მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეტლით მოსარგებლე გიორგი ხაჩიაშვილის ყოველდღიურობა…
ეტლით მოსარგებლე გიორგი ხაჩიაშვილის ყოველდღიურობა…

დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში მცხოვ­რე­ბი 27 წლის გი­ორ­გი ხა­ჩი­აშ­ვი­ლი ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რია. მისი ყო­ვე­ლი დილა მშობ­ლებ­თან ერ­თად ფუს­ფუ­სით და მათი სამ­სა­ხურ­ში გა­ცი­ლე­ბით იწყე­ბა. შემ­დეგ კი უბან­ში გას­ვლი­თა და მე­ზობ­ლებ­თან სა­უბ­რით გრძელ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა - ეს მისი სუ­ლი­ე­რი მო­თხოვ­ნაა და მის გა­რე­შე ერთი დღეც არ შე­უძ­ლია. მისი გული რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უსა­ზღვრო სიყ­ვა­რულს იტევს, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში კარ­გად იცი­ან.

"მიყ­ვარს გა­ზე­თე­ბის კი­თხვა და მუდ­მი­ვად ვეც­ნო­ბი პრე­სას, ყვე­ლაფ­რის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ვარ, ყვე­ლა სი­ახ­ლე­ებ­ში გარ­კვე­უ­ლი, არ­ცერ­თი დღის ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მომ­რჩე­ბა, სულ ვეც­ნო­ბი გა­ზე­თებს, ტე­ლე­ვი­ზი­ას, ხალ­ხი მიყ­ვარს და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა!", - ძლივს წარ­მოს­თქვამს თა­ვის საქთ­მელს გი­ორ­გი.

ამ­ბობს, რომ ადრე თა­ვის უმ­ცრო­სი და-ძმე­ბის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, მათ შეჰ­ხა­რო­და, მას შემ­დეგ კი, რაც ისი­ნი სტუ­დენ­ტე­ბი გახ­დნენ, ცოტა მო­ი­წყი­ნა. ახლა დე­დის სამ­სა­ხურ­ში წას­ვლის შემ­დეგ, მას­თან მომ­ვლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მო­დის, რო­მე­ლიც ავარ­ჯი­შებს და ესა­უბ­რე­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად მარ­ტო­ო­ბის შიში აქვს, ყვე­ლა­ზე დიდი გუ­ლის­ტკე­ნა კი მის­თვის სიბ­რა­ლუ­ლით შე­ხე­და­ვაა. მოს­წონს, რო­დე­საც ისე ღირ­სე­უ­ლად მო­ი­კი­თხა­ვენ, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს და მის ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას ხაზს არ გა­უს­ვა­მენ.

"გი­ორ­გიმ სო­ფელ ხორ­ნა­ბუ­ჯის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ი­ა­რა სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის კურ­სი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ეტ­ლით დაგ­ვყვავ­და ყო­ველ­დღე. თავ­და­პირ­ვე­ლად სკო­ლა­ში მის­ვლი­სას იყო რა­ღაც გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და, თუმ­ცა, მალე აღ­მო­ი­ფხვრა ამ­გვა­რი მიდ­გო­მა და გი­ორ­გი ყვე­ლამ შე­იყ­ვა­რა. დღეს სა­დაც გა­მოვ­ჩნდე­ბით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი კი­თხუ­ლობს გი­ორ­გის, რაც მას ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებს და ბავ­შვი­ვით უხა­რია, მერე ეს ემო­ცია წლე­ბი ამახ­სოვ­რდე­ბა და კარ­გი გრძნო­ბით იხ­სე­ნებს. თუმ­ცა, მა­ინც უნდა დავ­ძი­ნო, რომ მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი აგი­ტა­ცი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­ინც არაა იმის­თვის მზად, რომ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მი­ი­ღონ" - ამ­ბობს გი­ორ­გის დედა.

გი­ორ­გი ხა­ჩი­აშ­ვი­ლი ეკ­ლე­სი­უ­რია და ყო­ვე­ლი კვი­რის წირ­ვა-ლოც­ვას დე­დას­თან ერ­თად ეს­წრე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე წას­ვლა და დას­წრე­ბა მისი ჰო­ბია, თუ გა­ი­გო, რომ ვინ­მე ჩა­მო­დის ან კულ­ტუ­რის სახ­ლში კონ­ცერ­ტია, სი­ხა­რუ­ლით მი­დის, უფრო სწო­რად, მშობ­ლებს მიჰ­ყავს. მისი სურ­ვი­ლია, ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­იწ­ვი­ონ, რო­მე­ლიც რა­ი­ო­ნის ფარ­გლებ­ში იმარ­თე­ბა, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ თუ თა­ვად არ გა­ი­გო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, მას არ­ცერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი არ იწ­ვევს. მისი ოც­ნე­ბაა ინ­ვა­ლიდ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა და მისი წევ­რე­ბის გაც­ნო­ბა, მთთან და­მე­გობ­რე­ბა. ამ ეტაპ­ზე კი ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც უინ­ტერ­ნე­ტო­ბა აწუ­ხებს. სამ­წუ­ხა­როდ, ინ­ტერ­ნე­ტქ­სელ­მა მის სახ­ლამ­დე ჯერ ვერ მი­აღ­წია.

"როცა ეკ­ლე­სი­ა­ში მიმ­ყავს ბავ­შვი, ძი­რი­თა­დად ფე­ხით მივ­დი­ვართ და ეტლს მე ვმარ­თავ, გზა­ში, ქუ­ჩი­დან ქუ­ჩა­ზე, ტრო­ტუ­არ­ზე ან ეკ­ლე­სი­ის შე­სას­ვლელ­თან, მუდ­მი­ვად ვე­ძებ და­ბალ გა­და­სას­ვლელს, რომ გა­და­ვიყ­ვა­ნო ეტლი, ხში­რად ვერ ვნა­ხუ­ლობ ასეთ გა­და­სას­ვლელს და მი­წევს ეტ­ლის აწე­ვა, თუ ვინ­მეა ახ­ლოს, მეხ­მა­რე­ბა, თუ არა და მარ­ტო ვწვა­ლობ. პან­დუ­სე­ბის პრობ­ლე­მა მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია ჩვენს რა­ი­ონ­ში, ხში­რად ხდე­ბა ისეც, რომ შე­ნო­ბის ეზო­ში შე­სას­ვლე­ლად არის პან­დუ­სი, მაგ­რამ თვით შე­ნო­ბის კი­ბე­ებ­ზე გა­და­სას­ვლე­ლი ან ასავ­ლე­ლი პან­დუ­სი - არა, რაც ნამ­დვი­ლად გვიშ­ლის ხელს კომ­ფორ­ტუ­ლად სი­ა­რულ­ში. თუნ­დაც ის, რომ გი­ორ­გის ძა­ლი­ან უნ­დო­და ინ­ვა­ლიდ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, გვი­თხრეს, რომ გამ­გე­ო­ბის ერთ-ერთ ოთახ­ში არ­სე­ბობს ასე­თი კა­ბი­ნე­ტი, სა­დაც ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა გან­თავ­სე­ბუ­ლი, მაგ­რამ აქაც ანა­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მას წა­ვა­წყდით, რომ და­ი­ნა­ხა ბავ­შვმა, რომ არ არ­სე­ბობ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ ას­ვლი­სა, შე­ეშ­ვა, თუმ­ცა, ოც­ნე­ბა ოც­ნე­ბად დარ­ჩა. მას ძა­ლი­ან უნ­დო­და, ამ ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი გამ­ხდა­რი­ყო და ხან­და­ხან ჰქო­ნო­და გა­სას­ვლე­ლი მი­ზე­ზი" - ამ­ბობს გი­ორ­გის დედა.

იხი­ლეთ ვრცლად

qiziyi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ეტლით მოსარგებლე გიორგი ხაჩიაშვილის ყოველდღიურობა…

ეტლით მოსარგებლე გიორგი ხაჩიაშვილის ყოველდღიურობა…

დედოფლისწყაროში მცხოვრები 27 წლის გიორგი ხაჩიაშვილი ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მისი ყოველი დილა მშობლებთან ერთად ფუსფუსით და მათი სამსახურში გაცილებით იწყება. შემდეგ კი უბანში გასვლითა და მეზობლებთან საუბრით გრძელდება. ადამიანებთან ურთიერთობა - ეს მისი სულიერი მოთხოვნაა და მის გარეშე ერთი დღეც არ შეუძლია. მისი გული რომ ადამიანების უსაზღვრო სიყვარულს იტევს, დედოფლისწყაროში კარგად იციან.

"მიყვარს გაზეთების კითხვა და მუდმივად ვეცნობი პრესას, ყველაფრის მიმართ ყურადღებიანი ვარ, ყველა სიახლეებში გარკვეული, არცერთი დღის ახალი ინფორმაცია არ გამომრჩება, სულ ვეცნობი გაზეთებს, ტელევიზიას, ხალხი მიყვარს და მათთან ურთიერთობა!", - ძლივს წარმოსთქვამს თავის საქთმელს გიორგი.

ამბობს, რომ ადრე თავის უმცროსი და-ძმების ცხოვრებით ცხოვრობდა, მათ შეჰხაროდა, მას შემდეგ კი, რაც ისინი სტუდენტები გახდნენ, ცოტა მოიწყინა. ახლა დედის სამსახურში წასვლის შემდეგ, მასთან მომვლელი ქალბატონი მოდის, რომელიც ავარჯიშებს და ესაუბრება. ყველაზე მეტად მარტოობის შიში აქვს, ყველაზე დიდი გულისტკენა კი მისთვის სიბრალულით შეხედავაა. მოსწონს, როდესაც ისე ღირსეულად მოიკითხავენ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და მის ფიზიკურ მდგომარეობას ხაზს არ გაუსვამენ.

"გიორგიმ სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში გაიარა საშუალო განათლების კურსი. ჩვეულებრივად ეტლით დაგვყვავდა ყოველდღე. თავდაპირველად სკოლაში მისვლისას იყო რაღაც გართულებები, რომლის გახსენებაც არ მინდა, თუმცა, მალე აღმოიფხვრა ამგვარი მიდგომა და გიორგი ყველამ შეიყვარა. დღეს სადაც გამოვჩნდებით, უამრავი ადამიანი კითხულობს გიორგის, რაც მას ძალიან სიამოვნებს და ბავშვივით უხარია, მერე ეს ემოცია წლები ამახსოვრდება და კარგი გრძნობით იხსენებს. თუმცა, მაინც უნდა დავძინო, რომ მიუხედავად უამრავი აგიტაციისა და ინფორმაციისა, ჩვენი საზოგადოება მაინც არაა იმისთვის მზად, რომ ასეთი შესაძლებლობების ადამიანები ყოველდღიურობაში მიიღონ" - ამბობს გიორგის დედა.

გიორგი ხაჩიაშვილი ეკლესიურია და ყოველი კვირის წირვა-ლოცვას დედასთან ერთად ესწრება. ღონისძიებებზე წასვლა და დასწრება მისი ჰობია, თუ გაიგო, რომ ვინმე ჩამოდის ან კულტურის სახლში კონცერტია, სიხარულით მიდის, უფრო სწორად, მშობლებს მიჰყავს. მისი სურვილია, ყველა ღონისძიებაზე მიიწვიონ, რომელიც რაიონის ფარგლებში იმართება, თუმცა, სამწუხაროდ თუ თავად არ გაიგო ღონისძიების შესახებ, მას არცერთი ორგანიზატორი არ იწვევს. მისი ოცნებაა ინვალიდთა ასოციაციასთან დაკავშირება და მისი წევრების გაცნობა, მთთან დამეგობრება. ამ ეტაპზე კი ყველაზე მეტად მაინც უინტერნეტობა აწუხებს. სამწუხაროდ, ინტერნეტქსელმა მის სახლამდე ჯერ ვერ მიაღწია.

"როცა ეკლესიაში მიმყავს ბავშვი, ძირითადად ფეხით მივდივართ და ეტლს მე ვმართავ, გზაში, ქუჩიდან ქუჩაზე, ტროტუარზე ან ეკლესიის შესასვლელთან, მუდმივად ვეძებ დაბალ გადასასვლელს, რომ გადავიყვანო ეტლი, ხშირად ვერ ვნახულობ ასეთ გადასასვლელს და მიწევს ეტლის აწევა, თუ ვინმეა ახლოს, მეხმარება, თუ არა და მარტო ვწვალობ. პანდუსების პრობლემა მოუგვარებელია ჩვენს რაიონში, ხშირად ხდება ისეც, რომ შენობის ეზოში შესასვლელად არის პანდუსი, მაგრამ თვით შენობის კიბეებზე გადასასვლელი ან ასავლელი პანდუსი - არა, რაც ნამდვილად გვიშლის ხელს კომფორტულად სიარულში. თუნდაც ის, რომ გიორგის ძალიან უნდოდა ინვალიდთა ასოციაციაში გაწევრიანება, გვითხრეს, რომ გამგეობის ერთ-ერთ ოთახში არსებობს ასეთი კაბინეტი, სადაც ეს ორგანიზაციაა განთავსებული, მაგრამ აქაც ანალოგიურ პრობლემას წავაწყდით, რომ დაინახა ბავშვმა, რომ არ არსებობდა შესაძლებლობა იქ ასვლისა, შეეშვა, თუმცა, ოცნება ოცნებად დარჩა. მას ძალიან უნდოდა, ამ ასოციაციის წევრი გამხდარიყო და ხანდახან ჰქონოდა გასასვლელი მიზეზი" - ამბობს გიორგის დედა.

იხილეთ ვრცლად

qiziyi.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა