10 დღეა ყაზბეგში 41 წლის ვანო ქავთარაშვილს ეძებენ. მცხეთა-მთიანეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ყაზბეგიდან იყო, კობში მწყემსად იყო წასული. რამდენიმე დღის წინ ის კობიდან წამოვიდა და ბოლოს სოფელ უხათში მთიბავებმა ნახეს. მას შემდეგ მამაკაცის კვალი დაიკარგა.
მამაკაცს მობილური ტელეფონიც გამორთული აქვს. უცნობია, რატომ მიატოვა ცხვარი ვანო ქავთარაშვილმა და სად მიდიოდა.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი