ამ გოგონას ფოტო, რომლის ვინაობაც უცნობია, ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დაავადების გამო გოგონას სახეზე ლაქები აქვს, თვალები კი - სხვადასხვა ფერის.
ინტერნეტ-მომხმარებლები წერენ, რომ გოგონას შუბლზე ძაღლისა და კურდღლის გამოსახულებაც აქვს.
გოგონას ფოტო Facebook-ის პირად გვერდზე ამერიკელმა ბიზნესმენმა ფარახ გრეიმ გამოაქვეყნა და დაწერა: "ამ მშვენიერ ქალბატონს ყოველდღე დასცინიან სკოლაში. ადამიანები მხოლოდ გარეგნობას ხედავენ, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ მას ლამაზი გული აქვს".
ფოტოს მრავალი მხარდასაჭერი კომენტარი აქვს. ადამიანები გოგონას ამხნევებენ და წერენ, რომ ის მშვენიერია.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.