნდა, ვიდრე სანქციები ძალაშია, აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა შეუძლებელია. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს სანქციები ჩვენ არ დაგვიწესებია, ეს საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენმა პარტნიორებმა მოიგონეს. როგორც ჩვენთან იტყვიან, ღმერთმა განსაჯოს. რა თქმა უნდა, ამ სანქციებს გადავიტანთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს სანქციები ძალას დაკარგავს, მაგრამ ის რომ მათ დიდი ზიანი მიაყენეს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობას, ეს ფაქტია", - აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა კაცობრიობის მთავარ საფრთხეებად პირველ ადგილზე ებოლა დაასახელა, მეორე რუსეთი და მხოლოდ მესამეზე - "ისლამური სახელმწიფო". რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს სხვა არაფერია, თუ არა ტვინის აბერაცია (გადახრა) უწოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა