პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაძრების ძარცვისა და დარბევის გაუხმაურებელი ფაქტები საქართველოში
ტაძრების ძარცვისა და დარბევის გაუხმაურებელი ფაქტები საქართველოში

ტაძ­რე­ბის ძარ­ცვა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ერთ-ერთი უდი­დე­სი ცოდ­ვაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. შემ­ზა­რა­ვი იყო ორი დღის წინ თბი­ლის­ში, 31-ე ქარ­ხნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წმინ­და ბარ­ბა­რეს ეკ­ლე­სი­ის ძარ­ცვის ფაქ­ტი. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეკ­ლე­სი­ის გა­ქურდვის ბრალ­დე­ბით, დღეს 17 და 15 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი და­ა­კა­ვეს.

ვან­და­ლუ­რი ქმე­დე­ბის შე­დე­გად დან­გრე­უ­ლია ტაძ­რის ერთ-ერთ კე­დე­ლი, უშუ­ა­ლოდ ტა­ძარ­ში კი, ყვე­ლა­ფე­რი დამ­ტვრე­უ­ლია.

"შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტია. დან­გრე­უ­ლია ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერთი კე­დე­ლი, გა­ძარ­ცვუ­ლია ეკ­ლე­სია. ეს არ ეყოთ, რო­გორც ჩანს და და­ლე­წეს შიგ­ნით ყვე­ლა­ფე­რი. და­ლე­წი­ლია ეკ­ლე­სი­ის სა­კურ­თხე­ვე­ლიც. ეს არის შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი. აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­თხოვთ, რომ დამ­ნა­შა­ვე და­ი­სა­ჯოს", - ამ­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტაძ­რე­ბის დარ­ბე­ვი­სა და ძარ­ცვის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. 2011 წლის 6 ივ­ნისს თბი­ლის­ში, უზ­ნა­ძის ქ. N47-ში მდე­ბა­რე მთა­ვა­რან­გე­ლოზ მი­ქა­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია გა­ძარ­ცვეს.

ეკ­ლე­სი­ის მე­სან­თლე ნინო ქე­ბა­ძე ამ­ბობ­და, რომ დი­ლით ტა­ძარ­ში მი­სულს სა­კურ­თხევ­ლის კარი ღია დახ­ვდა. მე­სან­თლეს წა­ღე­ბუ­ლი დახ­ვდა სან­თლე­ბის გა­ყიდ­ვი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 50 ლა­რამ­დე.

ეკ­ლე­სი­ის სტი­ქა­რო­სა­ნი კი აცხა­დებ­და, რომ სა­კურ­თხე­ველ­ში გა­ტე­ხი­ლი იყო ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვრის კა­რა­და, სა­ი­და­ნაც წა­ი­ღეს ჯაჭ­ვი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქურ­დებს ოქ­რო­სი ეგო­ნათ, თუმ­ცა ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლი­თო­ნის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ასე­ვე, წა­ღე­ბუ­ლი იყო შე­სა­წი­რი ყუთი.

2011 წლის 19 იან­ვარს გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე კი­ნო­თე­ატრ "სა­ქარ­თვე­ლოს" გვერ­დით მდე­ბა­რე წმინ­და ბარ­ბა­რეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია გა­ძარ­ცვეს. მძარ­ცვე­ლებ­მა შე­სა­წი­რი ყუ­თე­ბი გა­ტე­ხეს და გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა წა­ი­ღეს.

ეკ­ლე­სი­ის სტი­ქა­რო­სა­ნი აკა­კი ტა­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ ტაძ­რი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, 10-15 ლარი იყო წა­ღე­ბუ­ლი. ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი ამ­ბობ­და, რომ ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკ­ლე­სია მე­სა­მედ გა­ძარ­ცვეს.

2013 წლის 29 ნო­ემ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, ავ­ტო­ქარ­ხნის და­სახ­ლე­ბა­ში, N14 სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მდე­ბა­რე მამა დო­სი­თე­ო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ი­დან უც­ნობ­მა პი­რებ­მა შე­სა­წირ ყუთ­ში არ­სე­ბუ­ლი ფული წა­ი­ღეს.

"შე­სა­წირ ყუთ­ში რა თან­ხა იყო, ზუს­ტად არ ვიცი, თუმ­ცა ასე­თი მას­შტა­ბუ­რი შემ­თხვე­ვა პირ­ვე­ლია. ქურ­დო­ბა გი­ორ­გო­ბის ღა­მეს მოხ­და," - აცხა­დებ­და ეკ­ლე­სი­ის მე­სან­თლე ნელი ფრუ­ი­ძე.

ტაძ­რის მრევ­ლის თქმით, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკ­ლე­სი­ა­ში შე­მო­სუ­ლი ფუ­ლა­დი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა ხში­რად იკარ­გე­ბო­და.

2013 წლის 9 აგ­ვის­ტოს დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ სამ­რეკ­ლო­ში მდე­ბა­რე სე­რა­ფი­მე სა­რო­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მი­სულ ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რებს ტაძ­რის კარი გა­ტე­ხი­ლი დახ­ვდათ. თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ გა­ტე­ხი­ლი იყო შე­სა­წი­რი ყუ­თე­ბის ბოქ­ლო­მე­ბიც, სა­ი­და­ნაც თან­ხა მო­ი­პა­რეს. საქ­მე­ში თა­ვის დრო­ზე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო შსს-ს დე­დოფ­ლის­წყა­როს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო.

2014 წლის 5 იან­ვარს სო­ფელ გლ­დან­ში მდე­ბა­რე წმინ­და გრი­გოლ ღვთის­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის კე­ლია გა­ძარ­ცვეს. მძარ­ცვე­ლებ­მა წა­ი­ღეს მო­ძღვრის პი­რა­დი ნივ­თე­ბი და და­ახ­ლო­ე­ბით 3 000 ლარი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დებ­დნენ, რომ საქ­მე ქურ­დო­ბის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი.

2014 წლის 29 ივ­ლისს რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ა­ში, ყინ­წვი­სის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი გა­ძარ­ცვეს. მო­ი­პა­რეს წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხა­ტის­თვის შე­წი­რუ­ლი ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის ნა­კე­თო­ბე­ბი.

"ხში­რად, მრევ­ლი გვი­ან ღა­მი­თაც ამო­დის, ამი­ტომ, ტა­ძარს არ ვკე­ტავთ, მაგ­რამ და­კე­ტი­ლია წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხა­ტის სა­ცა­ვი, სა­დაც შე­მო­წი­რუ­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. სა­კე­ტი გა­ტე­ხი­ლი არ ყო­ფი­ლა, რო­გორც ჩანს, მძარ­ცვე­ლებ­მა, რა­ღაც ბას­რი სა­გა­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს და ასე გას­წი­ეს სა­ცა­ვის ჩარ­ჩო გვერ­დზე. არ ვი­ცით, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის სამ­კა­უ­ლე­ბია წა­ღე­ბუ­ლი, ეს იყო მრევ­ლის მიერ შე­მო­წი­რუ­ლი ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნე­ბის ნა­კე­თო­ბე­ბი", - აცხა­დებ­და მამა ნა­ო­მი.

Ambebi.ge-მ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ი­თხო­ვა, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ტაძ­რის გა­ქურდვის­თვის. რო­გორც შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი ქურ­დო­ბის მუხ­ლით (177-ე) და­კა­ვე­ბულ­თა სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­შია მოქ­ცე­უ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნა­შა­უ­ლის მო­რა­ლურ მხა­რეს, ამა­ზე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ.

პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნი დე­კა­ნო­ზი მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლი Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ტაძ­რის გა­ქურდვა ძა­ლი­ან დიდი ცოდ­ვაა.

"ტაძ­რის გა­ქურდვის ცოდ­ვა­ზე უა­რე­სი რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­დი­ნოს ადა­მი­ან­მა? წარ­მო­დი­გი­ნეთ, რომ ტა­ძა­რი არის ქრის­ტეს მის­ტი­უ­რი სხე­უ­ლი, ამ სხე­ულს ადა­მი­ა­ნე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ და რა­ღაც ნივ­თებს იპა­რა­ვენ, ეს უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვაა. ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ ამას ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი აკე­თებ­დეს. ალ­ბათ, ყვე­ლა­ფერ­ზე ხელი უნდა ჰქონ­დეს აღე­ბუ­ლი ადა­მი­ანს, რო­დე­საც ასეთ სა­ში­ნელ ცოდ­ვა­ზე მი­დის. განა რა უნდა გა­ი­ტა­ნოს ტაძ­რი­დან, რა გვაქვს იმის­თა­ნა?! რა თან­ხა უნდა გა­ი­ტა­ნოს ტაძ­რი­დან და რა სარ­გე­ბე­ლი უნდა ნა­ხოს ადა­მი­ან­მა, რომ ასეთ სა­ში­ნელ ცოდ­ვა­ზე წა­ვი­დეს და ასე­თი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნოს. რე­ლი­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ეს სიწ­მინ­დე­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა", - გა­ნა­ცხა­და მამა მი­ქა­ელ­მა.

მისი თქმით, ტაძ­რე­ბის გა­ქურდვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა არ აქვს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ის, რაც სმე­ნია, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. რო­გორც მამა მი­ქა­ე­ლი ამ­ბობს, ამ ცოდ­ვას ძი­რი­თა­დად არა­მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი და არა­ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­დი­ან.

"თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლია, ძა­ლი­ან ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ის, რომ ასე­თი რა­მე­ე­ბი ხდე­ბა. შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩანს, რომ ძი­რი­თა­დად ამას არა­მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი და არა­ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თე­ბენ. იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, როცა სხვა სარ­წმუ­ნო­ე­ბის ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ეს. მაგ­რამ არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ თვი­თონ ქრის­ტი­ა­ნე­ბიც ჩა­დი­ან ამას", - გა­ნა­ცხა­და მამა მი­ქა­ელ­მა.

ყვე­ლა­ზე ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტი, რაც მარ­თლმა­დი­დებ­ლებს ახ­ლაც ახ­სოვთ, ეს არის ფე­რი­ის მთა­ზე მდგო­მი თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლი ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც ერთ დი­ლას ფე­რი­ე­ლებს მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი დახ­ვდათ. მა­შინ ით­ქვა, რომ ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა არ არ­სე­ბობ­და.

თეა ბი­თა­ძე

იხი­ლეთ ასე­ვე: შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლის წე­რი­ლი "ენ­ჯე­ოშ­ნი­კებს"

ტაძრების ძარცვისა და დარბევის გაუხმაურებელი ფაქტები საქართველოში

ტაძრების ძარცვისა და დარბევის გაუხმაურებელი ფაქტები საქართველოში

ტაძრების ძარცვა მართლმადიდებელი ადამიანისთვის ერთ-ერთი უდიდესი ცოდვაა. საქართველოში კი მსგავსი ფაქტები არცთუ იშვიათად ხდება. შემზარავი იყო ორი დღის წინ თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე წმინდა ბარბარეს ეკლესიის ძარცვის ფაქტი. მომხდართან დაკავშირებით, ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით, დღეს 17 და 15 წლის ახალგაზრდები დააკავეს.

ვანდალური ქმედების შედეგად დანგრეულია ტაძრის ერთ-ერთ კედელი, უშუალოდ ტაძარში კი, ყველაფერი დამტვრეულია.

"შემზარავი ფაქტია. დანგრეულია ეკლესიის ერთ-ერთი კედელი, გაძარცვულია ეკლესია. ეს არ ეყოთ, როგორც ჩანს და დალეწეს შიგნით ყველაფერი. დალეწილია ეკლესიის საკურთხეველიც. ეს არის შემზარავი ფაქტი. აუცილებლად მოვითხოვთ, რომ დამნაშავე დაისაჯოს", - ამბობენ თვითმხილველები.

ბოლო წლების განმავლობაში ტაძრების დარბევისა და ძარცვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 2011 წლის 6 ივნისს თბილისში, უზნაძის ქ. N47-ში მდებარე მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია გაძარცვეს.

ეკლესიის მესანთლე ნინო ქებაძე ამბობდა, რომ დილით ტაძარში მისულს საკურთხევლის კარი ღია დახვდა. მესანთლეს წაღებული დახვდა სანთლების გაყიდვიდან შემოსული თანხა, სავარაუდოდ, 50 ლარამდე.

ეკლესიის სტიქაროსანი კი აცხადებდა, რომ საკურთხეველში გატეხილი იყო ეკლესიის მოძღვრის კარადა, საიდანაც წაიღეს ჯაჭვი, რომელიც, სავარაუდოდ, ქურდებს ოქროსი ეგონათ, თუმცა ის ჩვეულებრივი ლითონისგან არის დამზადებული. ასევე, წაღებული იყო შესაწირი ყუთი.

2011 წლის 19 იანვარს გურამიშვილის გამზირზე კინოთეატრ "საქართველოს" გვერდით მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია გაძარცვეს. მძარცველებმა შესაწირი ყუთები გატეხეს და გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღეს.

ეკლესიის სტიქაროსანი აკაკი ტატიშვილი აცხადებდა, რომ ტაძრიდან, სავარაუდოდ, 10-15 ლარი იყო წაღებული. ეკლესიის მრევლი ამბობდა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკლესია მესამედ გაძარცვეს.

2013 წლის 29 ნოემბერს, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, N14 საჯარო სკოლასთან მდებარე მამა დოსითეოზის სახელობის ეკლესიიდან უცნობმა პირებმა შესაწირ ყუთში არსებული ფული წაიღეს.

"შესაწირ ყუთში რა თანხა იყო, ზუსტად არ ვიცი, თუმცა ასეთი მასშტაბური შემთხვევა პირველია. ქურდობა გიორგობის ღამეს მოხდა," - აცხადებდა ეკლესიის მესანთლე ნელი ფრუიძე.

ტაძრის მრევლის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ეკლესიაში შემოსული ფულადი შემოწირულობა ხშირად იკარგებოდა.

2013 წლის 9 აგვისტოს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში მდებარე სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარში მისულ ეკლესიის მსახურებს ტაძრის კარი გატეხილი დახვდათ. თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ გატეხილი იყო შესაწირი ყუთების ბოქლომებიც, საიდანაც თანხა მოიპარეს. საქმეში თავის დროზე აქტიურად ჩაერთო შსს-ს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო.

2014 წლის 5 იანვარს სოფელ გლდანში მდებარე წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის კელია გაძარცვეს. მძარცველებმა წაიღეს მოძღვრის პირადი ნივთები და დაახლოებით 3 000 ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ საქმე ქურდობის მუხლით არის აღძრული.

2014 წლის 29 ივლისს რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაძარცვეს. მოიპარეს წმინდა ნიკოლოზის ხატისთვის შეწირული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

"ხშირად, მრევლი გვიან ღამითაც ამოდის, ამიტომ, ტაძარს არ ვკეტავთ, მაგრამ დაკეტილია წმინდა ნიკოლოზის ხატის საცავი, სადაც შემოწირული სამკაულები იყო მოთავსებული. საკეტი გატეხილი არ ყოფილა, როგორც ჩანს, მძარცველებმა, რაღაც ბასრი საგანი გამოიყენეს და ასე გასწიეს საცავის ჩარჩო გვერდზე. არ ვიცით, რა ღირებულების სამკაულებია წაღებული, ეს იყო მრევლის მიერ შემოწირული ძვირფასი ლითონების ნაკეთობები", - აცხადებდა მამა ნაომი.

Ambebi.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა, თუ რამდენი ადამიანია დაპატიმრებული ტაძრის გაქურდვისთვის. როგორც შსს-ს პრესსამსახურში განმარტეს, აღნიშნული დანაშაულებები ქურდობის მუხლით (177-ე) დაკავებულთა სტატისტიკურ მონაცემებშია მოქცეული.

რაც შეეხება დანაშაულის მორალურ მხარეს, ამაზე სასულიერო პირები საუბრობენ.

პატრიარქის მდივანი დეკანოზი მამა მიქაელ ბოტკოველი Ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტაძრის გაქურდვა ძალიან დიდი ცოდვაა.

"ტაძრის გაქურდვის ცოდვაზე უარესი რა შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა? წარმოდიგინეთ, რომ ტაძარი არის ქრისტეს მისტიური სხეული, ამ სხეულს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ და რაღაც ნივთებს იპარავენ, ეს უმძიმესი ცოდვაა. ეჭვი მეპარება, რომ ამას ნორმალური ადამიანი აკეთებდეს. ალბათ, ყველაფერზე ხელი უნდა ჰქონდეს აღებული ადამიანს, როდესაც ასეთ საშინელ ცოდვაზე მიდის. განა რა უნდა გაიტანოს ტაძრიდან, რა გვაქვს იმისთანა?! რა თანხა უნდა გაიტანოს ტაძრიდან და რა სარგებელი უნდა ნახოს ადამიანმა, რომ ასეთ საშინელ ცოდვაზე წავიდეს და ასეთი მძიმე დანაშაული ჩაიდინოს. რელიგიური ადამიანებისთვის ეს სიწმინდეების შეურაცხყოფაა", - განაცხადა მამა მიქაელმა.

მისი თქმით, ტაძრების გაქურდვასთან დაკავშირებით ზუსტი სტატისტიკა არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ის, რაც სმენია, შემაშფოთებელია. როგორც მამა მიქაელი ამბობს, ამ ცოდვას ძირითადად არამართლმადიდებელი და არაქართველი ადამიანები ჩადიან.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია, ძალიან ძნელი წარმოსადგენია ის, რომ ასეთი რამეები ხდება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ძირითადად ამას არამართლმადიდებელი და არაქართველი ადამიანები აკეთებენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სხვა სარწმუნოების ადამიანებმა განახორციელეს ეს. მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ თვითონ ქრისტიანებიც ჩადიან ამას", - განაცხადა მამა მიქაელმა.

ყველაზე ვანდალური ფაქტი, რაც მართლმადიდებლებს ახლაც ახსოვთ, ეს არის ფერიის მთაზე მდგომი თითქმის დასრულებული ტაძარი, რომელიც ერთ დილას ფერიელებს მიწასთან გასწორებული დახვდათ. მაშინ ითქვა, რომ ტაძრის მშენებლობის ნებართვა არ არსებობდა.

თეა ბითაძე

იხილეთ ასევე: შეურაცხყოფილი მართლმადიდებლის წერილი "ენჯეოშნიკებს"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ